პეპსი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
პეპსი (იგივე პეპსი-კოლა, ინგლ. Pepsi-Cola) — პოპულარული უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელი, რომელიც მთელ მსოფლიოში იყიდება. მრავალი წლის განმავლობაში, „კოკა-კოლის“ ძირითადი კონკურენტი, რომელთან ერთადაც გაყიდვების ხან პირველ, ხან მეორე ადგილებს იზიარებს. „პეპსი-კოლას“ სავაჭრო ნიშნის უფლებები ამერიკულ კომპანია PepsiCo-ს ეკუთვნის.
პეპსი 1893 წელს დაარსდა „Brad's Drink“-ის სახელით, ჩრდილოეთ კაროლინაში, კალებ ბრედჰემის მიერ, რომელიც სასმელს საკუთარ აფთიაქში ყიდდა. 1898 წელს მას ეწოდა „პეპსი-კოლა“, რადგან იგი დარეკლამებული იყო, როგორც დისპეფსიის (მონელების პრობლემა) შემამსუბუქებელი საშუალება. ზოგიერთი ასევე ფიქრობს, რომ სახელი წარმოადგენს მითითებას საჭმლის მომნელებელ ფერმენტ პეფსინზე, თუმცა პეფსინი არასდროს ყოფილა სასმლის ინგრედიენტი. თავდაპირველად, შემადგენლობაში შედიოდა შაქარი და ვანილიც. ბრედჰემი ცდილობდა შეექმნა სასმელი, რომელიც ამარტივებდა საჭმლის მონელებას და უზრულველყოფდა ენერგიის მოზღვავებას.
1922-1933 წლებში „კოკა-კოლას“ სამჯერ ჰქონდა „პეპსის“ შეძენის შესაძლებლობა, მაგრამ სამივეჯერ უარი განაცხადა. 1936-1938 წლებში კომპანიის მოგება გაორმაგდა. დიდი დეპრესიის დროს, „პეპსი“ განსაკუთრებით პოპულარული გახდა.
„პეპსის“ ოფიციალური სასპონსორო ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული ნაციონალურ საფეხბურთო ლიგასთან (NFL), ჰოკეის ეროვნულ ლიგასთან (NHL), ნაციონალურ საკალათბურთო ლიგასთან (NBA). იგი ასევე იყო ფეხბურთის მთავარი ლიგის (MLS) და ბეისბოლის მთავარი ლიგის (MLB) სპონსორიც, თუმცა შესაბამისად, 2015 და 2017 წელს იგი „კოკა-კოლამ“ ჩაანაცვლა. „პეპსი“ არის ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი უმთავრესი სპონსორიც.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- Pepsi World დაარქივებული 2012-05-11 საიტზე Wayback Machine.
- Pepsi Gallery – Pepsi Promotional site
- Pepsico, Inc. at Knowmore.org დაარქივებული 2012-07-17 საიტზე Wayback Machine.
- Pepsi page on PepsiCo UK & Ireland დაარქივებული 2009-01-07 საიტზე Wayback Machine.
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |