iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.
iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.



Link to original content: https://ka.wikipedia.org/wiki/ტრინიდადი_(კუნძული)
ტრინიდადი (კუნძული) - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ტრინიდადი (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ტრინიდადი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ტრინიდადი (მრავალმნიშვნელოვანი).
ტრინიდადი
მშობ. სახელი: ესპ. Trinidad
ესპ. Trinidad

ტრინიდადი და ტობაგოს რუკა
გეოგრაფია
კოორდინატები 10°25′ ჩ. გ. 61°21′ დ. გ. / 10.417° ჩ. გ. 61.350° დ. გ. / 10.417; -61.350
ფართობი 4748 კმ²
უმაღლესი წერტილი 940 მ
დემოგრაფია
მოსახლეობა 1 267 145[1] (2011)
სიმჭიდროვე 266,88 /კმ²

ტრინიდადი (ესპ. Trinidad, ესპ. Trinidad — „სამება“) — კუნძული კარიბის ზღვაში, სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან, წარმოადგენს სახელმწიფო ტრინიდადი და ტობაგოს მთავარ ნაწილს, მასზე ქვეყნის მოსახლეობის 96 % ცხოვრობს. კუნძული მდებარეობს ვენესუელის სანაპიროდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 კმ-ში.

კუნძული მატერიკისგან გამოყოფილია ბოკას-დელ-დრაგონისა და ბოკას-დე-ლა-სერპეს სრუტით, ასევე პარიის ყურით. სანაპირო ზოლი საკმაოდ დანაწევრებულია, ჩრდილოეთით სანაპირო ზოლს მიუყვება მარჯნის რიფები, ხოლო სამრეთით მანგროს ტყეები. ტრინიდადის ტერიტორია ძირითადად დაბლობია, რომელიც აღმოსავლეთით დაჭაობებულია. ჩრდილოეთით არის მცირე მთიანი სისტემა, რომლის მაქსიმალური სიმაღლე 940 მეტრს აღწევს (მთა არიპო), ეს მცირე მთიანი სისტემა არის ვენესუელის კორდილიერების გაგრძელება. სამხრეთ სანაპიროზე ასევე არის ტალახის ვულკანები. ამ ტერიტორიაზე მოიპოვება ბუნებრივი ასფალტი (პიჩის ტბა), ნავთობი (სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ შელფზე) და ბუნებრივი აირი.

კუნძულის ცენტრში ძირითადად მარადმწვანე ტყეებია, მის ჩრდილო-დასავლეთ კალთებზე კი სავანა, ქოქოსის პალმები და კაკაოს პლანტაციებია. კუნძულზე ბინადრობს ორმოცამდე სახეობის კოლიბრი.

კუნძულზე სუბეკვატორული კლიმატია, ცხელი და სველი. გამოიყოფა ძირითადად ორი სეზონი: მშრალი (იანვრიდან მაისამდე) და წვიმიანი. საშუალო თვიური ტემპერატურაა 25-27 °С, ნალექები საშუალო წლიური მოცულობა 1200 მმ-დან 3800 მმ-მდეა, კუნძულზე ქარი იცის ძირითადად ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

კუნძული ტრინიდადი პირველად აღმოაჩინა ქრისტეფორე კოლუმბმა 1498 წელს,[2] რომელმაც მას უწოდა ლა-ისლა-დე-ლა-ტრინიდადი წმინდა სამების პატივსაცემად. კოლუმბის შემდეგ მოსულმა ესპანელებმა, კუნძულზე მცხოვრები ინდიელთა ტომის არავაკის ხალხი დაიმორჩილა და სხვა ამერიკულ კოლონიებში გადაასახლა. თუმცა კუნძულის სოფლის მეურნეობისთვის არავარგისიანმა ნიადაგმა, ინტერესი დააკარგინა კონკისტადორებს და ისინი ახლო მდებარე კუნძულებზე გადასახლდნენ, სადაც შედარებით ნაყოფიერი მიწები იყო. ამის გამო კუნძულზე, პირველი ევროპული დასახლება მხოლოდ 1592 წელს დაარსდა, სახელწოდებით ხოსე-დე-ორუნა (დღევანდელი სენტ-ჟოზეფი). მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში ესპანელი კოლონიზატორები ცდილობდნენ კუნძულზე პლანტაციური მეურნეობის განვითარებას, ეს ნაწილობრიბ გამოუვიდათ კიდევ, მათ კუნძულზე თამბაქოსა და კაკაოს პლანტაციები გააშენეს. ესპანელების ეს ძალისხმევა 1797 წელს ბრიტანელებმა შეაჩერეს, როდესაც კუნძული მათ იურისდიქციაში გადავიდა. 1830 წლიდან, როდესაც უკვე კუნძულზე მონობა აიკრძალა, ღარიბმა მოსახლეობამ დაიწყო ჩამოსახლება ინდოეთიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, ინგლისიდან, საფრანგეთიდან და ჩინეთიდან, ამ ხალხს დღეს მოიხსენიებენ, როგორც «ტრინბაგონიანსებს».

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Trinidad and Tobago 2011 Population and Housing Census Demographic Report. Trinidad and Tobago Central Statistical Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 27 May 2016.
  2. Railroad Map of Trinidad (1925). ციტირების თარიღი: 2013-10-25.