iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.
iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.



Link to original content: https://ka.wikipedia.org/wiki/ალბერტო_ბოტია
ალბერტო ბოტია - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ალბერტო ბოტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალბერტო ბოტია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ალბერტო ტომას ბოტია რავასკო
დაბადების
თარიღი
27 იანვარი, 1989
დაბადების
ადგილი
ესპანეთის დროშა მურსია, ესპანეთი
სიმაღლე 188
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
საბერძნეთის დროშა ოლიმპიაკოსი
ნომერი 3
ახალგაზრდული კარიერა
2000–2003 ესპანეთის დროშა მურსია
2003–2006 ესპანეთის დროშა ბარსელონა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2006–2009 ესპანეთის დროშა ბარსელონა ბ 59 (3)
2009–2010 ესპანეთის დროშა ბარსელონა 1 (0)
2009–2010 ესპანეთის დროშასპორტინგი 26 (0)
2010–2012 ესპანეთის დროშა სპორტინგი 62 (2)
2012–2014 ესპანეთის დროშა სევილია 18 (1)
2013–2014 ესპანეთის დროშაელჩე 33 (0)
2014– საბერძნეთის დროშა ოლიმპიაკოსი 50 (7)
ეროვნული ნაკრები
2009 ესპანეთის დროშა ესპანეთი 20 წლ. 8 (1)
2009–2011 ესპანეთის დროშა ესპანეთი 21 წლ. 17 (0)
2012 ესპანეთის დროშა ესპანეთი 23 წლ. 4 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ალბერტო ტომას ბოტია რავასკო (ესპ. Alberto Tomás Botía Rabasco; 27 იანვარი 1989, მურსია, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, ლა ლიგის კლუბ „სევილიის“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი.

ბოტიამ საფეხბურთო კარიერა მშობლიურ „მურსიაში“ დაიწყო. 2003 წელს ბარსელონას ახალგაზრდულ გუნდში მოხვდა. 2009 წლის 30 მაისს ჰქონდა დებიუტი ძირითად შემადგენლობაში სეზონის უკანასკნელ მატჩში „დეპორტივოს“ წინააღმდეგ. 2009 წლის 14 ივლისს გადავიდა ხიხონის „სპორტინგში“ 1 წლიანი არენდით. ერთი წლის შემდეგ კი „ხიხონურ“ კლუბთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, „ბარსელონამ“ კი მისი გამოსყიდვის უფლება დაიტოვა, 2012 წლის ზაფხულში ალბერტო ანდალუსიურ „სევილიაში“ გადაბარგდა.

2011 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ყველა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ნაკრებთან ერთად ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. 2011 წლის 25 აგვისტოს ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ბოტია ნაკრებში გამოიძახა. ჩილეს ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრის ჩასატარებლად და ლიხტენშტეინთან ევრო 2012-ის შესარჩევი მატჩის გასამართად, თუმცა დელ ბოსკეს ის მოედანზე არ გაუყვანია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]