იუპიტერი
იუპიტერი | ||||
---|---|---|---|---|
ორბიტალური მახასიათებლები | ||||
აფელიუმი |
816 620 000 კმ (5,457659 ა. ე.)[1] | |||
პერიჰელიუმი |
740 520 000 კმ (4,949066 ა. ე.)[1] | |||
დიდი ნახევარღერძი (a) |
778 570 000 კმ (5,203363 ა. ე.)[2] | |||
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) | 0,0489[1] | |||
გარშემოვლის სიდერული პერიოდი | 4332,589 დღე (11,86 წელი)[1] | |||
გარშემოვლის სინოდური პერიოდი | 398,88 დღე[1] | |||
ორბიტალური სიჩქარე (v) | 13,07 კმ/წმ (საშ.)[1] | |||
დახრილობა (i) |
1,03° (ეკლიპტიკის სიბრტყის მიმართ) 6,09° (მზის ეკვატორის მიმართ) | |||
ამომავალი კვანძის გრძედი () |
100,55615°[1] | |||
პერიცენტრის არგუმენტი () | 275,66° | |||
თანამგზავრები | 67 | |||
ფიზიკური მახასიათებლები | ||||
შეზნექვა | 0,06487[1] | |||
ეკვატორული რადიუსი | 71 492 ± 4 კმ[1] | |||
პოლარული რადიუსი | 66 854 ± 10 კმ[1] | |||
ზედაპირის ფართობი (S) | 6,21796×1010 კმ² | |||
მოცულობა (V) | 1,43128×1015 კმ³ | |||
მასა (m) | 1,8986×1027 კგ | |||
საშუალო სიმკვრივე () | 1,326 გრ/სმ³[1] | |||
თავისუფალი ვარდნის აჩქარება ეკვატორზე (g) | 24,79 მ/წმ² (2,535 g) | |||
მეორე კოსმოსური სიჩქარე () | 59,5 კმ/წმ[1] | |||
ბრუნვის ეკვატორული სიჩქარე | 12,6 კმ/წმ ან 45 300 კმ/სთ | |||
ბრუნვის პერიოდი (T) | 9,925 საათი[1] | |||
ღერძის დახრილობა | 3,13° | |||
ჩრდილოეთი პოლუსის პირდაპირი ასვლა () |
17 სთ 52 წთ 14 წმ 268,057° | |||
ჩრდილოეთი პოლუსის გადახრა () | 64,496° | |||
ალბედო |
0,343 (ბონდი)[1] 0,52 (გეომ. ალბედო)[1] | |||
| ||||
| ||||
ატმოსფერო | ||||
ატმოსფერული წნევა | 20—220 კპა | |||
სიმაღლის სკალა | 27 კმ | |||
89,8±2,0 % წყალბადი 10,2±2,0 % ჰელიუმი |
იუპიტერი (სიმბოლო: ♃; ძვ. ქართული სახელწოდებია: დია[3] ან მუშთარი[4]) — მეხუთე პლანეტა მზიდან დაშორებით და მზის სისტემის უდიდესი ციური სხეული. პლანეტა ცნობილია ანტიკური ხანიდან და სახელწოდება მომდინარეობს ძველი რომაული ღვთაება იუპიტერიდან, რომლის პატივსაცემადაც მიიღო ეს სახელწოდება. მიეკუთვნება გაზის გიგანტების ტიპის პლანეტას.
ფიზიკური მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პლანეტის პარამეტრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იუპიტერი სიკაშკაშით მეოთხე სხეულია ცაზე (მზის, მთვარისა და ვენერას შემდეგ), თუმცა შიგადაშიგ მარსი იუპიტერზე უფრო მკვეთრად ჩანს. იუპიტერი მზის სისტემის უდიდესი პლანეტაა. მისი ეკვატორული დიამეტრი 142 900 კმ–ია, პოლარული დიამეტრი 133 700 კმ-ია, რაც დაახლოებით 11,2–ჯერ აღემატება დედამიწის ანალოგიურ მაჩვენებლებს. მასით ის 2,5-ჯერ აღემატება მზის სიტემის ყველა დანარჩენ პლანეტათა მასათა ჯამს. ის იმდენად მასიურია, რომ მისი ბარიცენტრი მზესთან მიმართებაში ფაქტობრივად მზის ზედაპირის გარეთ მდებარეობს (1.068 მზიური რადია მზის ცენტრიდან). ის 318-ჯერ მასიურია დედამიწაზე და მისი დიამეტრი დედამიწისას 11-ჯერ, ხოლო მოცულობა 1321-ჯერ აღემატება. ბუნებრივად, იუპიტერის გრავიტაციული ზეგავლენა დომინირებს მზის სისტემის ევოლუციაზე: პლანეტათა უმრავლესობის ორბიტები უფრო ახლოსაა იუპიტერის ორბიტალურ სიბრტყესთან, ვიდრე მზის ეკვატორიალურ სიბრტყესთან. ასევე მცირე პერიოდის კომეტათა უმრავლესობა იუპიტერის ოჯახს ეკუთვნის (შედეგი იუპიტერის მასისა და ფარდობითი სიჩქარისა) და მასვე აკავშირებენ შიდა მზის სისტემის ისტორიის გვიანდელ მძიმე ბომბარდირებასთან. ზოგიერთი მკვლევარის თქმით, იუპიტერი მზის სისტემის მტვერსასრუტია, მისი უზომო გრავიტაციული მიზიდულობის გამო. მისი 63 თანამგზავრიდან ყველაზე დიდია განიმედე.
იუპიტერზე ავტომატური ხელოვნური თანამგზავრების მისიები დაიწყეს 1973 წლის 3 დეკემბრიდან.
დასახელება | დრო | უახლოესი მანძილი იუპიტერთან |
---|---|---|
Pioneer 10 | 3 დეკემბერი 1973 | 130 000 კმ |
Pioneer 11 | 4 დეკემბერი 1974 | 34 000 კმ |
Voyager 1 | 5 მარტი 1979 | 349 000 კმ |
Voyager 2 | 9 ივლისი 1979 | 570 000 კმ |
Ulysses | თებერვალი 1992 | 409 000 კმ |
Ulysses 2 | თებერვალი 2004 | 240 000 000 კმ |
Cassini | 30 დეკემბერი 2000 | 10 000 000 კმ |
New Horizons | 28 თებერვალი 2007 | 2 304 535 კმ |
შინაგანი სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იუპიტერი ძირითადად შედგება წყალბადისაგან და ჰელიუმისაგან და შემადგენლობით ახლოსაა მზესთან. ღრუბლების ქვეშ განლაგებულია 7–25 ათასი კილომეტრის სისქის ფენა, სადაც წნევისა და ტემპერატურის ზრდასთან ერთად (6000 °С–მდე) წყალბადი აიროვანი მდგომარეობიდან გადადის თხევადში, თუმცა მკვეთრი ზღვარი აირად და თხევად მდგომარეობათა შორის არ არსებობს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იუპიტერის ბირთვი შედგება ჰელიუმზე ბევრად მძიმე ელემენტებისაგან. მისი დიამეტრის ზომაა 15–30 ათასი კილომეტრი და გააჩნია მაღალი სიმკვრივე. თეორიული გამოთვლების შედეგად დადგენილია, რომ ბირთვის ტემპერატურა – 36 000 °С რიგისაა, ხოლო წნევა – 30–100 მილიონ ატმოსფეროს უდრის.
ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ იუპიტერი უფრო მეტ ენერგიას გამოასხივებს, ვიდრე შთანთქავს, რაც ალბათ დაკავშირებული უნდა იყოს პლანეტის ბირთვში მიმდინარე ბირთვულ რეაქციებთან.
ატმოსფერო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იუპიტერის ატმოსფეროს ძირითადი შემადგენელი ელემენტებია: წყალბადი (81 % – ატომთა რიცხვის მიხედვით, 75 % – მასის მიხედვით) და ჰელიუმი (18 % – ატომთა რიცხვის მიხედვით, 24 % – მასის მიხედვით). აგრეთვე ატმოსფეროს შემადგენლობაშია მეთანი, ამიაკი და წყლის ორთქლი. ატმოსფეროს გარე ფენები შეიცავენ გაყინული ამიაკის კრისტალებს.
პლანეტის მოწითალო ფერს განაპირობებს ფოსფორის, გოგირდის და ნახშირბადის არსებობა. ღრუბელთა გარე ფენების ტემპერატურა დაახლოებით −130 °С–ია, თუმცა სიღრმეში სწრაფად იზრდება. აპარატ „გალილეოს“ მონაცემებით, 130 კმ სიღრმეზე ტემპერატურა +150 °С–ს უახლოვდება, წნევა კი — 24 ატმოსფეროს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 Dr. David R. Williams.. (2007) Jupiter Fact Sheet. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-30. ციტირების თარიღი: 2010-10-06.
- ↑ Jupiter — NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2010-10-05.
- ↑ http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=8&t=10909 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
- ↑ ვეფხისტყაოსანის ვარსკვლავთმეტყველება / ვ. ნოზაძე. — სანტიაგო დე ჩილე: ავთანდილ მერაბაშვილი, 1957. — 262 გვ.
|