iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.
iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.



Link to original content: https://ka.wikipedia.org/wiki/რესლინგი
რესლინგი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

რესლინგი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძველი ბერძენი მოჭიდავეები (Pankratiasts)

რესლინგი, პროფესიონალური რესლინგი ანუ ჭიდაობასპორტის ის სახეობა, სადაც ორი, ან რამდენიმე შეუიარაღებელი ადამიანი ერთმანეთს ებრძვის, რათა მოიპოვოს ძალაუფლება თავის მოწინააღმდეგეზე და მოიპოვოს გამარჯვება.

ინგლისურად სიტყვა "wrestling" ჭიდაობას ნიშნავს.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილია ჭიდაობის მრავალი მრავალი სახეობა, ამერიკელებმა კი მოიფიქრეს ამ სპორტის ახალი სახეობა და მას პროფესიონალური ჭიდაობა ანუ, პროფესიონალური-რესლინგი(pro wrestling) დაარქვეს.

პრო-რესლინგი არის სპექტაკლი, მენეჯმენტი და მარკეტინგი ათლეტური ხელოვნებისა, რომელიც შეიცავს ქეჩ რესლინგის(catch wrestling), ფარსი ბრძოლისა(mock combat) და დრამატული წარმოდგენის(dramatic performance) ელემენტებს. ყველა პრო-რესლერი პროფესიონალია, რადგან რინგზე ყოფნა მოითხოვს უდიდეს ფიზიკურ გამძლეობასა და სპეციალურ გაწვრთნას.

პრო-რესლინგი უკვე გახდა სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი იაპონიასა და ჩრდილოეთი ამერიკის ქვეყნებში.

სპორტში ხშირად პოპულარული სპორტსმენები ხდებიან ისეთი კულტურული ხატები, როგორებიც არიან: რიკ ფლერი, ჰალკ ჰოგანი, რიკიდოძანი, ჯონ სინა და ელ სანტო. წამყვან უნივერსიტეტებში შექმნილია სპეციალური ფაკულტეტები მათთვის, ვისაც უნდა დაეუფლოს პროფესიონალურ რესლინგს.

ამ ბიზნესიდან უკვე მილიარდობით დოლარის მოგების ნახვაა შესაძლებელი. ფედერაციები მოგებას ნახულობენ ბილეთების გაყიდვით, საფირმო საქონლის, საშინაო ვიდეოს გაყიდვით და სატელევიზიო მაუწყებლობით. პრო-რესლინგმა დიდი როლი ითამაშა pay-per-view(გადაიხადე და უყურე)-ს განვითარებაში. ისეთი ყოველწლიური შოუები, როგორიც არის Wrestlemania არიან ყველაზე ძვირად გაყიდვადი Pay-Per-View(გადაიხადე და უყურე) პროგრამები.

დღესდღეობით რესლინგის კომპანიებს შორის ლიდერი არის აშშ-ში დაარსებული კომპანია World Wrestling Entertainment. მათ მსოფლიოს მასშტაბით უამრავი კომპანია ყავთ შეძენილი, მათ შორის მათი ძველი კონკურენთი World Championship Wrestling. ამჟამად WWE-ს მთავარი კონკურენტი აშშ-ში არის Total Nonstop Action, მექსიკაში Asistencia Asesoría y Administración, იაპონიაში New Japan Pro Wrestling, ხოლო საქართველოში Georgian Independent Wrestling Federation(GIWF).

არსებობს პროფესიონალური რესლინგის მრავალი სტილი.

სპორტული გართობა შედგება მრავალფეროვანი ელემენტებისა და დრამატული ისტორიებისაგან, მაგრამ კვლავ შენარჩუნებული სპორტული ასპექტები. ეს სტილი წარმოებულია World Wrestling Entertainment-ისა და Total Nonstop Action Wrestling-ის მიერ. ეს სტილი უდავოდ ყველაზე პოპულარული ფორმაა პროფესიონალური რესლინგისა. თავისი პოპულარობის მიუხედავად ის ხშირად განიცდის კრიტიკას ძალადობის ხშირი გამოყენებისა და უკბილო იუმორის გამო.

სამხრეთული სტილი მოიხსენიება ასევე, როგორც - "wrasslin" (ხშირად ცინიზმით). თანაბრად შეიცავს დრამატულობასა და სპორტულობას. როგორც წესი ერთმანეთს ეჭიდებიან გმირი და ბოროტმოქმედი. შეიქმნა სამხრეთ ამერიკაში, დიდი პოპულარობით სარგებლობდა National Wrestling Alliance-ში, Jim Crockett Promotions-ში და World Championship Wrestling-ში.

პურორესუ შეიქმნა ჩრდილოეთ ამერიკაში, დიდი პოპულარობით სარგებლობს იაპონიაში. რესლერები ძირითადად ცდილობენ შეიპყრონ მოწინააღმდეგე და „ჩაკეტონ“ იგი. გამოიყენება Pro Wrestling NOAH-სა და New Japan Pro Wrestling-ში.

ექსტრიმი, ანუ ჰარდკორი, ბრძოლა, 'ნაგავი' ან ულტრასასტიკი რესლინგი. ეს სტილი შეიცავს მრავალ სახიფათო ილეთებს მაგ: მოწინააღმდეგის სიმაღლიდან გადმოგდებას, ცეცხლში ჩაგდებას, სკამის თავზე გადამტვრევას და სხვა. ამ სტილში ძირითადი ყურადღება ექცევა სხვადასხვა საგნებით მოწინააღმდეგისათვის ზიანის მიყენებას. ჯერ კიდევ გამოიყენება რამდენიმე კომპანიაში, მათ შორის WWE-სა და იაპონურ FMW-ში.

ხელმწიფის გზა არის იაპონური პურორესუ -ს ალტერნატივა, რომელიც შეიცავ ხანგრძლივ მატჩებს, სადაც უხვადაა ფიზიკური ორთაბრძოლები. სტილი შეიქმნა All Japan Pro Wrestling-ში.

სანამ ზოგიერთი კომპანია თავიანთ მატჩებს ადგენს მხოლოდ ერთი-ორი სტილის გამოყენებით, სხვა კომპანიები, მაგ : Extreme Championship Wrestling ცნობილი, როგორც ჰარდკორ სტილის ფუძემდებელი ადგენს მატჩებს რათა ერთდროულად დააკმაყოფილოს სხვადასხვა გემოვნებანი. Lucha libre-ს კი აქვს სპორტული გართობის ელემენტები, ხოლო მატები შეიძლება დამთავრდეს რესლერთა ტრავმებით.

ყველაფრის მიუხედავად ამჟამად მატჩების დიდი რაოდენობის დასასრული წინასწარაა დაგეგმილი.

რესლინგის წესების შექმნაზე საავტორო უფლებები არავის აქვს, მაგრამ არის გარკვეული სტანდარტები, რომლებიც სხვადასხვანაირად არის დამუშავებული სხვადასხვა კომპანიებში.

გენერალური სტრუქტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მატჩები იმართება ოთხი ან უფრო მეტი კუთხის მქონე რინგზე. არსებობს სოლო და გუნდური მატჩები. გუნდური მატჩების დიდი ნაწილი იმართება პრინციპით 2 - 2ის წინააღმდეგ . ასევე შესაძლებელია სხვა ტიპის მატჩების გამართვაც.

გამარჯვების მისაღწევად სტანდარტული მეთოდია „დაცემა“, რომელიც გამოწვეულია :

  • ოპონენტის რინგის ძირზე 3 წამით გაკავებით.
  • ოპონენტის ნოკაუთში ჩაგდებით.
  • ოპონენტის დანებებით.
  • დისკვალიფიკაციით.
  • ოპონენტის რინგის გარეთ დიდი ხნის განმავლობაში გაჩერებით.

როგორც წესი „დაცემა“ ხდება რინგის შიგნით.

თანამედროვე სტანდარტულ რესლინგ მატჩებში გამარჯვებული ვლინდება პირველი „დაცემის“ შემდეგ, ადრე კი იმართებოდა ისეთი მატჩები, სადაც გამარჯვებული ვლინდებოდა 3 ან 5 „დაცემის“ შემდეგ.

სტანდარტული მატჩის ალტერნატივა არის მატჩი განსაზღვრული დროით, გამარჯვებულია ის, ვინც თავის ოპონენტს უფრო მეტჯერ „დასცემს”. ასეთ მატჩს Ironman match ეწოდება.

რამდენიმე მონაწილისაგან შემდარ მატჩში შეიძლება გამოყენებული იყოს გაგდების სისტემა. რესლერი, რომელსაც „დასცემენ“ ტოვებს მატჩს და მატჩი გრძელდება მანამ, სანამ ერთი გამარჯვებული არ დარჩება.

ყოველ მატჩს ჰყავს თავისი მსაჯი. მატჩებში, რომლების იმართება რკინის „გალიაში“ შეიძლება გამოყენებული იყოს ორი მსაჯი. ერთი შიგნით და მეორე გარეთ. როგორც წესი, მსაჯი ყოველ მატჩის ყოველ მოქმედებას ხედავს და სწორედ იგი გადაწყვეტს, მოხდა თუ არა „დაცემა“ ან დაირღვა თუ არა რაიმე წესი(რასაც დიკვალიფიკაცია მოსდევს, ანუ ოპონენტი ხდება გამარჯვებული).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რესლინგი“-დან