iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.
iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.



Link to original content: https://ka.wikipedia.org/wiki/აბიჯანი
აბიჯანი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

აბიჯანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
აბიჯანი
ფრანგ. Abidjan
დროშა გერბი

ქვეყანა კოტ-დ’ივუარის დროშა კოტ-დ’ივუარი
კოორდინატები 5°20′11″ ჩ. გ. 4°01′36″ დ. გ. / 5.33639° ჩ. გ. 4.02667° დ. გ. / 5.33639; -4.02667
დაარსდა 1898
პირველი ხსენება 1896
ფართობი 2119 კმ²
ცენტრის სიმაღლე 18 მეტრი
მოსახლეობა 4 980 000 (2016)[1]
სასაათო სარტყელი UTC±00:00
სატელეფონო კოდი 00225
ოფიციალური საიტი https://www.abidjan.district.ci/
აბიჯანი — კოტ-დ’ივუარი
აბიჯანი

აბიჯანი (ფრანგ. Abidjan) — კოტ-დ’ივუარის ყველაზე დიდი ქალაქი. აბიჯანის ავტონომიური ოლქის ადმინისტარციული ცენტრი. მდებარეობს გვინეის ყურის ნაპირას. ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. ქალაქს აქვს მსხვილი საზღვაო პორტი, საერთაშორისო აეროპორტი, კვების და მსუბუქი მრეწველობის საწარმოები, უნივერსიტეტი. მოსახლეობა — 4 395 243 ადამიანი (2014), გარეუბნებით — 4 707 404 ადამიანი (2014). მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მესამე ფრანგულენოვანი ქალაქი მსოფლიოში (პარიზისა და კინშასის შემდეგ) და ფრანგულ ენაზე მოსაუბრეთა მიხედვით მეორე ქალაქი (2014 წლიდან).[2]

ებრიეს ტომის ხალხში არსებობს ლეგენდა, რის მიხედვითაც ქალაქის დასახელება წარმოიშვა ევროპელებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის გაუგებრობის შედეგად. ლეგენდის თანახმად, სოფელში მოსულმა პირველმა ევროპელმა ჰკითხა იქვე მდგარ ადგილობრივ მოხუცს ამ დასახლებული პუნქტის სახელწოდება. მოხუცი ამ დროს ხის ტოტებს ჭრიდა (სავარაუდოდ სახურავის შესაკეთებლად) და ევროპელის დანახვისას მისი კითხვა ვერ გაიგო, შეკითხვა მუქარად აღიქვა, შეშინდა და წამოიყვირა „tchan me bidjan“ (ანუ „მე მხოლოდ ტოტებს ვჭრიდი“). ევროპელმა კი გადაწყვიტა, რომ მას მოხუცმა სოფლის სახელი უთხრა.

მდებარეობს ლაგუნა ებრიეს (la lagune Ébrié) ოთხ ნახევარკუნძულზე გვინეის ყურეში.

აბიჯანში სუბეკვატორული ჰავაა. გვხვდება ორი წვიმიანი: აპრილიდან-ივლისამდე და ოქტომბრიდან-ნოემბრამდე და ორი მშრალი სეზონი: გრძელი დეკემბრიდან-აპრილამდე და მოკლე აგვისტოდან-სექტემბრამდე. ნალექების საშუალო რაოდენობა წელიწადში 2000 მმ-ია. ყველაზე მშრალი თვე იანვარია (დაახ. 40 მმ), ყველაზე ნალექიანი კი — ივლისი (დაახ. 500 მმ). წლის საშუალო ტემპერატურაა +27 °C, ხოლო მიუხედავად იმისა, რომ აბიჯანი მდებარეობს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ყველაზე უფრო ცივი თვეა აგვისტო (+25 °C), ხოლო მარტში ტემპერატურა მატულობს +28 °C-მდე. ამის მიზეზია ქარის მიმართულებებში: ნოტიო სეზონის დროს ქარი სამხრეთიდან ქრის, სადაც მდებარეობს გვინეის ყურე, ხოლო მშრალ სეზონში ცხელი მშრალი ჰაერი ქრის საჰარის უდაბნოდან. ანალოგიურია ტემპერატურის აბსოლუტური რეკორდებიც: თებერვალში ფიქსირდებოდა +43 °C ტემპერატურა, რაც ანომალურად მაღალია ეკვატორისპირეთის რაიონებისთვის, ხოლო ერთხელ აგვისტოში ტემპერატურა +15 °C-მდეც დაეცა.

ქალაქი 1896 წელს დააარსეს ფრანგმა კოლონისტებმა ებრიეს ტომის ხალხის მეთევზეთა რამდენიმე სოფლის ადგილას. 1903 წელს გახდა ქალაქი. ქალაქის განვითარებას ხელი შეუწყო XX საუკუნის დასაწყისში მატერიკის სიღრმისაკენ მიმავალი რკინიგზის გახსნამ. საფრანგეთის ცალკე გამოყოფილი კოლონია სპილოს ძვლის ნაპირის (ახლანდელი კოტ-დ’ივუარი, ფრანგ. Côte-d'Ivoire) ცენტრი გახდა 1934 წლიდან. აბიჯანის ეკონომიკური მნიშვნელობა გაიზარდა 1950 წელს ვრიდის არხის მშენებლობის შემდეგ, რითაც ქალაქი შეუერთდა ოკეანეს; ამან გამოიწვია აბიჯანში ღრმაწყლიანი პორტის გახსნა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 1983 წლამდე აბიჯანი ქვეყნის დედაქალაქია. ამის შემდეგ ქვეყნის ოფიციალური დედაქალაქი გახდა იამასუკრო. თუმცა აბიჯანმა შეინარჩუნა დე ფაქტო დედაქალაქის სტატუსი, ქალაქი დღესაც ქვეყნის ეკომომიკური და კულტურული ცენტრია.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი დაყოფილია 10 მუნიციპალიტეტად.

ქალაქის მოსახლეობა 2014 წლის აღწერის მიხედვით შეადგენს — 4 395 243 ადამიანს[3][4], შემოგარენი დასახლებული პუნქტებით — 4 707 404 ადამიანს (2014).

აბიჯანი — ქვეყნის მთავარი საზღვაო პორტია (2000-იანი წლების დასაწყისში პორტის ტვირთბრუნვა შეადგენდა 15 მილიონ ტონას წელიწადში), საავტომობილო გზების კვანძია და აბიჯანი — კაიას (ბურკინა-ფასო) სარკინიგზო ხაზის საწყისი საწყისი პუნქტია. ფუნქციონირებს პორტ-ბუეს საერთაშორისო აეროპორტი. აბიჯანი — კოტ-დ’ივუარის სავაჭრო და სამრეწველო ცენტრია. განვითარებულია ნავთობგადამუშავება (ქალაქში მდებარეობს დასავლეთ აფრიკაში მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა), კვების (კონსერვების, ხსნადი ყავის და სხვა სახის კვების პროდუქტების წარმოება) და მსუბუქი მრეწველობა (ქსოვილის, ტრიკოტაჟის, ფეხსაცმლის წარმოება). ასევე მოქმედებს ქიმიური, ხე-ტყის დამამუშავებელი, ლითონდამამუშავებელი, გემთმშენებელი მრეწველობის საწარმოები. შენარჩუნებულია ტრადიციული კუსტარული ხელსაქმეობა. ელექტროენერგია გამომუშავდება თბოელექტროსადგურებში. ქალაქში განლაგებულია კოტ-დ’ივუარის ბევრი ეროვნული კომპანიის სათაო ოფისები, უცხოური მსხვილი კომპანიების წარმომადგენლობები.

აბიჯანის სატრანსპორტო კომპანია (SOTRA, Société des transports Abidjanais) უზრუნველყოფს ქალაქის სამგზავრო გადაყვანებს ავტობუსების და ტაქსის საშუალებით.

აბიჯანში მდებარეობს 1958 წელს დაარსებული უნივერსიტეტი, ხელოვნების უმაღლესი ეროვნული სკოლა, ცენტრალური და ეროვნული ბიბლიოთეკა, ეროვნული მუზეუმი, „შადრის“ გალერეა.

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბიჯანის დაძმობილებული ქალაქებია:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]