iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.
iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.



Link to original content: https://ka.wikipedia.org/wiki/ინერცია
ინერცია - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ინერცია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ინერცია (< ლათ. inertia — უმოქმედობა; ზოგჯერ ინერციულობა) — სხეულის თვისება - შეინარჩუნოს თავისი უძრაობის ან თანაბარი სწორხაზოვანი მოძრაობის მდგომარეობა, სანამ გარეშე ძალა არ არსებობს ან გაწონასწორებულია[1], ხოლო სხეულებზე ძალთა გაუწონასწორებელი სისტემის მოქმედების დროს – უძრაობის ან მოძრაობის მდგომარეობა შეიცვალონ თანდათანობით და არა მყისიერად. ამასთან, მოძრაობა მით უფრო ნელა შეიცვლება, რაც მეტი იქნება სხეულის ინერციულობა წინსვლითი მოძრაობისას სხეულის ინერციის ზომაა მისი მასა, ხოლო უძრავი ღერძის ირგვლივ ბრუნვის დროს – ინერციის მომენტი.

ტერმინ ინერციულობას იყენებენ აგრეთვე სხვადასხვა ხელსაწყოს დასახასიათებლად. ამ შემთხვევაში ინეციულობაში გულისხმობენ ხელსაწყოს მიერ აღსარიცხავი სიდიდის დაყოვნებით ჩვენებას.

  1. უცხო სიტყვათა ლექსიკონი