22 იანვარი
იერსახე
<< | იანვარი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
29 | 30 | 31 | ||||
2024 |
22 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის 22-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 343 დღე (ნაკიან წელში - 344).
დღის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 565 : იუსტინიანემ ევტიქიუს დიდი ჩამოაგდო კონსტანტინოპოლის პატრიარქის ტახტიდან.
- 1506 : იმპერატორმა კარლ V-მ ვორმზის დიეტი გახსნა.
- 1771 : ესპანეთმა ფოლკლენდის კუნძულებზე პორტი ეგმონტი ინგლისს დაუთმო.
- 1840 : ბრიტანელი კოლონისტები ახალ ზელანდიაში ჩავიდნენ.
- 1863 : იანვრის აჯანყება იწყება პოლონეთში, ლიტვასა და ბელარუსში თანამეგობრობის რუსეთის ოკუპაციისგან თავის დასაღწევად.
- 1879 : ინგლის-ზულუს ომი: ისანდლვანას ბრძოლაში ზულუს ჯარები ბრიტანელებს ამაცხებენ.
- 1899 : ექვსი ავსტრალიური კოლონიის ლიდერები ხვდებიან ერთმანეთს მელბურნში, კონფედერაციის განსახილველად.
- 1901 : დედოფალ ვიქტორიას გარდაცვალების შემდეგ ედუარდ VII გაერთიანებული სამეფოს მეფე ხდება.
- 1903 : აშშ-მ და კოლუმბიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას პანამის არხის მშენებლობის თაობაზე.
- 1905 : სისხლიანი კვირით 1905 წლის რევოლუცია იწყება სანქტ-პეტერბურგში.
- 1919 : ზლუკის აქტით უკრაინის სახალხო რესპუბლიკა და დასავლეთ უკრაინის ნაციონალური რესპუბლიკა გაერთიანდა.
- 1946 : ცენტრალური სადაზვერვო ჯგუფი, შემდგომში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, შეიქმნა.
- 1957 : ისრაელის ჯარებმა სინის ნახევარკუნძულიდან დაიხიეს.
- 1984 : ეპლის მაკინტოში, პირველი სამომხმარებლო კომპიუტერი თაგუნათი და გრაფიკული ინტერფეისით, წარმოადგინეს სუპერ ბოლის ჩემპიონატზე განთქმულ სატელევიზიო რეკლამაში „1984“.
- 2003 : ბოლო კონტაქტი დამყარდა კოსმოსურ ხომალდ პიონერ 10-თან, ყველაზე შორეულ ხელოვნურ ობიექტთან.
- 2006 : ევო მორალესი ბოლივიის პირველი ადგილობრი (ინდიელი) პრეზიდენტი გახდა.
- 2010 : სერბეთის ეკლესიის ახალ პატრიარქად ეპისკოპოსი ირინეოსი აირჩიეს.
- 2013 : ისრაელში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია ლიკუდმა გაიმარჯვა.
- 2015 : იემენის პრეზიდენტი აბდ რაბუჰ მანსურ ალ-ჰადი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაამხეს.
- 2020 : ეკატერინი საკელაროპულუ საბერძნეთის პრეზიდენტად აირჩიეს და ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
ამ დღეს დაბადებულნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1263 : იბნ თაიმია — მუსლიმი სწავლული, თეოლოგი.
- 1561 : ფრენსის ბეკონი — ინგლისელი ფილოსოფოსი, ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე
- 1592 : პიერ გასენდი — ფრანგი ფილოსოფოსი და სწავლული.
- 1690 : ნიკოლა ლანკრე — ფრანგი ფერმწერი.
- 1729 : გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი — გერმანელი მწერალი და განმანათლებელი.
- 1788 : ჯორჯ გორდონ ბაირონი — ინგლისელი პოეტი
- 1797 : მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი — ბრაზილიის იმპერატორის მეუღლე და პორტუგალიის დედოფალი.
- 1845 : პოლ ვიდალ დე ლა ბლაში — ფრანგი გეოგრაფი.
- 1849 : ავგუსტ სტრინდბერგი — შვედი მწერალი
- 1869 : გრიგოლ რასპუტინი — რუსი გლეხი, მკურნალი
- 1874 : გრიგოლ ჩურსინი — რუსი ეთნოგრაფი, კავკასიიმცოდნე.
- 1877 : ჰიალმარ შახტი — გერმანელი პოლიტიკოსი,
- 1888 : ალექსანდრე წულუკიძე — ქართველი ქირურგი-უროლოგი
- 1888 : კალისტრატე გაბუნია — ქართველი გეოლოგი
- 1888 : კარლოს კინტანილია — ბოლივიის პრეზიდენტი (1939–1940)
- 1903 : სიმონ ჩიქოვანი — ქართველი პოეტი.
- 1904 : ჯორჯ ბალანჩინი — ქართული წარმოშობის ამერიკელი ბალეტმაისტერი.
- 1904 : არკადი გაიდარი — რუსი, საბჭოთა საბავშვო მწერალი.
- 1908 : ლევ ლანდაუ — რუსი ფიზიკოსი.
- 1909 : უ ტანი — გაეროს მე-3 გენერალური მდივანი (1962–1971).
- 1920 : ფილიპა პირსი — ინგლისელი საბავშვო მწერალი.
- 1920 : ალფ რამზი — ინგლისელი ფეხბურთელი და საფეხბურთო მწვრთნელი.
- 1921 : არნო ბაბაჯანიანი — სომეხი კომპოზიტორი და პიანისტი
- 1925 : შოთა მილორავა — ქართველი კომპოზიტორი
- 1937 : ედენ პასტორა — ნიკარაგუელი პოლიტიკოსი
- 1940 : ჯონ ჰარტი — ინგლისელი მსახიობი.
- 1942 : იაკობ პაპიაშვილი — ქართველი მწერალი, მკვლევარი და პუბლიცისტი.
- 1942 : ამინ ჟმაიელი — ლიბანის პრეზიდენტი (1982–1988)
- 1943 : ზურაბ ჭავჭავაძე — პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე
- 1944 : პასიანს დაბანი — გაბონელი მუსიკოსი და მომღერალი
- 1944 : არჩილ ფირცხალავა — ქართველი პოეტი
- 1951 : ანდრეი ნეპალა — სლოვაკი ფიგურული მოციგურავე
- 1953 : ჯიმ ჯარმუში — ამერიკელი კინორეჟისორი
- 1968 : ფრანკ ლებეფი — ფრანგი ვეტერანი ფეხბურთელი
- 1987 : შეინ ლონგი — ირლანდიელი ფეხბურთელი
- 1988 : მარსელ შმელცერი — გერმანელი ფეხბურთელი
- 1990 : ალიზე კორნე — ფრანგი პროფესიონალი ჩოგბურთელი
ამ დღეს გარდაცვლილნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1901 : ვიქტორია — ბრიტანეთის დედოფალი.
- 1922 : ბენედიქტე XV — რომის პაპი
- 1973 : ალექსანდრე ჯავახიშვილი — ქართველი გეოგრაფი და ანთროპოლოგი
- 1993 : კობო აბე — იაპონელი მწერალი
- 1994 : ბარო, ჟან-ლუი — ფრანგი მსახიობი და რეჟისორი.
- 2008 : ჰით ლეჯერი - ავსტრალიელი მსახიობი.
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სხვა თვეები: