Deftones
Deftones | |
---|---|
Deftones | |
ბიოგრაფია | |
ჟანრ(ებ)ი | მეტალი |
წევრები | ჩინო მორენო, სტეფენ კარპენტერი, აბე სუნინგამი, ფრენკ დელგადო |
ჯილდოები | საუკეთესო ალბომი (2000), საუკეთესო მეტალის შესრულება (2001), საუკეთესო როკ ვიდეო (2001), საუკეთესო საერთაშორისო დადგმა (2003), წლის საუკეთესო ალბომი (2011) |
საიტი | deftones.com |
Deftones ვიკისაწყობში |
Deftones — ამერიკული მეტალ ჯგუფი. ჩამოყალიბდა 1988 წელს,საკრამენტოში, კალიფორნიაში. თავდაპირველად შეიქმნა სტივენ კარპენტერის და აბე სუნინგამის მიერ,[1] ხოლო 1990-1999 წლებში შეურთდნენ ჩინო მორენო და ფრენკ დელგადო. 1993 წელს შემადგენლობის საბოლოოდ დალაგების შემდგომ, ჯგუფმა კონტრაქტი გააფორმა Maverick Records-თან. 1955 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი „Adrenaline". ფართო გასტროლები და ალბომის პოპულარიზაცია Deftones-ს გულშემატკივრის და მსმენელის მოპოვებაში დაეხმარა. 1977 წელს გამოშვებული მეორე ალბომი „Around the fur" მიღწეული პოპულარობისთვის „RIAA"-სგან დაჯილდოვდა სერთიფიკატით.
კიდევ უფრო დიდი წარმატება აღნიშნული იქნა 2000 წელს გამოშვებულ, მესამე ალბომში „White Pony". ალბომში გამოიკვეთა აგრესიული ხმიდან უფრო ექსპერიმენტულ მიმართულებაზე გადასვლა. ცვლილების აღმნიშვნელი, გამორჩეულად წარმატებული ჩანაწერი აღმოჩნდა „Change (In the House of Flies)". ამავე ალბომში, საუკეთესო მეტალის შესრულებისთვის სიმღერა „Elite"-მ აიღო გრემის ჯილდო. მეოთხე ალბომი გამოუშვეს 2003 წელს. 2008 წელს Deftones ამუშავებდა ალბომს, სახელწოდებით „Eros". ალბომზე მუშაობის პერიოდში ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ჩენგი საგზაო შეჯახებაში მოყვა. რის შედეგადაც, მისი გონება მინიმალურ მგომარეობაში გახლდათ. ხოლო, 2013 წელს გულის გაჩერებით გარდაიცვალა. ჩენგის უბედური შემთხვევის შემდგომ Deftones-მა შეაჩერა „Eros"-ზე მუშაობა. მეშვიდე ალბომი გამოიცა 2012 წელს, სახელწოდებით „Koi No Yokan". ხოლო, მერვე 2016 - „Gore". ჯგუფი განაგრძობდა სვლას უფრო მეტი ექსპერიმენტული მიმართულებით, რამაც კრიტიკოსების მოწონებაც კი დაიმსახურა. 2020 წლის „Ohms"-ში მკვეთრად აღიქმებოდა მძიმე ჟღერადობის დაბრუნება.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტივენ კარპენტერს 15 წლის ასაკში, სკეიტბორდით გადაადგილებისას მანქანა დაეჯახა.[2] რამაც, იძულებული გახადა რამდენიმე თვის განმავლობაში ეტლით ესარგებლა. მოცემულ პერიოდში მან გიტარაზე სწავლა „Trash Metal" ბენდის სიმღერებით დაიწყო.
ფართოდ გავრცელებული მითი ამტკიცებდა რომ, მძღოლმა კარპენტერს გარკვეული რაოდენობის თანხა გადაცა. მოგვიანებით კი, ჯგუფმა კარპენტერისთვის მინიჭებული თანხა აღჭურვილობის შესაძენად გამოიყენა. თუმცა, აბე სუნინგამმა 2007 წლის ინტერვიუში განაცხადა რომ მსგავსი შემთხვევა ჯგუფის არსებობის ისტორიაში არ ყოფილა. კარპენტერი, სუნინგამი და მორენო ბავშვობის მეგობრები იყვნენ. სამივე საკრამენტოში, C.K. McClatchy საშუალო სკოლაში სწავლობდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ მეგობრებად ქალაქის სკეიტბორდის სავალით დარჩნენ. კარპენტეტი მძიმე მეტალის ფანი იყო. მორენო კი, მაღალსაფეხურიანი პანკ ჯგუფების, როცა მორენომ შეიტყო რომ კარპენტერი გიტარაზე და სუნინგამი დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავდა შეკრება გადაწყვიტეს.
1988 წლიდან კარპენტერის ავტოფარეხში რეგულარულად დაიწყეს დაკვრა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ შეუერთდა ფრენკ დელგადო. ჯგუფმა აუდიტორიის გაფართოება დაიწყო. სან-ფრანცისკოსა და ლოს-ანჯელესში საკმაოდ ცნობილ ბენდებთან ერთად შეასრულეს მრავალი კონცერტი. ჯგუფის სახელწოდება წარმოქმნილია იმდროისთვის პოპულარული ტერმინებისგან „Def“ და „Tones“. მოცემულ ტერმინებს იყენებდნენ ცნობილი ბენდის წარმომადგენლები. აგრეთვე, სიტყვასიტყვით შესაძლოა აღიქვას როგორც „ყრუ ტონი“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Chan, Cherylene. Deftones' Abe Cunningham: "We just let things happen, for better or worse". Insing.com. ციტირების თარიღი: May 4, 2018
- ↑ Wiederhorn, Jen. Interview with Stephen Carpenter (October 1997). ციტირების თარიღი: December 8, 2016