iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.
iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.



Link to original content: https://ka.wikipedia.org/wiki/RFC
RFC - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

RFC

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

განაცხადი კომენტირებაზე (ინგლ. Request for Comments , RFC) — დოკუმენტი, რომელსაც აქვეყნებს ინტერნეტის საზოგადოება (ISOC) ან მასთან დაკავშირებული ორგანო, პირველ რიგში, ინტერნეტის საინჟინრო საბჭო (IETF) — ინტერნეტის ტექნიკური შემუშავებისა და სტანდარტიზაციის ძირითადი ორგანოები.

RFC იქმნება ცალკეული პირების ან ინჟინერთა და კომპიუტერულ მეცნიერთა ჯგუფების მიერ მემორანდუმის სახით, რომელშიც აღიწერება მეთოდები, ქცევები კვლევები, ან ინოვაციები, რომლებიც გამოყენებადია ინტერნეტისა და ინტერნეტთან დაკავშირებული სისტემების მუშაობაში. მისი წარმოდგენა ხდება საექსპერტო შეფასებისთვის, ან ახალი კონცეფციების, ინფორმაციის გასაცნობად, ან შემთხვევითი ინჟინრული იუმორისთვის.[1] ზოგიერთ განაცხადს IETF ამტკიცებს ინტერნეტის სტანდარტის სახით. თუმცა, მრავალი RFC არის საინფორმაციო ან ექსპერიმენტული ხასიათის და არის სტანდარტი.[2] სისტემა RFC გამოგონილ იქნა სტივ კროკერის მიერ 1969 წელს, ARPANET-ის შემუშავების პროცესში არაოფიციალური შენიშვნების ჩაწერის გასაიოლებლად. მის შემდეგ, RFC-ები გადაიქცა ინტერნეტის მახასიათებლების, საკომუნიკაციო პროტოკოლების, პროცედურების და მოვლენების ოფიციალურ დოკუმენტაციად.[3] კროკერის თქმით, განაცხადების სისტემა „ინტერნეტის შიდა მუშაობას ფორმას აძლევს და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მის წარმატებაში“, თუმცა გარე საზოგადოებისთვს არც ისე კარგად არის ცნობილი. [4]

RFC იწარმოება გადაწყობის შესაძლებლობის არ მქონე ტექსტის ფორმატში, თუმცა ფორმატის ცვლილებაზე მუშაობა დაწყებულია, რათა დოკუმენტების ოპტიმალურად ნახვა შესაძლებელი იყოს სხვადასხვა ზომის დისპლეის მქონე მოწყობილობებზე.[5]

ინტერნეტის საზოგადოების მიღმა, RFC ჰქვიათ დოკუმენტებს, რომლებსაც აქვეყნებს აშშ-ის ფედერალური მთავრობა, მაგალითად გზატკეცილზე მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია.[6]

  1. Waitzman, David (April 1, 1990), A Standard for the Transmission of IP Datagrams on Avian Carriers, IETF
  2. უიტემა, კრისტიან; პოსტელი, ჯონ; კროკერი, სტივ (აპრილი, 1995), Not All RFCs are Standards, IETF
  3. RFC's, Internet Request For Comments. Livinginternet.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-02. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2012.
  4. „Stephen D. Crocker, How the Internet Got Its Rules, The New York Times, 6 აპრილი 2009“. Nytimes.com. 7 აპრილი, 2009. ციტირების თარიღი: April 3, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  5. RFC Format Change FAQ
  6. Notice and Request for Comments, აშშ-ის ფედერალური რეესტრი (16 იანვარი, 2018).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=RFC&oldid=4311147“-დან