iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.
iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.



Link to original content: https://ka.wikipedia.org/wiki/ანდები
ანდები - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ანდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდები
კოორდინატები: 32° ს. გ. 70° დ. გ. / 32° ს. გ. 70° დ. გ. / -32; -70
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
კოლუმბიის დროშა კოლუმბია
ეკვადორის დროშა ეკვადორი
პერუს დროშა პერუ
ბოლივიის დროშა ბოლივია
ჩილეს დროშა ჩილე
არგენტინის დროშა არგენტინა
უმაღლესი წერტილი აკონკაგუა
სიმაღლე 6962 
სიგრძე 9000 კმ
სიგანე 500 კმ
ანდები — არგენტინა
ანდები

ანდები (ესპ. Andes; Cordillera de los Andes) — ყველაზე გრძელი (9000 კმ) და მსოფლიოში სიმაღლით მეორე (აკონკაგუა 6962 მ) მთათა სისტემა დედამიწაზე (ჰიმალაის მთათა სისტემის შემდეგ). მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში და კონტინენტის მთელ დასავლურ ტერიტორიას იკავებს. ანდებს მსოფლიოში მთავარ და ყველაზე დიდ წყალგამყოფ სისტემად მიიჩნევენ. ანდებში სათავეს იღებს სამხრეთ ამერიკის ყველაზე დიდი მდინარეები: ამაზონი, ორინოკო, პარაგვაი, რიო-ნეგრო და ა.შ.

ანდებში მდებარეობს რამდენიმე უდიდესი სამხრეთამერიკული ქალაქი: კიტო, ბოგოტა, ლა-პასი, სუკრე, არეკიპა, მედელინი.

აქ მდებარე ალტიპლანოს ზეგანი, მსოფლიოში სიმაღლით მეორეა ტიბეტის ზეგანის შემდეგ. ანდები კონტინენტის შვიდ სახელმწიფოს მოიცავს, ესენია: არგენტინა, ბოლივია, ჩილე, კოლუმბია, ეკვადორი, პერუ და ვენესუელა. ზოგიერთ მათგანს ანდურ ქვეყანას უწოდებენ.

ანდებში მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე მაღალი ვულკანი ოხოს-დელ-სალადო (6 893 მ) არგენტინა-ჩილეს საზღვარზე, ასევე 50 სხვა ვულკანი, რომელთა მწვერვალებიც ზღვის დონიდან 6 000 მეტრზე მაღლა მდებარეობენ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: