iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.
iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.



Link to original content: https://ka.wikipedia.org/wiki/ჩილოე
ჩილოე - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ჩილოე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კ. ჩილოე

ჩილოე (ესპ. Isla de Chiloé) — კუნძული წყნარ ოკეანეში, შედის ჩილეს შემადგენლობაში. ფართობი 8394 კმ². ჩილოეს არქიპელაგის (9181 კმ²) მთავარი კუნძული. მოიცავს არქიპელაგის 91,4 %. იგი მსოფლიოში ფართობით 87-ე კუნძულია.

კ. ჩილოე შედის ლოს-ლაგოსის რეგიონის ამავე სახელწოდების პროვინციის შემადგენლობაში და იყოფა რამდენიმე კომუნად.

კუნძულზე მდებარეობს XVIII–XIX საუკუნეების კულტურულ-ისტორიული ძეგლები, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ჩილოეს მონასტრები.

აღსანიშნავია, რომ კუნძული ჩილოე კარტოფილის სამშობლოა.

2002 წლის მონაცემებით კუნძულის მოსახლეობა შეადგენს 154,7 ათ. კაცს.მსხვილი ქალაქია — კასტრო აღმოსავლეთით და ანკუდი ჩრდილოეთით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]