Pseudomonas
Pseudomonas | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Pseudomonas aeruginosa | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Pseudomonas | |||||||||||||||
|
Pseudomonas — ბაქტერიების გვარი Pseudomonadacae-ს ოჯახისა. აერთიანებს 20-ზე მეტ სახეობას. მათ შორის ერთ-ერთი ნიადაგის ბუნებრივი ბინადარია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნივთიერებათა წრებრუნვაში. ზოგიერთი კი ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების პათოლოგიების მიზეზია. ასეთ პათოგენურ ბაქტერიებს მიეკუთვნება: Pseudomonas aeruginosa, Pseudomonas putida, Pseudomonas fluorescens, Pseudomonas cepacia და სხვა.[1]
მორფოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფსევდომონადები არიან გრამუარყოფითი, სწორი ან ოდნავ მოხრილი ჩხირები მომრგვალებული ბოლოებით. მათი ზომებია 0,5 - 0,7-დან 1 - 3 მკმ-მდე, კარგად იღებებიან ანალინური საღებავებით. ძირითადად მოძრავია (მონო- ან ლოფოტრიქალური.) სპორებს არ წარმოქმნიან, კაფსულა არ გააჩნიათ, მაგრამ წარმოქმნიან ლორწოს, რომელიც ბაქტერიას გარედან ფარავს. [2]
ეპიდემიოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფსევდომონადები ბუნებაში ფართოდ არიან გავრცელებულნი. გვხვდებიან წყალში, ნიადაგაში, ჰაერში, ადამიანისა და ცხოველების ნაწლავში, კანსა და ლორწოვან გარსებზე.
რეზისტენტული და ბიოქიმიური თვისებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფსევდომონადების გვარს რეზისტენტულია ულტრაიისფერი სხივების, ანტისეპტიკების (ფურაცილინი, რივანოლი) წინააღმდეგ. საავადმყოფოსშიდა პირობებში მტვერში ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას 2 კვირის განმავლობაში. 60° გრადუსზე დუღილისას იღუპება 15 წუთის შემდეგ და 2%-იანი ფენოლის ხსნარით დამუშავებისას. [3]
ეს აერობული ბაქტერიებია, რომლებსაც გააჩნიათ მთელი რიგი ფერმენტები, რომლებიც მათი სიცოცხლისთვის აუცილებელ ფაქტორებს წარმოადგენენ (დეჰიდრაზები, ციტოქრომი, ციტოქრომოქსიდაზა). ზრდის ტემპერატურული დიაპაზონია 6°-იდან 45°-მდე, pH-ი კი 7,2-7,5.
დამახასიათებელია ე.წ პიოციანინის გამოყოფა - სპეციფიკური პიგმენტი, რომელიც ფსევდომონადების კოლონიას ლურჯ-მწვანე შეფერილობას აძლევს. ფსევდომონადების ზოგიერთი სახეობისთვის დამახასიათებელია ყვითელი (Pseudomonas fluorescens, Pseudomonas putida), წითელი (პიგმენტი - პიორუბინი), შავი (პიომელანინის) პიგმენტების გამომუშავება.
პათოგენობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფსევდომონადები შეიძლება გამოივწიონ სეპსისი, მენინგიტი, ოსტეომიელიტი, ართრიტი, ოტიტი, პნევმონია (Pseudomonas pneumonia), პლევრიტი, თირკმლების ან ტვინის აბსცესი, შარდ-სასქესო სისტემის ანთება. ხშირად საავადმყოფოსშიდა ჭრილობების ჩირქოვანი ინფექციების მიზეზია. [4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Коротяев А. И.; Бабичев С. А. Медицинская микробиология, имунология и вирусология გვ. 781
- ↑ Коротяев А. И.; Бабичев С. А. Медицинская микробиология, имунология и вирусология გვ. 782
- ↑ Коротяев А. И.; Бабичев С. А. Медицинская микробиология, имунология и вирусология გვ. 782
- ↑ Коротяев А. И.; Бабичев С. А. Медицинская микробиология, имунология и вирусология გვ. 785