iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.
iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.



Link to original content: https://ka.wikipedia.org/wiki/ვერლიბრი
ვერლიბრი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ვერლიბრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვერლიბრი (ფრანგ. vers libre — „თავისუფალი ლექსი“) — ურითმო ლექსი, რომლის ტაეპები არათანაზომიერია და მარცვალთა რაოდენობა ნებისმიერი. თავისუფალია აგრეთვე ტაეპების შეწყობა და სტროფული კომპოზიცია, მაგრამ აუცილებელია ტაეპთა სალექსო სტრიქონებად განლაგება და რიტმულ-ინტონაციური შეწყობა.

ვერლიბრმა განსაკუთრებული პოლულარობა მოიპოვა დასავლეთ ევროპაში XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში სიმბოლისტი პოეტების შემოქმედებაში. საქართველოში XX საუკუნიდან დასაწყისიდან დამკვიდრდა. ვერლიბრის პირველი ნიმუშები ეკუთვნის გ. ტაბიძეს („ფარდების შრიალი”, „სამრეკლო უდაბნოში”) და ცისფერყანწელებს (პ. იაშვილი, ტ. ტაბიძე, ვ. გაფრინდაშვილი). ვერლიბრითაა დაწერილი გ. ტაბიძის პოემა „ჯონ რიდი”. ვერლიბრის ხელახალი აღორძინება 1960–70-იან წლებში მოხდა (ო. ჭილაძე, ბ. ხარანაული, ლ. სტურუა და სხვ.).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]