კასუგა-ტაისია
იერსახე
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 870 ინგლ. • რუს. • ფრ. |
კასუგა-ტაისია (იაპონ. 春日大社) – სინტოისტური სალოცავი იაპონიის ქალაქ ნარაში. ტაძარი 1998 წლიდან დაცულია როგორც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
სალოცავი ააშენეს 768 წელს. განიცადა მრავალჯერადი რეკონსტრუქცია. კასუგა წარმოადგენს ფუძივარას კლანის სამლოცველოს. მისი შიდა ეზო შემკულია უნიკალური ბრინჯაოს ნათურებით, ხოლო სალოცავისკენ მიმავალი გზის ორივე მხარეს ქვის ნათურებია.
სალოცავი მდებარეობს ქალაქგარეთ, მასთან ახლოს მდებარეობს ბოტანიკური ბაღი მანიოსიუ. კასუგიში რეგულარულად იმართება ძველი იაპონური მუსიკისა და ცეკვის წარმოდგენები.