iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.
iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.



Link to original content: https://ka.wiktionary.org/wiki/ადამიანი
ადამიანი - ვიქსიკონი შინაარსზე გადასვლა

ადამიანი

ვიქსიკონი გვერდიდან

ქართული

[რედაქტირება]

ადამიანი

[რედაქტირება]

ეტიმოლოგია

[რედაქტირება]

მომდინარეობს ბიბლიური ადამის სახელიდან, რომელიც, ბიბლიის მიხედვით, პირველი ადამიანი იყო; ადამ ფუძეზე დართულია -იან ბოლოსართი

წაკითხვა

[რედაქტირება]

მნიშვნელობა

[რედაქტირება]
  1. ბიოლოგია: ცოცხალი არსება, რომელსაც აქვს აზროვნებისა და მეტყველების უნარი.
    ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა დედამიწაზე, რომელიც ცივილიზებულად ცხოვრობს, აზროვნებს და საუბრობს.
    „ასეთი გარდატეხების შედეგად ადამიანები, ვთქვათ, კავით აღარ იჩიჩქნებოდნენ მიწაში და რკინის გუთნით ხვნას იწყებდნენ, ტყავებით აღარ იფარავდნენ სარცხვინელს და სელის თუ მაუდის სამოსლის ხმარებაზე გადადიოდნენ, კერპებს აღარ ეთაყვანებოდნენ და ლამაზად დახატულ ხატებზე.“
    ➤ სინონიმები: კაცი
  2. ვინმე, კაცი, კაციშვილი.
    ვერა ადამიანმა ვერ გაიგო მისი წასვლა.
    „სევდა შემომწოლია, ჩემი თავი ქვეყანაზე უუბედურეს ადამიანად მიმიჩნევია, შინისკენ გულდაწყვეტილი წავჩანჩალებულვარ … დავთანხმდი.“
    ➤ სინონიმები: კაცი, კაციშვილი, ვინმე , ადამის შვილი, კაცის შვილი, კაცხორციელი, ბუნების მეფე, მიწის შვილი, მოკვდავი, ძეხორციელი, მომაკვდავი

წარმოებული ლექსიკა

[რედაქტირება]
➤ წარმოებული სიტყვები: ადამიანდება, ადამიანისეული, ადამიანიშვილი, ადამიანობა, ადამიანობს, ადამიანური, ადამიანურობა, ადამიანისნაირნი
➤ შესიტყვებები: ადამიანის ჭაჭანება არ არის, ადამიანის შვილი, ადამიანის უფლებები, ადამიანის ფაქტორი

თარგმანები

[რედაქტირება]

წყაროები და რესურსები

[რედაქტირება]
  • ნეიმანი ალ., ქართულ სინონიმთა ლექსიკონი, მესამე გამოცემა, თბ.: „განათლება“, 1978, გვ. 8.
  • სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული : [ორტომეული], ტ. 1, თბილისი: „მერანი“, 1991, გვ. 39.