Muse
Muse | |
---|---|
Muse 2022 წელს | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ტინმუთი, დევონი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | |
აქტიური | 1994 – დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
წევრები | |
საიტი | muse.mu |
Muse ვიკისაწყობში |
Muse (ქართ. მუზა) — ინგლისური როკ ჯგუფი დევონის საგრაფოს ქალაქ ტინმუთიდან. ჩამოყალიბდა 1994 წელს. მისი წევრები არიან მეთიუ ბელამი (ვოკალი, გიტარა, კლავიშებიანები), კრის უოლსტენჰოლმი (ბას-გიტარა, კლავიშებიანები, ვოკალი), და დომინიკ ჰოვარდი (დასარტყმელი საკრავები და პერკუსია).
ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Showbiz 1999 წელს გამოსცა. იგი გამოირჩეოდა ბელამის ფალცეტო ვოკალით და მელანქოლიური ალტერნატიული როკით. მეორე ალბომი, Origin of Symmetry (2001) უფრო აფართოებს მათ ჟღერადობას - მასში შეიმჩნევა მეტი ინსტრუმენტული დამუშავება და რომანტიკული კლასიკის გავლენა. ჯგუფმა მოიპოვა ენერგიული სასცენო გამოსვლების მქონე კოლექტივის სახელიც. Absolution-ში (2003) კლასიკური მუსიკის გავლენა კვლავ გაიზარდა. რამდენიმე სიმღერაში (მაგ. „Butterflies and Hurricanes“ გამოიყენებოდა ორკესტრიც). ეს დისკი იქცა Muse-ის პირველ ალბომად მთელი რიგი დისკებიდან, რომლებიც შემდგომში ხვდებოდნენ ბრიტანეთის ჩარტის პირველ პოზიციაზე.
Black Holes and Revelations (2006) გამოირჩევა ელექტრონულ მუსიკაზე და პოპზე გადასვლით, რაც უფრო შთაგონებული იყო 1980-იანების შემსრულებლების, მაგალითად, Depeche Mode-ის შემოქმედებით - ეს კარგად შეიმჩნევა „Supermassive Black Hole“-ში. ამ ალბომის Muse-მა საერთაშორისო წარმატებასაც მიაღწია. The Resistance (2009) და The 2nd Law (2012) უფრო მთავრობების მხრიდან ადამიანებზე ზემოქმედების და პროტესტის თემებს განიხილავენ. Muse ამ პერიოდში იქცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან სასტადიონო ჯგუფად. მათი მეშვიდე ალბომი, Drones (2015), კონცეპტუალურია და ეხება დრონული იარაღის გამოყენებას. ამ ალბომით Muse მძიმე ჟღერადობას დაუბრუნდა.
ჯგუფი ფლობს მრავალ, მათ შორის - გრემის ჯილდოს საუკეთესო როკ-ალბომისთვის (The Resistance და Drones), ორ Brit-ს (ორჯერ - საუკეთესო საკონცერტო შემსრულებლისთვის), MTV-ის მუსიკალური ვიდეოების ხუთ ჯილდოს და NME-ს რვა ჯილდოს. მსოფლიო მასშტაბით გაყიდულია მისი 20 მილიონზე მეტი ალბომი.[1]
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სტუდიური ალბომები
- Showbiz (1999)
- Origin of Symmetry (2001)
- Absolution (2003)
- Black Holes and Revelations (2006)
- The Resistance (2009)
- The 2nd Law (2012)
- Drones (2015)
- Simulation Theory (2018)
- Will of the People (2022)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Muse“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Muse, Glastonbury, review: they are, at heart, an old fashioned heavy rock band who can really really play (25 June 2016). ციტირების თარიღი: 27 June 2016.