საზარდულის თიაქარი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
საზარდულის თიაქრებს ყოფენ ირიბ (თიაქრის პარკი მდებარეობს საზარდულის არხში სათესლის ბაგირაკის ელემენტებს შორის) და სწორ (თიაქრის პარკი მდებარეობს სათესლე ბაგირაკიდან შიგნით) თიაქრებად. ირიბი და სწორი თიაქრების დიფერენცირება ხდება შემდეგი ნიშნებით: ირიბი თიაქრები განსაკუთრებით ხშირია ახალგაზრდებში, უფრო ხშირად ცალმხრივია, დროთა განმავლობაში შესაძლებელია ჩამოვიდნენ სათესლე პარკში. სწორი თიაქრები ხშირად წარმოიქმნება ხანდაზმულებში, არის ორმხრივი, სათესლე პარკში არ ეშვებიან. ირიბი თიაქრები შესაძლებელია იყოს თანდაყოლილი. იგი შეიძლება წარმოიქმნას ნებისმიერ ასაკში. საზარდულის თიაქრის დროს დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება სათესლისა და სათესლე ბაგირაკის წყალმანკთან, ბარძაყის თიაქართან.
მკურნალობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საზარდული თიაქრის მკურნალობა ოპერაციულია. საზარდულის თიაქრის ნებისმიერი სახის დროს უპირველეს ყოვლისა ზიანდება საზარდულის არხის უკანა კედელი. თიაქრის სახეობისა და საზარდულის არხის ფურცლის ხასიათის მიხედვით რეციდივები 4-20%-ს შეადგენს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „საზარდულის თიაქარი“ ვიკისაწყობში.