iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.
iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.



Link to original content: https://ka.wikipedia.org/wiki/ოსტაპ_ვიშნია
ოსტაპ ვიშნია - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ოსტაპ ვიშნია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოსტაპ ვიშნია
უკრ. Павло Михайлович Губенко
დაბადების თარიღი 1 (13) ნოემბერი, 1889[1]
დაბადების ადგილი Chechva, Zenkovsky Uyezd, პოლტავის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1]
გარდაცვალების თარიღი 28 სექტემბერი, 1956(1956-09-28) (66 წლის)
გარდაცვალების ადგილი კიევი, უკრაინის სსრ, სსრკ
დასაფლავებულია ბაიკოვეს სასაფლაო
ფსევდონიმი Остап Вишня და Грунский
საქმიანობა მწერალი და ნოველისტი
ენა უკრაინული ენა
მოქალაქეობა უკრაინის სახალხო რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი
ჟანრი მოთხრობა და სტატია
ხელმოწერა

ოსტაპ ვიშნია (დ. 13 ნოემბერი, 1889 — გ. 28 სექტემბერი, 1956, კიევი) — უკრაინელი მწერალი, იუმორისტი და სატირიკოსი. ნამდვილი სახელი და გვარი — პავლე გუბენკო.

დაიბადა ხუტორ ჩეჩვაში გრუნის მახლობლად, პოლტავის გუბერნიაში, (ახლა ოხტირის რაიონი სუმის ოლქში) მრავალშვილიან სოფლის ოჯახში (17 შვილი). ზინკოვის დაწყებითი და შემდეგ 2 კლასიანი სკოლის დამთავრების შემდეგ , გააგრძელა კიევის სამხედრო-საფელდშერო სკოლა, რომლის დამთავრების შემდეგ (1907) მუშაობდა ფელდშერად  — თავიდან არმიაში, ხოლო შემდეგ  — სამხრეთ-დასავლეთის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში. როგორც იგონებდა მწერალი, თვითონ არც ფიქრობდა მედიცინას გაჰყოლოდა — საავადმყოფაში მუშაობისას, თვითგანათლებას იღებდა, გიმნაზიაში ექსტერნად ჩააბარა გამოცდები და 1917 წ. ჩააბარა კიევის უნივერსიტეტში; მალე მიატოვა სწავლა მთლიანად მიეცა ჟურნალისტიკას და ლიტერატურულ საქმიანობას. ამავე წელს (1919) მომავალი მწერალი ტყვედ ჩავარდა ბოლშევიკებთან უკრაინუ არმიასთან ერთად, მძიმედ იყო ავად ტიფით. იმ პერიოდში იყო უკრაინის სახალხო რესპუბლიკის რკინიგზის სამინისტროს სამედიცინო-სანიტარული სამმართველოს უფროსი. მის განკარგულებაშია ყველა რკინიგზის ჰოსპიტალი, სადაც იწვნენ უკრაინის გალიცინური არმიის კაზაკები და უკრაინის სახალხო რესპუბლიკის მეომრები. პეტლურას მთავრობის მაღალჩინოსანი გუბენკო იყო 1921 წ-მდე ხარკოვში დაპატიმრებული.

გუბენკო "რეანიმირებულ" იქნა თვით სკრიპნიკის მიერ, რომელიც კითხულობდა მის იუმორესკებს. ოსტაპ ვისჰნის პირველი ნაწარმოები "დენიკინის დემოკრატიული რეფორმები" გამოქვეყნებულ იქნა  — პ. გრინევსკის ხელმოწერით კამენეც-პოდოლსკში გაზეთ "ხალხის ნებაში" («Народна воля») 2 დეკემბერი 1919. ფსევდონიმი ოსტაპ ვიშნია პირველად გაჩნდა 22 ივლისს 1921 წელს, "სოფლის პრავდაში" («Селянській правді») 1933 წელს იუმორისტი დაპატიმრებულ იქნა კონტრრევოლუციური მოქმედებისათვის და ტერორიზმისათვის, კერძოდ ამხანაგ პოსტისშევზე ოქტომბრის დემონსტრაციის დროს თავდასხმის ორგანიზაციისათვის და უკანონოდ იქნა რეპრესირებული. ლიტერატურულ საქმიანობას შეძლო დაბრუნებოდა მხოლოდ 1943 წ. ის პატიმართა ყაზარმიდან პირდაპირ გადაისროლეს კიევის მწერლის კაბინეტში. მას თავისი იუმორესკებით უნდა გაექარწყლებინა "ნაციონალისტების" გამოსვლები, მოკოვის მიერ გაწამებული მთელი უკრაინის საყვარელი  — ვიშნია  — იძულებული იქნა დაეცინა და გაექილიკებინა «ბურჟუაზიული ნაციონალისტები» განსაკუთრებით უპა (УПА). ასე რომ 1945—1946 წლებში გამოჩნდა ოსტაპ ვიშნის «დამოუკიდებელი ხვრელი" (Самостійна дірка)  — იუმორისტის ხმა საფლავიდან. «ბურჟუაზიული ნაციონალისტები» და აჯანყებულები მიესამნენ მის ასე ვთქვათ აღდგომას რაც ლბათ მათი დამსახურებაც იყო, მადლობაც გადაუხადეს რათა მან პირველმა მათი არსებობის შესახებ მთელ ქვეყანას შეატყობინა რომ ისინი ისევ არსებობენ და იბრძვიან.[2]

გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, მიიღო მწერლების სახლში ბინა, სადაც ცხოვრობდა 1952წლამდე. 1955 წ. იქნა რეაბილიტირებული სასამართლოს მიერ. გარდაიცვალა 1956 წლის 28 სექტემბერს.

თავის ნაწარმოებებში ოსტაპ ვიშნია ყველაზე უფრო უტევდა მის და მისი თანამემამულეების სისუსტეებს, როგორც გოგოლი ამბობდა «ვისაც არ ძალუძს იცინოს თავის ნაკლოვანებებზე, სჯობს მას საუკუნე არ ეცინოსო». განსაკუთრებით დასცინოდა უკრაინლებს სამოქალაქო ინსტინქტისა და ეროვნული ერთობის სისუსტისთვის, მათი ინერტობისათვის, ყველა იმ ანაქრონიკული გამოვლინებისათვის მათ ფსიქოლოგიასა და აზროვნებაში, რის გამოც ასე ძვირი უჯდებოდა უკრაინას.

ოსტაპ ვიშნიამ მოიხვეჭა უკრაინული სატირისა და იუმორის თვითმყოფადი ხელოვანის სახელი. დაიწყო ახალი ჟანრი  — усмішка რაც თარგმნით ალბათ დაცინვასა და ღიმილს შორისაა.

Усмішка — ეს ფელეტონის და იუმორესკის ნაირსახეობაა. ეს ტერმინი თვითონ ვიშნიამ შემოიღო. ის აგრძელებდა კლასიკოსების (გოგოლის, შევჩენკოს, შჩედრინის, ფრანკას) ტრადიციებს.

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  • უკრაინის ლიტერატურული ენციკლოპედია (Українська літературна енциклопедія). — ტ. 1. — კ., 1988. — ფ. 314—315.
  • უკრაინული საბჭოთა ენციკლოპედია. — ტ. 2. — ფ. 254.
  • საბჭოთა ენციკლოპედია უკრაინის ისტორია. — ტ. 1. — ფ. 286.
  • უკრაინათმცოდნეობის ენციკლოპედია. ლექსიკ. ნაწილი. — ტ. 1. — ფ. 265.
  • საბჭოთა უკრაინის მწერლები. — კ., 1970. — ფ. 65—66.
  • …З порога смерті…: Письменники України — სტალინური რეპრესიების მსხვერპლნი. — კ., 1991. — ფ. 101—103.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]