ლურჯი მხედარი
ლურჯი მხედარი (გერმ. Der Blaue Reiter) — გერმანიაში ექსპრესიონისტების, მეტწილად, მხატვრების შემოქმედებითი გაერთიანება XX საუკუნის დასაწყისში. გაერთიანება უშვებდა ამავე სახელწოდების ალმანახსაც. გაერთიანება „ლურჯი მხედარი“ დაარსდა 1911 წელს, მიუნხენში, ვასილი კანდინსკისა და ფრანც მარკის მიერ. მთავარი მიზანი იყო აკადემიური მხატვრობის გათავისუფლება გაქვავებული ტრადიციებისგან. ცნობილი წევრები იყვნენ: ავგუსტ მაკე და პაულ კლეე. ხელოვნების ამ ჯგუფში ასევე მონაწილეობდნენ მოცეკვავეები და კომპოზიტორებიც. მათ აერთიანებდათ შუა საუკუნეების ხელოვნებისადმი ინტერესი, ასევე პრიმიტივიზმი, ფოვიზმი და კუბიზმი. ჯგუფი მიისწრაფოდა ხელოვნების ყველა ფორმის თანაბარუფლებიანობისკენ.
ლურჯი მხედრის მონაწილეები იყვნენ: ვასილი კანდინსკი, ფრანც მარკი, პაულ კლეე, ავგუსტ მაკე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დემპსი ე. ლურჯი მხედარი // სტილები, სკოლები, მიმართულება. გზამკვლევი თანამედროვე ხელოვნებაში. — მოსკოვი: ხელოვნება — XXI საუკუნე, 2008. — ISBN 978-5-98051-053-4