iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.
iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.



Link to original content: https://ka.wikipedia.org/wiki/ვარსკვლავური_ომები,_ეპიზოდი_I:_ფარული_საფრთხე
ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული საფრთხე - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული საფრთხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული საფრთხე“
რეჟისორი ჯორჯ ლუკასი
პროდიუსერი ჯორჯ ლუკასი
რიკ მაკ-კალუმი
სცენარისტი ჯორჯ ლუკასი
როლებში ლიამ ნისონი
იუან მაკგრეგორი
ნატალი პორტმანი
ჯეიკ ლოიდი
იენ მაკდერმიდი
კომპოზიტორი ჯონ უილიამსი
სტუდია Lucasfilm
დისტრიბუტორი 20th Century Fox
გამოსვლის თარიღი 19 მაისი, 1999 (1999-05-19)
ხანგრძლივობა 133 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 115 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 1.027 მილიარდი აშშ დოლარი[1]

ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული საფრთხე“ (ინგლ. Star Wars Episode I: The Phantom Menace) — 1999 წლის ეპიკური კოსმოსური ოპერის ჟანრის რიგით მეოთხე ფილმი ციკლიდან „ვარსკვლავური ომები“. ამასთან, ქრონოლოგიური მოვლენები მიხედვით, ეს არის 1977-1983 წლებში გადაღებული კინოტრილოგიის მოვლენებამდე დატრიალებული ამბების ქრონიკა, რომელსაც თავის მხრივ, სხვა წინარეისტორია გააჩნია.

ახალ ტრილოგიაზე მუშაობა რეჟისორმა ჯორჯ ლუკასმა დაიწყო 1997 წელს, სხვადასხვა სტუდიასა და ქვეყანაში. სპეციალური ეფექტები მომზადდა კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით.

უკანასკნელი სერიის, ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება გამოსვლიდან 16 წლის შემდეგ გამოსულმა ახალმა ფილმმა თაყვანისმცემელთა მოწონება დაიმსახურა. კრიტიკოსებმა, მიუხედავად ვიზუალური ელემენტებისა, მას დაბალი შეფასება მისცეს, მაგრამ მსოფლიო მასშტაბით შეგროვებულმა შემოსავალმა 924.3 მილიონი დოლარის სახით გააოცა ყველა, ვინც მას ჩავარდნას უწინასწარმეტყველებდა. იგი იქცა 1999 წლის ყველაზე შემოსავლიან კინონამუშევრად და ყველა დროის რიგით მე-6 ყველაზე შემოსავლიან ამერიკულ ფილმად.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმში მოქმედება მიმდინარეობს კლონების ომამდე 10 წლით ადრე. ეს არის გალაქტიკაში ბოროტების აღზევების ერთგვარი პრელუდია. ორი ჯედაი, მასწავლებელი კუაი-გონ ჯინი და მისი მოსწავლე ობი-ვან კენობი ასრულებენ სავაჭრო ფედერაციასა და პლანეტა ნაბუს შორის სავაჭრო კამათის შუამავლებად. მოლაპარაკებები ვერ შედგა, ვინაიდან სავაჭრო ფედერაციის წარმომადგენლები (რომელთაც სითჰების მბრძანებელი დართ სიდიუსი მართავს) ცდილობენ, მოკლან შუამავლები და გაანადგურონ მათი ხომალდი. მაგრამ ჯედაები საბრძოლო დროიდებისგან თავს იცავენ და გარბიან ნაბუზე.

იქ ჯედაები გაიცნობენ ადგილობრივ აბორიგენს - უცნაურ არსება გუნგანს, სახელად ჯარ-ჯარ ბინკსი, რომელიც იმავე რასის წარმომადგენლებმა გააგდეს წყალქვეშა ქალაქ ოტო-გუნგადან. ახალი ნაცნობების დაჟინებით ჯარ-ჯარი იძულებულია, გაჰყვეს წყალქვეშა ქალაქში, სადაც ყველა წარდგება მმართველ ბოს ნასის წინაშე. მას სთავაზობენ დროიდების წინააღმდეგ ძალების ამხედრება და სხვათა მოკავშირეობას. მაგრამ ბოს ნასი უარს ამბობს, თუმცა სამეულს გაისტუმრებს წყალქვეშა ნავით. ამ ნავით ისინი უახლოვდებიან პლანეტის დედაქალაქს, ტიდს. ამასობაში კი სავაჭრო ფედერაცია მას თავს ესხმის და აპატიმრებს 14 წლის პრინცესა პადმე ამიდალას. ჯედაები მას გადაარჩენენ და მიჰყავთ გალაქტიკურ რესპუბლიკა კორუსანტში, სადაც, მათი იმედით, პრობლემა მშვიდად იქნება გადაწყვეტილი. ფედერაციის ხომალდების შეტევის მიუხედავად და დროიდის R2D2 ძალისხმევით (რომელიც ხომალდის შეკეთებას მოასწრებს), ყველა კორუსანტამდე მშვიდად აღწევს.

გზად ისინი იძულებულები არიან, შეჩერდნენ პლანეტა ტატუინზე. აქ ჯედაები გაიცნობენ ენეკინ სკაიუოკერს, 9 წლის ბიჭუნას, რომელიც შმი სკაიუოკერთან, თავის დედასთან ერთად ტოიდარიანელ უოტოს ტყვეობაში იმყოფება. ენეკინი მძლავრი ძალის პატრონია და კუაი-გონი ამას გრძნობს. იგი დარწმუნებულია, რომ სწორედ ენეკინია წინასწარმეტყველებით დაპირებული ის პიროვნება, რომელიც გაანადგურებს სითჰებს და ძალაში წონასწორობას აღადგენს.

ენეკინი იმარჯვებს საშიშ რბოლაში რეაქტიულ ხომალდებზე და ჯედაები უოტოს სთხოვენ მათი ხომალდისათვის აუცილებელ დეტალებს და ბიჭის გათავისუფლებას. უოტო იძულებულია, დათანხმდეს, თუმცა ენეკინის დედა ტყვეობაში რჩება. კუაი-გონს სურს, ბიჭუნა ჯედაების საბჭოს წარუდგინოს. ამასობაში დართ სიდიუსი მათთან უშვებს თავის მოწაფე დართ მოლს, რომელიც კუაი გონს ლაზერის ხმლით შეერკინება.

მოგზაურები მაინც ჩადიან კორუსანტზე. ჯედაები გაიცნობენ ენეკინს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სითჰების ორდენი აღორძინდა, მაგრამ ბიჭუნას შეგირდად აყვანაზე ყველა უარს ამბობს, ვინაიდან ის მეტად მცირე ასაკის არის. კორუსანტი, რომელზეც ბიუროკრატია სუფევს, ვერ უმკლავდება ნაბუსთან არსებულ პრობლემებს კანცლერ ფინის ველორუმის ყოყმანობის გამო. ამიტომ, ამიდალას თხოვნით, მას თანამდებობიდან ხსნიან და მოულოდნელად მის ადგილზე იდუმალ სენატორ პალპატინს ნიშნავენ. ამიდალა ვეღარ ითმენს და აპირებს სავაჭრო ფედერაციასთან შეხვედრას. ჯედაები მას ნაბუზე მიჰყვებიან.

ნაბუზე პადმე დახმარებისათვის მიმართავს გუნგანელებს. ამჯერად ისინი დახმარებაზე თანხმობას აცხადებენ. გუნგანელთა დიდი ჯარი უტევს დროიდებსა და ფედერაციის ტანკებს. ამასობაში ჯედაები და ამიდალა იცავენ სასახლეს. ახალგაზრდა სკაიუოკერი შემთხვევით თავს ამოჰყოფს გამანადგურებელ ხომალდში და უტევს მტრებს. იგი აფეთქებს სავაჭრო ფედერაციის მთავარ ცენტრს და ყველა დროიდი მწყობრიდან გამოდის.

იმ დროს, როდესაც გამარჯვება უკვე არც თუ შორს არის, ჩნდება დართ მოლი, რომელსაც ჯედაები ებრძვიან. კუაი-გონი ამ ბრძოლის დროს კვდება, მაგრამ ობი-ვანი ანადგურებს სითჰს. სიკვდილის წინ მასწავლებელი ობი-ვანს სთხოვს ენეკინზე ზრუნავს და მის აღზრდას. ფილმის ბოლოს კენობი ხდება ბიჭუნას მასწავლებელი. ნაბუს მოსახლეობა, სხვა გმირებთან ერთად, ზეიმობს გამარჯვებას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Star Wars: Episode I – The Phantom Menace. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 2007-09-12.