კაპორეტოს ბრძოლა
იერსახე
კაპორეტოს ბრძოლა — ბრძოლა ავსტრია-გერმანიის ჯარებსა და იტალიის მე-2 და მე-3 არმიებს შორის. მიმდინარეობდა 1917 წლის 24 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე კაპორეტოსთან (დასახლებული პუნქტი ჩრდილოეთ იტალიაში მდ. იზონცოს ნაპირზე) პირველი მსოფლიო ომის (1914-1918 წწ.) დროს. ავსტრია-გერმანიის ჯარებმა სასტიკად დაამარცხეს იტალიის არმიები. იტალიამ ამ ბრძოლის შედეგად დაკარგა 14 ათ. კმ² ტერიტორია. ავსტრია-გერმანიის შეტევას იტალიის ფრონტზე, მიუხედავად წარმატებისა, არ შეუცვლია ანტანტის საერთო სტრატეგიული მდგომარეობა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 388.