iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.
iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.



Link to original content: https://ka.wikipedia.org/wiki/რეალ_სოსიედადი_(საფეხბურთო_კლუბი)
რეალ სოსიედადი (საფეხბურთო კლუბი) - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

რეალ სოსიედადი (საფეხბურთო კლუბი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეალ სოსიედადი
სრული სახელი Real Sociedad de Fútbol, S.A.D.
მეტსახელი სამეფო (ბასკ. Erreala)
თეთრ-ლურჯები (ბასკ. Txuri-urdinak)
დაარსდა 10 მაისი, 1909
სტადიონი ანოეტა
სან-სებასტიანი, ესპანეთი
(ტევადობა: 32,200 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ხოკინ აპერიბაი
მწვრთნელი ესპანეთის დროშა ეუსებიო საკრისტანი
კაპიტანი ესპანეთის დროშა ჩაბი პრიეტო
ლიგა პრიმერა დივიზიონი
2023-24 მე-6 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

„რეალ სოსიედადი“ (ესპ. Real Sociedad de Fútbol) — ესპანური საფეხბურთო კლუბი ქალაქ სან-სებასტიანიდან. დაარსდა 1909 წლის 7 სექტემბერს და იყო პრიმერა დივიზიონის ერთ-ერთი დამფუძნებელი კლუბი 1928 წელს.

სამჯერ ითამაშა ევროპის მთავარ საფეხბურთო ტურნირში, 1981-82 წლების სეზონში „რეალ სოსიედადი“ პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა ასპარეზობას. მომდევნო სეზონში კი ნახევარფინალამდე გააღწია, სადაც გერმანულ „ჰამბურგთან“ დამარცხდა. ჩემპიონთა ლიგის 2003-04 წლების სეზონში კი მიაღწია მერვედფინალს.

2006-07 წლების სეზონში, ეროვნულ ჩემპიონატში, სოსიედადმა დაიკავა მე-19 ადგილი და სეგუნდა დივიზიონში დაქვეითდა, სადაც მომდევნო 3 სეზონის მანძილზე თამაშობდა. 2009-10 წლების სეზონში კლუბმა მოიგო სეგუნდა დივიზიონი და დაუბრუნდა პრიმერა დივიზიონს. 2011-12 წლების სეზონში, „რეალ სოსიედადმა“ დაიკავა მე-12 ადგილი, 2012-13 წლების სეზონში გავიდა მე-4 ადგილზე ჩემპიონატში და 2013-14 წლის სეზონში, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ითამაშა. ამ წარმატებული სეზონის შემდეგ „სოსიედადის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფილიპ მონტანიემ კლუბი დატოვა და ფრანგულ „რენში“ წავიდა სამუშაოდ.

ჩემპიონი (2): 1980/81, 1981/82
გამარჯვებული (2): 1909. 1986/97
გამარჯვებული (1): 1982
ჩემპიონი (3): 1948/49, 1966/67, 2009/10

მიმდინარე შემადგენლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

[1]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე არგენტინა არგენტინა ხერონიმო რული
2 მცველი ესპანეთი ესპანეთი კარლოს მარტინესი
3 მცველი ესპანეთი ესპანეთი მიკელ გონსალესი
4 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ასიერ ილიარამენდი
5 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი მარკელ ბერგარა
6 მცველი ესპანეთი ესპანეთი ინიგო მარტინესი
7 თავდამსხმელი ესპანეთი ესპანეთი ხუანმი
8 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ესტებან გრანერო
9 თავდამსხმელი ესპანეთი ესპანეთი იმანოლ აგირეჩე
10 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ჩაბი პრიეტო (კაპიტანი)
11 თავდამსხმელი მექსიკა მექსიკა კარლოს ველა
12 თავდამსხმელი ბრაზილია ბრაზილია ვილიან ჟოზე
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
13 მეკარე ესპანეთი ესპანეთი ანდერ ბარდახი
15 მცველი ესპანეთი ესპანეთი არიც ელუსტონდო
16 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი სერხიო კანალესი
17 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი დავიდ სურუტუსა
18 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი მიკელ ოიარსაბალი
19 მცველი ესპანეთი ესპანეთი იური ბერჩიჩე
20 მცველი ესპანეთი ესპანეთი ხოსება სალდუა
22 მცველი ესპანეთი ესპანეთი რაულ ნავასი
23 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ხონ გასტანიაგა
24 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი დავიდ კონჩა
25 მეკარე ესპანეთი ესპანეთი ტონიო რამირესი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]