iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.
iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.



Link to original content: https://ka.wikipedia.org/wiki/გაგაუზური_ენა
გაგაუზური ენა - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

გაგაუზური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაგაუზური ენა
gagauz dili
გავრცელებულია მოლდოვის დროშა მოლდოვა
უკრაინის დროშა უკრაინა
რუსეთის დროშა რუსეთი
თურქეთის დროშა თურქეთი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 170,000 ადამიანი
ოფიციალური სტატუსი გაგაუზია
ლინგვისტური კლასიფიკაცია თურქული ენები
დამწერლობის სისტემა ლათინური (გაგაუზური ანბანით)

გაგაუზური ენა (gagauz dili, gagauzça) — გაგაუზების ენა; განეკუთვნება თურქულ ენათა ოღუზურ (სამხრეთ-დასავლეთ) ჯგუფს ანატოლიურ თურქულ, აზერბაიჯანულ და თურქმენულთან ერთად. გავრცელებულია უმთავრესად მოლდოვასა და უკრაინაში, უმნიშვნელოდ ყაზახეთსა და უზბეკეთში. გაგაუზურ ენაზე ლაპარაკობს 170,000 ადამიანი. გაგაუზურმა ენამ განიცადა მეზობელი ენების — ბულგარული, უკრაინული, რუსული, მოლდავური და რუმინული ენების ძლიერი გავლენა. გაგაუზური ენის ფონეტიური სისტემა გამოირჩევა ხმოვანთა სიუხვით: დასტურდება 20 ხმოვანი ფონემა. ძლიერია როგორც ხმოვანთა, ისე თანხმოვანთა ჰარმონია. წინადადებაში სიტყვათა რიგი თავისუფალია. გაგაუზურ ენაში გამოიყოფა 2 ძირითადი დიალექტი: ჩადირლუნგურ-კომრატული (ცენტრალური) და ვულკანეშტური (სამხრული). დამწერლობა შემოიღეს 1957 წელს, ეფუძნება რუსულ გრაფიკას. სალიტერატურო ენის საფუძველია ცენტრალური დიალექტი. 2012 წელს იუნესკომ გაგაუზური ენა გამოაცხადა გაქრობად ენად.

А а Ä ä B b C c Ç ç D d Е е Ê ê
F f G g H h I ı İ i J j K k L l
M m N n O o Ö ö Р р R r S s Ş ş
T t Ţ ţ U u Ü ü V v Y y Z z

კირილური ანბანი (ისტორიული)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
А а Ä ä Б б В в Г г Д д Е е Ё ё
Ж ж Ӂ ӂ З з И и Й й К к Л л М м
Н н О о Ö ö П п Р р С с Т т У у
Ӱ ӱ Ф ф Х х Ц ц Ч ч Ш ш Щ щ Ъ ъ
Ы ы Ь ь Э э Ю ю Я я
  • ჯიქია ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 610-611.
  • Дмитриев Н. К., Строй тюркских языков, М., 1962, с. 202-84;
  • Покровская Л. А., Грамматика гагаузского языка. Фонетика и морфология, М., 1964;
  • Zajączkowski Wł., Język i folklor gagauzów z Bulgarii, Kraków, 1966.