ალბორანის ზღვა
ალბორანის ზღვა — ყველაზე დასავლური ზღვა ხმელთაშუა ზღვაში. იგი მდებარეობს გიბრალტარის სრუტის წინ და მისი სიგრძე დაახლოებით 400 კმ-ს აღწევს, სიგანე კი 200 კმ-ს, ალბორანის ზღვის საშუალო სიღრმე შეადგენს 1000-1500 მ, მაქსიმალური სიღრმე ზღვის აღმოსავლეთ ნაწილშია და ის შეადგენს 2000 მეტრს. ზღვის სიღრმეში არის რამდენიმე წყალქვეშა ქედი. მათგან უდიდესია ალბორანის ქედი, ის გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან დასავლეთის მიმართულებით, სწორედ ამ ნაწილში მდებარეობს ალბორანის პატარა ვულკანური კუნძულებიც. ქედი ზღვას ჰყოფს სამ ნაწილად: დასავლეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ ალბორანად.
ზედაპირის ტემპერატურა ზამთრობით შეადგენს 15 °C, ხოლო ზაფხულობით 24 °C. მდიდარია ალბორანის ზღვის ეკოსისტემა, აქ მრავლადაა დელფინები და ზღვის კუები. ზღვის სანაპირო ზოლში განვითარებულია მეთევზეობა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოკეანეებისა და ზღვების საზღვრები დაარქივებული 2011-10-08 საიტზე Wayback Machine.