DJ Shadow
DJ Shadow | |
---|---|
DJ Shadow, 2010 | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ჯოშუა პოლ დეივისი |
აგრეთვე ცნობილი როგორც | DJ Shadow |
დაბ. თარიღი | 29 ივნისი, 1972 |
დაბ. ადგილი | Hayward ან სან-ხოსე |
წარმოშობა | სან-ხოსე, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | ჰიპ-ჰოპი, ტარნტეიბლიზმი, ტრიპ-ჰოპი, ელექტრონული მუსიკა |
საქმიანობა | პროდიუსერი, დისკ-ჟოკეი, მუსიკოსი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ტარნტეიბლი, სინთეზატორი, სემპლერი |
აქტიური | 1989 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Mo'Wax, Quannum Projects, Solesides, MCA, Universal, Verve, Liquid Amber |
საიტი | djshadow.com |
DJ Shadow ვიკისაწყობში |
ჯოშუა პოლ დეივისი (ინგლ. Joshua Paul "Josh" Davis; უფრო ცნობილი, როგორც DJ Shadow დ. 29 ივნისი, 1972)[1][2] — ამერიკელი პროდიუსერი და DJ. ის ცნობილია, როგორც ინსტრუმენტალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი ფუძემდებელი და პირველი მუსიკოსი, რომელმაც გამოუშვა მთლიანად სემპლირებული ალბომი (Endtroducing….., 1996).[3]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]DJ Shadow-მ მუსიკალური კარიერა დაიწყო როგორც დისკ-ჟოკეიმ კალიფორნიის უნივერსიტეტის კამპუსის რადიო სადგურზე KDVS.[4][5] ამ პერიოდის განმავლობაში მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპის შექმნაში, რომელიც იმ დროს დაკავშირებული იყო ლონდონის ჩამწერ ლეიბლ Mo' Wax-სთან. მის ადრეულ სინგლებში, „In/Flux“ და „Lost and Found (S.F.L.)“, გაერთიანებული იყო ფანკის, როკის, ჰიპ-ჰოპის, ემბიენტის, ჯაზის და სოულის ელემენტები. ენდი პემბერტონმა, Mixmag-ის მუსიკალურმა რედაქტორმა, 1994 წლის ივნისში პირველად გამოიყენა ტერმინი „ტრიპ-ჰოპი“, რათა დაეხასიათებინა Shadow-ს სინგლი „In/Flux“ და მსგავსი ტრეკები, რომლებსაც იმ დროს ატრიალებდნენ ლონდონის კლუბებში.[6] მიუხედავად იმისა, რომ რთული იყო მუსიკის კლასიფიცირება, მისი წვლილი უდავოდ მნიშვნელოვანია ალტერნატიული ჰიპ-ჰოპისთვის. მან აღნიშნა, რომ Kurtis Mantronik, Steinski და Prince Paul იყვნენ სემპლირებული მუსიკის შთაგონებები.
Endtroducing.....
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Shadow's პირველი სრულფორმატიანი ნამუშევარი, Endtroducing....., გამოვიდა 1996 წლის ბოლოს. 2001 წელს Endtroducing..... შევიდა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, როგორც „პირველი მთლიანად სემპლირებული ალბომი“.[7] 2006 წლის ნოემბერში ჯურნალ Time-მა შეიყვანა ის სიაში „ყველა დროის“ 100 საუკეთესო ალბომი.[8] 2014-ის ნოემბერში ავტომწარმოებელმა Chevrolet გამოიყენა სემპლი DJ Shadow-ს სიმღერიდან „Building Steam With a Grain of Salt“ თავის სარეკლამო რგოლში.[9]
Preemptive Strike
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1998 წელს Shadow-მ გამოუშვა Preemptive Strike, ადრეული სინგლების კომპილაციური ალბომი. ასევე ის იყო პროდიუსერი Unkle-ის სადებიუტო ალბომ Psyence Fiction-ის, რომელიც გამოვიდა მოგვიანებით იმავე წელს და რომლის ჩაწერაში მონაწილეობას იღებდნენ ცნობილი მუსიკოსები: ტომ იორკი (Radiohead), რიჩარდ ეშკროფტი (The Verve), Mike D (Beastie Boys), Kool G. Rap, და ჯეისონ ნიუსტედი (Metallica).
2002 წლის ივნისში გამოვიდა მეორე ალბომი The Private Press და მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე „Six Days“, რომლის რეჟისორი იყო ვონგ კარ-ვაი.
The Outsider
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბომი The Outsider გამოვიდა 2006 წლის 18 სექტემბერს. ასევე გამოიცა სპეციალური CD ბოქს-სეტი, რომელშიც შედიოდა The Outsider, ალბომი CD-ზე და DVD Tour Visuals. The Outsider-მა, რომლის ჩაწერაში მონაწილეობდა რამდენიმე შემსრულებელი ადგილობრივი, სან-ფრანცისკოს, hyphy ჰიპ-ჰოპ მოძრაობიდან, არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო. კრიტიკაზე პასუხის გასაცემად, DJ/პროდიუსერმა საკუთარ ბლოგში ახსნა, რომ ერთფეროვნება თავიდანვე არ შედიოდა მის გეგმებში და მისთვის აუცილებელი იყო ჟღერადობის, სტილის შეცვლა.[10][11] DJ Shadow ასევე თანამშრომლობდა DJ Cut Chemist-თან. ერთად მათ შექმნეს სამი პოპულარული მიქსტეიპი: Brainfreeze, Product Placement და, ახლახან, The Hard Sell, რომლებმაც მოაქციეს ჯაზი, ფანკი და სოული ერთი კონცეფციის ჩარჩოში. ასევე ის თანამშრომლობდა რამდენიმე სხვა არტისტთან: Blackalicious, Zack de la Rocha, Keak Da Sneak, Mos Def, David Banner და Dr. Octagon. 2006 წელს მან ხელი მოაწერა შეთანხმებას Universal Records-თან. DJ Shadow-მ და Cut Chemist-მა 2008-ში ჩაატარეს ტურნე მიქსტეიპ The Hard Sell-ის მხარდასაჭერად.
The Less You Know, the Better
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011 წლის 4 ოქტომბერს გამოვიდა მეოთხე სტუდიური ალბომი The Less You Know, the Better, ლეიბლზე Verve Records. ისევე როგორც Shadow-ს წინა ნამუშევრები, ალბომი შეიცავს უამრავ სხვადასხვა დროის და ჟანრის სიმღერის სემპლს.
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Endtroducing..... (1996)
- Preemptive Strike (1998)
- The Private Press (2002)
- The Outsider (2006)
- The Less You Know, the Better (2011)
- The Mountain Will Fall (2016)
- Our Pathetic Age (2019)
- Action Adventure (2023)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Discogs Profile
- ↑ Family Tree Legends Joshua P. Davis
- ↑ DJ Shadow: Endtroducing…. Sleevage (2007-06-26). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-28. ციტირების თარიღი: 2012-03-27.
- ↑ DJ Shadow Bio, Music, News & Shows. DJZ.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 29, 2013. ციტირების თარიღი: March 7, 2013.
- ↑ DJ Shadow biography at Davis, CA wiki page. ციტირების თარიღი: 22 January 2014.
- ↑ Pemberton, Andy (June 1994). „Trip Hop“. Mixmag.
- ↑ Guinness World Records Entry. ციტირების თარიღი: 10 October 2014.
- ↑ „The All-TIME 100 Albums“. Time. 16 November 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივლისი 2010. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი 2015.
- ↑ Chris DeVille. (November 17, 2014) I Watch DJ Shadow Soundtrack A Chevy Ad.
- ↑ Shadow's Digest, August 3rd, 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-10-11. ციტირების თარიღი: 2015-11-10.
- ↑ "Out of the Shadow", Interview with Eric K. Arnold, SF Weekly, September 13, 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-20. ციტირების თარიღი: 2015-11-10.