iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.
iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.



Link to original content: https://ka.wikipedia.org/wiki/ადენოზინტრიფოსფორმჟავა
ადენოზინტრიფოსფორმჟავა - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ადენოზინტრიფოსფორმჟავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადენოზინტრიფოსფორმჟავა
ადენოზინტრიფოსფორმჟავა: ქიმიური ფორმულა
ადენოზინტრიფოსფორმჟავა: მოლეკულის ხედი
ზოგადი
ქიმიური ფორმულაC10H16N5O13P3
მოლური მასა507.18 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე1.04(დინატრიუმის მარილი) /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა187(დინატრიუმის მარილი) °C
ქიმიური თვისებები
pKa6.5

ადენოზინტრიფოსფორმჟავა (ატფ) — უჯრედის ნებისმიერი ფუნქციის ენერგიით უზრუნველყოფის უშუალო წყარო. უჯრედის ყოველგვარი აქტივობა — მოძრაობა, ბიოსინთეზი, ელექტრობის გენერაცია და სხვ. — ხორციელდება ატფ-ის ჰიდროლიზის შედეგად გათავისუფლებულ ენერგიის ხარჯზე.

ქიმიური სტრუქტურის მიხედვით ატფ განეკუთვნება ნუკლეოტიდებს. ის შეიცავს ადენოზინს და ფოსფორმჟავას სამ ნაშთს. თავად ადენოზინი შედგება აზოტოვანი ფუძე ადენინისა და ნახშირწყალ რიბოზასგან.

ატფ-ის ემპირიული ფორმულაა: C10H16N5O13P3.

ატფ-ის მოლეკულური სტუქტურა არასტაბილურია, სპეციფიკური ფერმენტების ზეგავლენით ის განიცდის ჰიდროლიზს — იერთებს წყლის მოლეკულას და იხლიჩება:

ატფ + H2O → ადფ + H3PO4 + ენერგია
ატფ + H2O → ამფ + H4P2O7 + ენერგია

ამ დროს საბოლოო ფოსფორიანი ნაშთი გვაძლევს ფოსფორმჟავას, ხოლო ატფ გარდაიქმნება ადენოზინდიფოსფორმჟავად (ადფ) ან ადენოზინმონოფოსფორმჟავად (ამფ). ამ რეაქციის შედეგად თავისუფლდება 40-დან 60-მდე კ ჯოულ/მოლი ენერგია.ატფ გამოიყენება როგორც ცხოველურ ასევე მცენარეულ უჯრედში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]