iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.
iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.



Link to original content: https://ka.wikipedia.org/wiki/კჰომასის_რეგიონი
კჰომასის რეგიონი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

კჰომასის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
კჰომასის რეგიონი
ინგლ. Khomas Region
ქვეყანა ნამიბიის დროშა ნამიბია
ადმ. ცენტრი ვინდჰუკი
შიდა დაყოფა John Pandeni Constituency, Katutura Central Constituency, Katutura East Constituency, Khomasdal North Constituency, Moses ǁGaroëb Constituency, Samora Machel Constituency, Tobias Hainyeko Constituency, Windhoek West Constituency, Windhoek East Constituency და Windhoek Rural Constituency
კოორდინატები 22°48′00″ ს. გ. 17°00′00″ ა. გ. / 22.80000° ს. გ. 17.00000° ა. გ. / -22.80000; 17.00000
მმართველი Laura McLeod-Katjirua
ფართობი 37 007 კმ²
მოსახლეობა 342 141 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 9,25 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]
ოფიციალური საიტი http://www.khomasrc.gov.na/

კჰომასის რეგიონი (ინგლ. Khomas Region, ჰოტენტოტურ ენებზე — ბორცვებიანი ქვეყანა) — ნამიბიის 14 ადმინისტრაციული რეგიონიდან ერთ-ერთი, რომელიც მდებარეობს მის შუაგულ ცენტრში და მოიცავს ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკს. ფართობი შეადგენს 37 007 კმ²-ს, ხოლო 2011 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობაა 342 141 ადამიანი[1], რაც შეადგენს ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 16 %-ს. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ვინდჰუკი.

კჰომასის რეგიონი დედაქალაქ ვინდჰუკთან ერთად — ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სატრანსპორტო ცენტრია.

გეოგრაფიული თვალსაზრისით, კჰომასის რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოადგენს კჰომასის პლატოს, რომლის სიახლოვესაც, ვინდჰუკიდან აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდებარეობს აუის და ეროსის მთების ქედები. დედაქალაქიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს დაან-ვილჯუნის ნაკრძალი, რომელსაც ხშირად სტუმრობენ ვინდჰუკის მაცხოვრებლები და ტურისტები.

კჰომასის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მჭიდროდ დასახლებული რეგიონია ნამიბიაში.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული თვალსაზრისით კჰომასის რეგიონი იყოფა 10 ოლქად[2]:

  • John Pandeni
  • Katutura Central
  • Katutura East
  • Khomasdal North
  • Moses ǁ Garoëb
  • Samora Machel
  • Tobias Hainyeko
  • Windhoek West
  • Windhoek East
  • Windhoek Rural