Dangerous (ალბომი)
Dangerous | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 26 ნოემბერი, 1991 | |||
ჩაიწერა | 25 ივნისი, 1990 - 29 ოქტომბერი, 1991 | |||
ჟანრი | პოპ მუსიკა | |||
ხანგრძლივობა | 76:58 | |||
ლეიბლი |
Epic Records EK-45400 | |||
პროდიუსერი |
მაიკლ ჯექსონი ტედი რაილი ბილ ბოტრელი | |||
მაიკლ ჯექსონი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Dangerous | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
რობერტ კრისტგოუ | A−[2] |
Entertainment Weekly | B−[3] |
Q | [4] |
Rolling Stone | [5] |
Virgin Encyclopedia | [6] |
Dangerous — ამერიკელი მომღერალ მაიკლ ჯექსონის მერვე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1991 წლის 26 ნოემბერს. იგი ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომის ჩარტში გამოსვლისთანავე #1 ადგილზე მოხვდა, სადაც ასევე შემდეგი ოთხი კვირა გაატარა. 17 წლის განმავლობაში იგი 32 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა - აქედან 7 მილიონი გაიყიდა მხოლოდ აშშ-ში, რამაც ალბომი ყველაზე სწრაფად გაყიდვად დისკად აქცია, წინა სტუდიურ ნაშრომთან Bad შედარებით. ალბომმა მაიკლს მოუტანა 'გრემის' ჯილდო საუკეთესო ხმის ინჟინერის კატეგორიაში.
პროექტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბომის რემასტერინგული გამოცემის ანოტაციის მიხედვით, ჩაწერა დაიწყო 1990 წლის 25 ივნისს, ლოს ანჯელესში, სტუდიაში Ocean Way/Record One. სესიები დასრულდა იმავე სტუდიაში, შემდეგი წლის 29 ოქტომბერს. მაიკლის ხმისჩამწერი სესიებიდან ეს ყველაზე ხანგრძლივი იყო.
1991 წლის მარტში მუსიკოსმა მოაწერა ხელი ლეიბლთან Sony Music 15 წლიან კონტრაქტს. ცნობილი გახდა, რომ სინამდვილეში მაიკლმა მიიღო 1 ბილიონი დოლარი, მაგრამ ეს არ დადასტურდა. იმ პერიოდში კომპანიამ გათვალა, რომ თუ ახალი კონტრაქტით გამოცემული ალბომები გაიყიდება ისევე, როგორც ყველა წინა დისკი, მაშინ მთლიანობაში გაყიდვები შემოიტანეს 1 ბილიონ დოლარს. 2006 წლის მარტისათვის, როდესაც კონტრაქტი ამოიწურა, კომპანიამ მას 45 მილიონი დოლარი გადაურიცხა (წელიწადში 1 მილიონი, ასევე 5 მილიონი ყოველი ალბომისთვის). ეს ციფრები არ მოიცავდა ალბომების, სინგლების, ვიდეოფილმების და სხვა პროდუქციის გაყიდვიდან შემოსულ თანხას. კონტრაქტის მიხედვით, მაიკლმა დაახლოებით 175 მილიონი დოლარი მიიღო - მხოლოდ ამ ალბომის გაყიდვიდან.
Dangerous უკვე იწერებოდა, კუინსი ჯონსის რჩევით მოყვანილი პროდიუსერების ტედი რაილისა და ბილი ბოტრელის ხელმძღვანელობით. პირველი მათგანი ე.წ. 'ნიუ ჯეკ სვინგის' გამომგონებელი იყო, ხოლო მეორე - 'გრემის' გამარჯვებული. წინა ალბომი Bad იყო უკანასკნელი დისკი, რომელიც სპეციალურად გრამფირფიტის ფორმატისათვის იწერებოდა, 50-წუთიანი პროგრამისათვის, ხოლო ახალი უკვე 77 წუთს შეადგენდა - 14 სიმღერით დაბოქს-სეტებულ კრებულს, რომლითაც თითქმის იწურებოდა დაშვებული 80-წუთიანი ლიმიტი. გრამფირფიტისათვის იგი ორ დისკად გამოიცა.
თავდაპირველი გამოცემა წარმოადგენდა დიდ ყუთს, ჯექსონის თვალებით. მისი გაშლის დროს უკვე ნამდვილი ყდა ჩანდა, სიურეალისტი მხატვრი მარკ რაიდენის მიერ შექმნილი. Dangerous-ს ყველა მსმენელი დიდი ინტერესით ელოდა. ამ ინტერესს ხაზი გაუსვა ლოს ანჯელესის აეროპორტიდან მოპარულმა ალბომის 30.000 პირველმა ასლმა.
კომერციული წარმატება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Dangerous გამოიცა 1991 წლის 26 ნოემბერს. იგი იქცა მის ყველაზე გაყიდვად დისკად შტატებში - პირველი ორი თვის განმავლობაში იქ მხოლოდ 4 მილიონი დისკი გაიყიდა. ამან ბევრად გაუსწრო დისკის Bad (1987) წარმატებას.
ალბომი მოხვდა ბილბორდის 200 უახლესი ალბომის ჩარტის #1 ადგილზე. პირველ კვირაში უკვე გაიყიდა 326.000 ასლი. იგი კვლავ იმყოფებოდა საუკეთესო ათეულში გამოსვლიდან 65-ე კვირას. 1993 წლის 'გრემის' დაჯილდოებაზე მაიკლის მიერ ჯილდოს მიღების შემდეგ იგი კვლავ იმყოფებოდა #10 ადგილზე. იმ დროისათვის მან ბილბორდის ჩარტში 117 კვირა გაატარა. RIAA-ს შეფასებით, მან მიიღო 7x პლატინის სტატუსი, რადგან მხოლოდ შტატებში გაიყიდა მისი 7 მილიონი ასლი.
ბრიტანეთში იგი კიდევ უფრო პოპულარული იყო. იგი ჩარტების მოხვდა #1 ადგილზე და უკან დატოვა U2-ს Achtung Baby. თუმცა, მეორე კვირას მას ჩაენაცვლა Queen-ის Greatest Hits II - პოპულარობა გამოიწვია ფრედი მერკურის გარდაცვალებამ.
ალბომის პოპულარობამ გამოიწვია საკონცერტო ტურნეს Dangerous ჩატარება. მაიკლის შემდეგი ალბომის HIStory: Past, Present and Future, Book I გამოსვლამდე დისკი უკვე გაიყიდა 22 მილიონი ასლის ოდენობით.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Dangerous | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
1. | „Jam“ | რენე მური, ბრიუს სვედიენი, მაიკლ ჯექსონი, ტედი რაილი | 5:39 |
2. | „Why You Wanna Trip on Me“ | რაილი, ბერნარდ ბელი | 5:24 |
3. | „In the Closet“ (ასევე ვეშოუნი) | ჯექსონი, რაილი, რეპი - ვეშოუნი | 6:31 |
4. | „She Drives Me Wild“ | ჯექსონი, რაილი, რეპი - აქილ დევიდსონი | 3:41 |
5. | „Remember the Time“ | რაილი, ჯექსონი, ბელი | 4:00 |
6. | „Can't Let Her Get Away“ | ჯექსონი, რაილი | 4:58 |
7. | „Heal the World“ | ჯექსონი | 6:24 |
8. | „Black or White“ (გიტარა - სლეში) | ჯექსონი, რეპი - ბილ ბოტრელი | 4:15 |
9. | „Who Is It“ | ჯექსონი | 6:34 |
10. | „Give In to Me“ (გიტარა - სლეში) | ჯექსონი, ბოტრელი | 5:29 |
11. | „Will You Be There“ | ჯექსონი | 7:40 |
12. | „Keep the Faith“ | გლენ ბალარდი, სიდა გერეტი, ჯექსონი | 5:57 |
13. | „Gone Too Soon“ | ლერი გროსმენი, ბაზ კოჰენი | 3:26 |
14. | „Dangerous“ | ჯექსონი, ბოტრელი, რაილი | 6:59 |
სინგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოქტომბერი 1991 - Black or White აშშ #1 / ბრიტანეთი #1
- იანვარი 1992 - Remember the Time აშშ #3 / ბრიტანეთი #3
- აპრილი 1992 - In the Closet აშშ #6 / ბრიტანეთი #8
- ივლისი 1992 (აშშ); სექტემბერი 1992 (UK) - Jam აშშ #26 / ბრიტანეთი #12
- აგვისტო 1992 (Europe); თებერვალი 1993 (აშშ) - Who Is It აშშ #14 / ბრიტანეთი #10
- ოქტომბერი 1992 - Heal the World აშშ #27 / ბრიტანეთი #2
- თებერვალი1993 - Give In to Me ბრიტანეთი #2 (მხოლოდ ევროპული სინგლი)
- მაისი 1993 - Will You Be There აშშ #7 / ბრიტანეთი #8
- ნოემბერი 1993 - Gone Too Soon ბრიტანეთი #33 (მხოლოდ ბრიტანული სინგლი)
სერტიფიცირებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
ავსტრალია (ARIA)[7] | 10× პლატინა | 700 000^ |
ავსტრია (IFPI Austria)[8] | 4× პლატინა | 200 000x |
ბრაზილია (Pro-Música Brasil)[10] | ოქრო | 350,000[9] |
კანადა (Music Canada)[11] | 6× პლატინა | 600 000^ |
ჩილე (IFPI)[12] | 5× პლატინა | 125,000 |
ფინეთი (Musiikkituottajat)[13] | პლატინა | 61,896[13] |
საფრანგეთი (SNEP)[15] | ალმასი | 2,175,000[14] |
გერმანია (BVMI)[16] | 4× პლატინა | 2 000 000^ |
ინდონეზია | — | 500,000[17] |
იტალია (FIMI)[19] | ალმასი | 650,000[18] |
იაპონია (RIAJ)[20] | 2× პლატინა | 400 000^ |
მალაიზია (RIM)[21] | 7× პლატინა | 175,000 |
მექსიკა (AMPROFON)[22] | თარგი:Certification Table Entry/MexicanAward | 600,000^ |
ნიდერლანდები (NVPI)[23] | 3× პლატინა | 300 000^ |
ახალი ზელანდია (RMNZ)[24] | 6× პლატინა | 90 000^ |
ესპანეთი (PROMUSICAE)[25] | 6× პლატინა | 600 000^ |
შვედეთი (GLF)[26] | 3× პლატინა | 300 000^ |
შვეიცარია (IFPI Switzerland)[27] | 5× პლატინა | 250 000x |
ტაილანდი | — | 300,000[28] |
გაერთიანებული სამეფო (BPI)[30] | 6× პლატინა | 2,010,069[29] |
აშშ (RIAA)[31] | 7× პლატინა | 7 000 000^ |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Review: Michael Jackson's "Dangerous" Album. Allmusic.
- ↑ რობერტ კრისტგოუ Reviews – Dangerous (Michael Jackson Album). რობერტ კრისტგოუ.
- ↑ „Entertainment Weekly Reviews“. Entertainment Weekly. ნოემბერი 29, 1991. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 11, 2012. ციტირების თარიღი: მარტი 16, 2012.
- ↑ Q Magazine Reviews. Q Magazine.
- ↑ Rolling Stone Reviews. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-17. ციტირების თარიღი: 2012-03-16.
- ↑ Review. Virgin Encyclopedia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2012-03-16.
- ↑ ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2011 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
- ↑ Austrian album certifications – Michael Jackson – Dangerous გერმანულად. IFPI ავსტრია. შეიყვანეთ Michael Jackson ველში Interpret. შეიყვანეთ Dangerous ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
- ↑ Na órbita dos astros portuguese. Veja. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 1, 2010. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 22, 2015.
- ↑ Brazilian album certifications – Michael Jackson – Dangerous პორტუგალიურად. ბრაზილიის მუსიკალური პროდიუსერების ასოციაცია.
- ↑ Canadian album certifications – Michael Jackson – Dangerous. Music Canada.
- ↑ „Récord de Ana Gabriel“ (Spanish). El Tiempo. ციტირების თარიღი: მარტი 27, 2012.
- ↑ 13.0 13.1 Finnish album certifications – Michael Jackson – Dangerous ფინურად. Musiikkituottajat – IFPI Finland.
- ↑ France Album Sales: Michael Jackson – Page 11 – ChartMasters. ციტირების თარიღი: ივნისი 5, 2017.
- ↑ French album certifications – Michael Jackson – Dangerous ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
- ↑ ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Michael Jackson; 'Dangerous') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
- ↑ Krishna Sen and David T. Hill. Media,Culture and Politics indonesia. ციტირების თარიღი: მარტი 22, 2012.
- ↑ E' Claudio Baglioni il Jackson italiano. La Stampa. ციტირების თარიღი: ივნისი 22, 2012.
- ↑ Italian album certifications – Michael Jackson – Dangerous იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია.
- ↑ RIAJ > The Record > ნოემბერი 1996 > Highest Certified International Albums/Singles (Mar '89 – Sep '96) იაპონურად. იაპონიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 10, 2015. ციტირების თარიღი: აგვისტო 2, 2013.
- ↑ Michael Jackson award. Sony Music Entertainment. LiveAuctioneers. ციტირების თარიღი: მაისი 12, 2012.
- ↑ Mexican album certifications – Michael Jackson – Dangerous ესპანურად. მექსიკის ფონოგრამების და ვიდეოგრამების პროდიუსერების ასოციაცია.
- ↑ Dutch album certifications – Michael Jackson – Dangerous ჰოლანდიურად. ჰოლანდიის გამოსახულების და მუსიკალური მატარებლების პროდიუსერების და იმპორტიორების ასოციაცია.
- ↑ THE FIELD id (chart number) MUST BE PROVIDED for NEW ZEALAND CERTIFICATION.
- ↑ Salaverri, Fernando (სექტემბერი 2005). Sólo éxitos: año a año, 1959–2002, პირველი, Spain: Fundación Autor-SGAE. ISBN 84-8048-639-2.
- ↑ ოქროს და პლატინის სერტიფიცირება - 1987−1998 შვედურად (PDF). IFPI შვედეთი.
- ↑ ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (Michael Jackson; 'Dangerous'). Hung Medien.
- ↑ Business Review. ციტირების თარიღი: მარტი 22, 2012.
- ↑ Michael Jackson sales special. music week. ციტირების თარიღი: მარტი 10, 2012.
- ↑ British album certifications – Michael Jackson – Dangerous. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Dangerous ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
- ↑ American album certifications – Michael Jackson – Dangerous. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
|