iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.
iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.



Link to original content: https://ka.wikipedia.org/wiki/ლუნა-8
ლუნა-8 - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ლუნა-8

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუნა-8
NSSDC ID 1965-099A
SCN 01810

„ლუნა-8“ (რუს. «Луна-8») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1965 წლის 3 დეკემბერს, მთვარისა და გარე კოსმოსის შესასწავლად. პროექტის მიზანი იყო, მოეხდინა მთვარის ზედაპირზე რბილი დაშვება.

1965 წლის 3 დეკემბერს 07:56:40 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებელი „მოლნია“-ით («Молния») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-8. 6 დეკემბერს სადგურმა მიაღწია მთვარის ზედაპირს. მთვარის ზედაპირზე რბილი დაშვების მცდელობა ჩაიშალა, რადგან აპარატმა ვერ შეძლო სიჩქარის შენელება და დაეცა მთვარის გრუნტზე ქარიშხლების ოკეანის აღმოსავლეთით (კოორდინატები 9°06′N 63°18′W / 9.1° ჩ. გ. 63.3° დ. გ. / 9.1; -63.3).[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Luna 8. NASA Space Science Data Coordinated Archive (2014-08-26). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-04. ციტირების თარიღი: 2015-06-05.