ძროხისებრნი
ძროხისებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Hippotragus niger | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Bovidae | ||||||||||||
|
ძროხისებრნი (ლათ. Bovidae) — მცოხნელი ძუძუმწოვრების ოჯახი წყვილჩლიქოსნების რიგისა. ნაირგვარი ზომა-წონა აქვთ, ჯუჯა ანტილოპის სიმაღლე მინდაოში 25 სმ, მასა 3 კგ აღწევს, ბიზონის სიმაღლე მინდაოში კი 200 სმ, მასა 1000 კგ-მდეა. ზოგი სახეობა მოხდენილია, ზოგი მასიური აგებულებისაა. ხარებს (მრავალი სახეობის ფურებსაც) ორი წაწვეტებული რქა აქვთ (გამონაკლისია ოთხრქა ანტილოპი). რქები მუდმივია და არ იცვლება. თითები 4-4-ია, მაგრამ II და IV თითი ძალზე პატარებია. კუჭი ოთხსაკნიანია. ძროხისებრნი გავრცელებული არიან ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ცხოვრობენ ველებზე, სავანებში, პრერიებში, ალპურ მდელოებზე, ტყეებში. ზოგი ვერტიკალურად ზღვის დონიდან 5000 მ-მდე აღწევს. იკვებებიან მცენარეულობით. მაკეობა გრძელდება 4-11 თვემდე. შობენ 1-5 ნაშიერს. ძროხისებრნთა უმრავლესობას სარეწაო მნიშვნელობა აქვს, ზოგი მათგანი (ძროხა, კამეჩი, ცხვარი, თხა) მოშინაურებულია და გამოყენებულია მეურნეობაში.
ოჯახში 6 ქვეოჯახის 43 გვარი და 109 სახეობაა. საქართველოში გვხვდება 5 სახეობა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 282.