iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.
iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.



Link to original content: https://ka.wikipedia.org/wiki/კიოტოს_ოქმი
კიოტოს ოქმი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

კიოტოს ოქმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კიოტოს ოქმი ან კიოტოს პროტოკოლიგაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო–კონვენციის (UNFCCC) ფარგლებში დადებულ დამატებით საერთაშორისო შეთანხმება.

კონვენციისგან განსხვავებით კიოტოს ოქმი ქვეყნებისთვის სათბურის აირების ატმოსფეროში გაფრქვევის კონკრეტულ (თითოეული ქვეყნისთვის განსხვავებულ) ზღვრებს (ლიმიტებს, ქვოტებს) ადგენს. ქვეყნებს ეძლევათ უფლება გაფრქვევათა შემცირების ნაწილი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეასრულონ, ანუ, ფაქტობრივად ქვოტებით ივაჭრონ.

დედამიწის ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის დინამიკა

ოქმის მიზანია ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის დასტაბილება ისეთ დონეზე, რომელიც დედამიწის კლიმატისთვის საშიში არ იქნება.

კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის ვარაუდით საშუალო გლობარული ტემპერატურის ზრდა 1990-2100 წლებში 1.4 °C (2.5 °F) - 5.8 °C (10.4 °F) იქნება. ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ კიოტოს ოქმის სრულიად შესრულების შემთხვევაშიც კი არ არის გარანტია, რომ ტემპერატურის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდება. ამის გამო მრავალი კრიტიკოსი და მწვანეთა მოძრაობის ლიდერი ეჭვქვეშ აყენებს ოქმის მნიშვნელობას, თუკი მას გამონაბოლქვების უფრო მნიშვნელოვანი შემდგომი შემცირება არ მოჰყვა თან.

ოქმის მომხრეები აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და რომ UNFCCC-ის მოთხოვნების გადახედვა მომავალშიც მოხდება, როცა ამ შეთანხმების პირველი შედეგები უკვე სახეზე იქნება. სავარაუდოდ კონვენციის ახალი ოქმი 2010 წლისთვის შემუშავდება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: