ყაზახეთის დროშა
იერსახე
ყაზახეთის რესპუბლიკის დროშა | |
---|---|
მიღებულია | 4 ივნისი, 1992 |
პროპორცია | 1:2 |
დროშის ავტორი | შაკენ ნიაზბეკოვი |
წინა დროშები | |
ყაზახეთის სსრ-ის დროშა (1953—1991) | |
პროპორცია | 1:2 |
ყაზახეთის დროშა (ყაზახ. Қазақстан Республикасының мемлекеттiк туы) — ყაზახეთის ოფიციალური სიმბოლო გერბთან და ჰიმნთან ერთად, რომელიც მიღებულია 1992 წლის 4 ივნისს. დროშის ავტორია ცნობილი ყაზახი დიზაინერი და მხატვარი, ყაზახეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე შაკენ ნიაზბეკოვი.
აღწერა და სიმბოლიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყაზახეთის დროშა წარმოადგენს სწორკუთხა ცისფერ ველს, რომლის ცენტრშიც გამოსახულია 32 სხივიანი მზე, რომლის ქვეშ კი მოლივლივე არწივი. დროშის მარცხენა ნაპირში გამოსახულია ვერტიკალური ხაზი ეროვნული სიმბოლოებით. მზე, არწივი და ეროვნულსიმბოლოებიანი ვერტიკალური ორნამენტი ოქროსფერია.
- ცისფერი — თურქული მოდგმის ერების ტრადიციული ფერია. დროშაზე იგი უსაზღვრო ცას აღნიშნავს და არის საერთო კეთილდღეობის, სიმშვიდის, მშვიდობისა და ერთობის სიმბოლო.
- მზე — სიცოცხლისა და ენერგიის წყაროა. მზის სილუეტი სიცოცხლის სიმბოლოა. ჰერალდიკის კანონების მიხედვით მზე არის სიმდიდრისა და სიუხვის სიმბოლო.
- არწივი — ყაზახეთში მცხოვრები ეთნოსისათვის არწივის გამოსახულებას ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. სიმბოლიკის ენაზე არწივი აღნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების შორსმჭვრეტელობას.
- დროშის მარცხენა მხარეს წარმოდგენილი ეროვნული სიმბოლო არის ყაზახური კულტურის ტიპური ნიმუში.