სიგრძე
სიგრძე | |
---|---|
ერთი კილომეტრი უდრის იმპერიული ზომის 0.62137 მილს | |
სიმბოლოს აღნიშვნა | |
SI სისტემა | მეტრი (მ) |
ექსტენსიურია? | კი |
განზომილება | |
სურათები ვიკისაწყობში |
სიგრძე (აღნიშვნა: ) — ფიზიკური სიდიდე, რომელიც რაიმე წირის სიგრძეს აღნიშნავს. ვიწრო გაგებით სიგრძის ქვეშ იგულისხმება სხეულის ზომა გრძივი მიმართულებით, ანუ ჰორიზონტალური მიმართულებით სხეულის ორ ყველაზე დაშორებულ წერტილს შორის მანძილი, განსხვავებით ვერტიკალური ზომისგან (სიმაღლე). ფიზიკაში სიგრძე ხშირად მანძილის სინონიმად გამოიყენება და აღინიშნება ლათინური ასოთი ან .
სიგრძის ერთეული SI სისტემაში არის მეტრი (მ), ხოლო CGS სისტემაში არის სანტიმეტრი (სმ).
სიგრძის ერთეულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეტრული სისტემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეტრულ სისტემაში სიგრძის ერთეულად გამოიყენება შემდეგი სიდიდეები
- კილომეტრი = 10 3 მ = 10 5;
- მეტრი = 10 2 სმ;
- დეციმეტრი = 0.1 მ = 10 სმ;
- სანტიმეტრი = 0.01 მ;
- მილიმეტრი = 10 –3 მ = 10 –1 სმ;
- მიკრონი = 10 –6 მ = 10 –4 სმ;
- ნანომეტრი = 10 –9 მ = 10 –7 სმ;
- ანგსტრემი = 10 –10 მ = 10 –8 სმ.
ბრიტანული (იმპერიული) სისტემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იმპერიული (ბრიტანული) სიგრძის ერთეულებია მილი, იარდი, ფუტი და დუიმი. მილი ბრიტანეთში გავრცელდა ძველი რომიდან, სადაც ის განიმარტებოდა როგორც შეიარაღებული რომაული ჯარის 1000 ორმაგი ნაბიჯი.
საზღვაო სისტემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიგრძის გაზომვის საზღვაო სისტემა მიბმულია დედამიწის ზომასთან. საბაზისო ერთეულად აღებულია საზღვაო მილი, რომელიც განიმარტება, როგორც დედამიწის ელიფსოიდის მერიდიანის ერთი გრადუსის 1/60-ედის სიგრძე. საზღვაო მილის ზომა არ არის მუდმივი. ეკვატორზე ის 1843 მ-ის ტოლია, ხოლო პოლუსებზე 1861,6 მეტრის.
საერთაშორისო საზღვაო მილი 1852 მეტრს შეადგენს.
ასტრონომიული ერთეულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასტრონომიაში სიგრძის გასაზომად ხშირად გამოიყენება შემდეგი ერთეულები