სალიანის რაიონი
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
სალიანის რაიონი აზერ. Salyan rayonu | ||
ქვეყანა | თარგი:ქვეყნის მონაცემები აზერბაიჯანი, საბჭოთა კავშირი | |
ადმ. ცენტრი | სალიანი | |
კოორდინატები | 39°45′00″ ჩ. გ. 49°00′00″ ა. გ. / 39.75000° ჩ. გ. 49.00000° ა. გ. | |
მმართველი | Q12845667? | |
დაარსდა | 8 აგვისტო, 1930 | |
ფართობი | 1799 კმ² | |
მოსახლეობა | 139 700 (2019) | |
სატელეფონო კოდი | 994 21 | |
საფოსტო ინდექსი | AZ 5200 | |
საავტომობილო კოდი | 52 | |
ოფიციალური საიტი | http://www.salyan-ih.gov.az | |
| ||
სალიანის რაიონი (აზერ. Salyan) — აზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონი. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი სალიანი. რაიონის ტერიტორიაზე მოიპოვება ნავთობი და მას აწარმოებს სალიანის ნავთობკომპანია. ასევე აქ მდებარეობს შირვანის ეროვნული პარკის ტერიტორიის დიდი ნაწილი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სალიანი დიდი დასახლებული ტერიტორიაა, ამან XIII საუკუნეში დამპყრობელთა ყურადღება მიიპყრო. სალიანში ხდებოდა შირვანშაჰების სავაჭრო ურთიერთობები მუღანთან, თავრიზირთან და ირანთან. დიდი ხნის განმავლობაში XVII-XVIII საუკუნის სავაჭრო გზები ირანთან, ჩრდილოეთ კავკასიასთან და რუსეთთან გადიოდა სალიანში. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანმა მთლიანად გაანადგურა სალიანი.
XX საუკუნის დასაწყისში აქ დაარსდა: 3 მცირე ბამბის საწარმო (რომლის ტევადობა 3-4 ტონა იყო), მცირე ზომის ელექტროსადგურები, 4 დაწყებითი სკოლა და ბიბლიოთეკა. იმ დროისთვის ქალაქში იყო 20 მცირე საქსოვი საწარმო, 200 მაღაზია, 5 სავაჭრო ბანკი, საფოსტო განყოფილება, საკარანტინო სადგური და 11 მედრესე. 1894 წელს სალიანში მეტეოროლოგიური სადგური გაიხსნა, ეს იყო პირველი მეტეოროლოგიური სადგური მთელს სამხრეთ რუსეთსა და კავკასიაში.
სალიანი ასევე იყო ვაჭრობის ცენტრი, რომელიც აბრეშუმის გზაზე მდებარეობდა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნეში. აქ ვაჭრები ჩინეთიდან და ინდოეთიდან ჩამოდიოდნენ, რომლებიც ვაჭრობდნენ აზერბაიჯანის მიწაზე, შემდეგ ჰკვეთნენ მდინარე რიონს და მიდიოდნენ საქართველოში, შემდეგ კი ქალაქ ფოთის პორტიდან (შავი ზღვის სანაპიროდან) მიემართებოდნენ აზოვის ზღვისკენ.
სალიანი დიდი ხნის განმავლობაში იყო საგანმანათლებლო, კულტურული ცენტრი მუღანისა და მუღანის სამხრეთ-აღმოსავლეთით. 1881 წელს მთელი ქალაქის ფართობი 800 ჰექტარი იყო . 1916 წლიდან სალიანი ოფიციალურად ითვლება ქალაქად.[1]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სალიანის რაიონი მდებარეობს მტკვარ-არაქსის დაბლობზე. რაიონი მდებარეობს აზერბაიჯანის სამხრეთ-აღმოსავლეთით. გზატკეცილი და რკინიგზა, რომელიც აკავშირებს მთელ აზერბაიჯანს სამხრეთ რეგიონებთან და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებთან, მდებარეობს ამ რეგიონში. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მდინარე მტკვარი მიედინება სალიანის რაიონის ტერიტორიაზე.
გავრცელებულია რუხი ყავისფერი, ნაცრისფერი, და მარილიანი ნიადაგები. რელიეფის ტიპებიდან გვხვდება უდაბნო და ნახევრად უდაბნო, მაღალმთიანი და მთიანი რაიონებისგან შედგება და მდიდარია ტალახის ვულკანებით. ფლორაც რელიეფის შესაბამისად ნახევრად უდაბნო და უდაბნოს ტიპია. აქ ძირითადად იზრდება კვიპაროსი, მზესუმზირა, წყალმცენარეები, მაყვალი, სალი, ლეღვი, ჰირკანის ლეღვის იშვიათი სახეობები და ა.შ. [2]
რეგიონში ძირითადად გავრცელებულია სტეპური კლიმატის ტიპი. მთელი წლის განმავლობაში ნალექების ძალიან მცირე რაოდენობა მოდის. საშუალო წლიური ტემპერატურაა 15,2 ° C, ხოლო საშუალო წლიური ნაკექი კი 288 მმ-ია. [3]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, 2019 წლის მდგომარეობით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 138 600 ადამიანს, რაც 2000 წლიდან მოყოლებული 25 600 ადამიანით (დაახლოებით 22,6 პროცენტით) ზრდაა. 2000 წელს მოსახლეობის რაოდენობა 113 000 ადამიანს შეადგენდა.[4] მთლიანი მოსახლეობიდან 69 300 მამაკაცია, ხოლო 69 300 კი ქალი.[5] 2018 წელს მოსახლეობის 25,1 პროცენტზე მეტს (დაახლოებით 34 500 ადამიანი) შეადგენენ 14–29 წლების ფარგლებში მყოფი მოზარდები და ახალგაზრდები[6]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- На сайте Azerbaijan დაარქივებული 2018-12-25 საიტზე Wayback Machine.
- Salyan (Salyani / Saljan) ingilisce
- Salyan
- Salyan დაარქივებული 2008-11-13 საიტზე Wayback Machine. azerbaycan dilinde
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ АДМИНИСТРАТИВНО-ТЕРРИТОРИАЛЬНОЕ ДЕЛЕНИЕ.
- ↑ Əsgərov, A.M (2006). Azərbaycanın ali bitkiləri. Azərbaycan florasınm konspekti. Bakı: Elm.
- ↑ Климат: Сальянский район: Температуры, Климатические графики, климатические таблицы для Сальянский район - ru.Climate-Data.org. ციტირების თარიღი: 2018-09-27
- ↑ Political division, population size and structure: Population by towns and regions of the Republic of Azerbaijan en. ციტირების თარიღი: 2018-12-18
- ↑ Political division, population size and structure: Population by sex, towns and regions, urban settlements of the Republic of Azerbaijan at the beginning of the 2018 en. ციტირების თარიღი: 2018-12-18
- ↑ Political division, population size and structure: Population at age 14-29 by towns and regions of the Republic of Azerbaijan at the beginning of the 2018 en. ციტირების თარიღი: 2018-12-18