iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.
iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.



Link to original content: http://ka.wikipedia.org/wiki/YouTube
YouTube - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

YouTube

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
YouTube, LLC
ტიპი შვილობილი კომპანია, შპს
დაფუძნდა 14 თებერვალი, 2005; 19 წლის წინ (2005-02-14)
დამაარსებელი ჩად ჰარლი, სტივ ჩენი, ჯოუდ კარიმი
სათავო ოფისი სან ბრუნო, კალიფორნია
კოორდინატები 37°37′41″ ჩ. გ. 122°25′35″ დ. გ. / 37.62806° ჩ. გ. 122.42639° დ. გ. / 37.62806; -122.42639
მფლობელი Google

YouTube — ვიდეოპორტალი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ატვირთონ და გაუზიარონ ერთმანეთს ვიდეოები. 2005 წლის თებერვალში[1], PayPal-ის სამმა ყოფილმა თანამშრომელმა შექმნა YouTube, ხოლო 2006 წლის ნოემბერში გუგლმა იგი შეიძინა $1.65 მილიარდად და დღესდღეობით მუშაობს როგორც გუგლის შვილობილი კომპანია. კომპანია დაფუძნდა სან ბრუნოში, კალიფორნიაში და იყენებს Adobe Flash Player-ისა და HTML5-ის ტექნოლოგიას, მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული მრავალფეროვანი ვიდეომასალის გადმოსაცემად, მათ შორის: კინო და სატელევიზიო კლიპების, მუსიკალური კლიპების, ასევე სამოყვარულო მასალების, როგორებიცაა ვიდეო ბლოგერობა და მოკლე ორიგინალური ვიდეოები. YouTube-ზე ყველაზე მეტ მასალას ტვირთავენ ცალკე პიროვნებები, თუმცა მედია კორპორაციები, მათ შორის CBS, BBC, UMG და სხვა ორგანიზაციები, სთავაზობენ მომხმარებლებს თავიანთ ნაწარმს, საიტის მეშვეობით, YouTube-თან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში[2].

დაურეგისტრირებელ მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ ვიდეოების ყურება, მაშინ როდესაც დარეგისტრირებულს შეუძლია ვიდეოების ატვირთვა განუსაზღვრელი რაოდენობით, ვიდეოების შეფასება და კომენტარების დაწერა. ვიდეოებს, რომლებიც შესაძლოა შეიცავდნენ არასასიამოვნო ან შეურაცხმყოფელ შინაარსს, აქვთ ნახვის შეზღუდვა 18 წლამდე. იმ ვიდეოების ატვირთვა, რომლებიც შეიცავენ ცილისწამებას, პორნოგრაფიას, საავტორო უფლების დარღვევასა და დანაშაულისკენ მოწოდებას, აკრძალულია YouTube-ის სერვისის წესდებით.

YouTube-ის დევიზია: Broadcast Yourself (ქართ. იმაუწყებლე შენით).

YouTube-ის ახლანდელი სათავო ოფისი სან ბრუნოში, კალიფორნია

YouTube დააარსა PayPal-ის ყოფილმა სამმა თანამშრომელმა: ჩად ჰარლიმ, სტივ ჩენიმ და ჯოუდ კარიმიმ. ჰარლი სწავლობდა დიზაინს პენსილვანიის ინდიანას უნივერსიტეტში, ხოლო ჩენი და კარიმი ერთად - საინფორმაციო მეცნიერებას ილინოისის უნივერსიტეტი ურბანას დაბლობში[3].

მედიაში გავრცელებული ცნობით, ჩად ჰარლიმ და სტივ ჩენმა YouTube-ის შექმნის იდეა 2005 წლის დასაწყისში დაამუშავეს, შთამაგონებელი აღმოჩნდა სან ფრანცისკოში ჩენის დაბადების დღის წვეულების სადილზე გადაღებული ვიდეოს გავრცელების პრობლემა. ჯოუდ კარიმი არ ესწრებოდა წვეულებას და უარყოფს ყოველივეს. ჩად ჰარლის კომენტარით: YouTube-ის შექმნის იდეა სადილის შემდეგ, „შეიძლება იყოს ძალიან გაზვიადებული მარკეტინგული თვალსაზრისით, ადვილად გადასაყლაპი ისტორიის შექმნისას“[4].

YouTube-მა მოღვაწეობა თავდაპირველად 11,5 $ მილიონიანი კაპიტალდაბანდებით დაიწყო, რომელიც გამოყო სექვოია კაპიტალმა 2005 წლის ნოემბრიდან 2006 წლის აპრილამდე პერიოდში[5]. YouTube-ის ადრინდელი სათავო ოფისი განთავსებული იყო პიცერიისა და იაპონური რესტორნის თავზე სან მატეოში, კალიფორნია[6]. დომენური სახელიwww.youtube.com“ 2005 წლის 15 თებერვალს გააქტიურდა და მომდევნო რამდენიმე თვეში ჩამოყალიბდა საიტიც[7]. პირველი ვიდეო YouTube-ზე იყო სახელად „Me at the zoo“ („მე ზოოპარკში“), რომელიც გვიჩვენებს თანადამაარსებელს ჯიუდ კარიმს სან დიეგოს ზოოპარკში[8]. ვიდეო აიტვირთა 2005 წლის 23 აპრილს და დღესაც შესაძლებელია მისი ნახვა საიტზე[9].

YouTube-მა საზოგადოებას საიტის საცდელი ვერსია 2005 წლის მაისში შესთავაზა, ექვსი თვით ადრე, სანამ ოფიციალურად ამუშავდებოდა ამავე წლის ნოემბერში. საიტი სწრაფად განვითარდა და 2006 წლის ივლისში კომპანიამ გამოაცხადა, რომ ყოველდღიურად საიტზე 65,000-ზე მეტი ვიდეო იტვირთებოდა და 100 მილიონზე მეტ ვიდეოების ყურებას ფიქსირდებოდა[10]. საბაზრო კვლევის კომპანიის, „comScore“-ის გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, YouTube არის ონლაინ ვიდეოების გაბატონებული მომწოდებელი აშშ-ში, საბაზრო წილის 43 პროცენტით და 6 მილიარდზე მეტი ვიდეოების ყურებით, რაც დაფიქსირდა 2009 წლის იანვარში[11]. დათვლილია, რომ ყოველ წუთში საიტზე იტვირთება 20 საათის ხანგრძლივობის ვიდეოები, რომლის დაახლოებით სამი მეოთხედი მოდის აშშ-ის გარედან[12][13]. „Alexa“-მ შეაფასა YouTube რიგით მესემე ყველაზე ნახვად საიტად ინტერნეტში, გუგლისა და Facebook-ის შემდეგ[14][15].

სახელის „www.youtube.com“-ის შერჩევამ პროექტს პრობლემები შეუქმნა მსგავსი სახელწოდების საიტთან „www.utube.com“-თან. საიტის მფლობელმა „Universal Tube & Rollform Equipment“-მა უჩივლა YouTube-ს სასამართლოში, მას შემდეგ რაც მისი საიტი YouTube-ზე შემსვლელთა მსურველებით გადაიტვირთა. „Universal Tube“-მა შემდგომ შეიცვალა სახელი და დაირქვა „www.utubeonline.com[16][17].

2006 წლის ოქტომბერში, „Google Inc.“-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია YouTube-ის შესყიდვის შესახებ $1.65 მილიარდად. შეთანხმება საბოლოოდ შედგა 13 ნოემბერს[18]. გუგლს არ მოუწოდებია დეტალური ციფრები YouTube-ის მიმდინარე ღირებულებაზე და YouTube-ის წლიური შემოსავალი 2007 წელს იყო აღნიშნული, როგორც „არა მატერიალური“ მარეგულირებელ დოკუმენტებში[19]. 2008 წლის ივნისში, გაზეთ Forbes-მა YouTube-ის 2008 წლის ბრუნვა შეაფასა $200 მილიონად.[20].

2008 წლის ნოემბერში, YouTube-მა ხელშეკრულება გააფორმა შემდეგ კომპანიებთან: „MGM“, „Lions Gate Entertainment“ და „CBS“, რის შემდეგაც მათ ეძლეოდად უფლება აეტვირთათ საიტზე სრულმეტრაჟიანი ფილმები და სატელევიზიო შოუები რეკლამებთან ერთად. ეს ნაბიჯი განზრახული იყო იმისთვის, რომ შეექმნათ „Hulu“-ს მაგვარი საიტი, რომელიც წარმოადგენს მასალებს ცნობილი კომპანიებიდან: „NBC“, „Fox“ და „Disney“[21][22].

2009 წლის 9 ოქტომბერს, YouTube-ის შეძენის მესამე წლისთავზე, ჩად ჰარლიმ გამოაქვეყნა ინფორმაცია თავის ბლოგზე, რომ YouTube-ზე კვლავ ფიქსირდება დღეში მილიარდზე მეტი ვიდეოების ნახვა მსოფლიოს მასშტაბით[23].

საზოგადოებრივი გავლენა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიმ ჯიონგ-ჰიუნი ასრულებს Pachelbel's Canon-ს YouTube-ის ერთ-ერთ ყველაზე ნახვად ვიდეოში

2005 წლამდე, სანამ YouTube დაიწყებდა მუშაობას, მხოლოდ რამდენიმე მეთოდი არსებობდა ჩვეულებრივი კომპიუტერის მომხმარებლისთვის, რომ განეთავსებინა საკუთარი ვიდეო ინტერნეტ სივრცეში. ადვილი და უბრალო ინტერფეისით, YouTube-მა ყველას, ვისაც აქვს ინტერნეტთან კავშირი, მისცა საშუალება წარედგინათ თავიანთი ვიდეო უდიდესი აუდიტორიისათვის, რომლებსაც ვიდეოს ნახვა შეეძლოთ რამდენიმე წუთში. YouTube-ის მრავალფეროვანმა თემატიკამ ვიდეო გაზიარება ინტერნეტის კულტურის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად გადააქცია.

საზოგადოებრივი გავლენის თავდაპირველი მაგალითი იყო „Bus Uncle“-ის (ავტობუსის ბიძა) წარმატება 2006 წელს. ის გვიჩვენებს ახალგაზრდა და უფროს მამაკაცს შორის გაცხარებულ დებატებს ჰონგ კონგის ავტობუსში. შემდგომ ვიდეო ფართოდ იქნა განხილული მედიაში[24]. სხვა YouTube-ის ვიდეო, რომელიც ფართო განხილვის საგანი გახდა, იყო guitar (გიტარა)[25], რომელშიც ნაჩვენებია Pachelbel's Canon-ს შესრულება ელექტრონულ გიტარაზე. შემსრულებლის სახელი არ არის მოცემული ვიდეოში, მაგრამ შემგომში, როდესაც მილიონობით ნახვა დააგროვა, The New York Times-მა გამოაშკარავა გიტარისტის პიროვნება. იგი იყო 23 წლის სამხრეთ კორეელი ლიმ ჯიონგ-ჰიუნი, რომელმაც ვიდეო საკუთარ საძინებელ ოთახში ჩაწერა[26].

2008 წელს YouTube Peabody-ის ჯილდოთი დაჯილდოვდა და მოხსენიებულია როგორც „Speakers' Corner რომელიც ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას.“[27][28].

საავტორო უფლებებით დაცული მასალა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

YouTube-ს ხშირად აკრიტიკებენ საავტორო უფლების დამრღვევი მასალის ატვირთვისგან არასაკმარისი დაცვის გამო. როდესაც ვიდეოს ტვირთავ YouTube-ზე, მომხმარებელის ეკრანზე ყოველთვის გამოდის მესიჯი:

„არ ატვირთოთ სატელევიზიო გადაცემები, მუსიკალური ვიდეოები, მუსიკალური კონცერტები ან რეკლამები უფლების გარეშე. საავტორო უფლებების გვერდი და საზოგადოების დირექტივები დაგეხმარებათ გაიგოთ, არღვევს თუ არა თქვენი ვიდეო სხვა პიროვნების საავტორო უფლებებს“[29]

. მიუხედავად ამ რჩევისა, საიტზე კვლავ ბევრი უუფლებო კლიპია ატვირთული სატელევიზიო შოუებიდან, ფილმებიდან და მუსიკალურ ვიდეოებიდან. YouTube არ ნახულობს ვიდეოებს ონლაინ სივრცეში განთავსებამდე და საავტორო უფლების მფლობელებს უტოვებს დაცული მასალი მოხსნა/არმოხსნის საკითხს, „ციფრული ეპოქის საავტორო უფლების შესახებ დადგენილების“ საფუძველზე.

ბევრმა ორგანიზაციამ, მათ შორის „Viacom“-მა, „Mediaset“-მა და ინგლისის პრემიერ ლიგამ საჩივარი შეიტანა YouTube-ის წინააღმდეგ. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ YouTube ძალიან ცოტას აკეთებს საავტორო უფლებებით დაცული ვიდეოების ატვირთვის საწინააღმდეგოდ[30][31][32]. „Viacom“ ითხოვს $1 მილიარდ დოლარს მიყენებული ზარალისთვის და აცხადებს, რომ აღმოჩენილი აქვს 150,000 უუფლებო კლიპი, რომლებიც 1.5 მილიარდჯერ არის ნანახი. მას შემდეგ, რაც „Viacom“-მა საჩივარი შეიტანი, YouTube-მა აამუშავა სისტემა სახელად „Video ID“, რომელიც ამოწმებს ატვირთულ ვიდეოებს საავტორო უფლებებით დაცული ვიდეოების ბაზასთან, რის მეშვეობითაც მცირდება უფლებების დარღვევა[33][34]. 2010 წლის 23 ივლისს, „Viacom“-ის სარჩელი „Google“-ს წინააღმდეგ არ იქნა მიღებული წინასაროცესო მოსმენაზე, იმის საფუძველზე, რომ „Google“ დაცულ იყო „ციფრული ეპოქის საავტორო უფლების შესახებ დადგენილებით“. მოგვიანებით „Viacom“-მა გამოაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდა.[35]

2008 წლის აგვისტოში, აშშ-ის სასამართლომ საქმეში „Lenz v. Universal Music Corp.“ გადაწყვიტა, რომ საავტორო უფლების მფლობელს არ შეუძლია მოითხოვოს ონლაინ ფაილის წაშლა იმის გაურკვევლად, მასალა ჩაფიქრებული იყო თუ არა „სამართლიანი გამოყენებით“ გავრცელებისთვის. საქმეში გადიოდა სტეფანი ლენცი ქალაქ გალიცინიდან, რომელმაც პრინსის სიმღერა „Let's Go Crazy“-ზე მოცეკვავე, თავისი 13 წლის ვაჟის 29-წამიანი ვიდეო გადაიღო და YouTube-ზე ატვირთა.[36]

YouTube-ს ასევე აკრიტიკებენ ბევრი ვიდეოს შეურაცხმყოფელი შინაარსის გამო. ცილისწამების, პორნოგრაფიის და კრიმინალის წამახალისებელი შინაარსის შემცველი ვიდეომასალის ატვირთვა YouTube-ის მოხმარების წესებით აკრძალულია.[37] საკამათო ნაწილში ხვდება მაგალითად ჰოლოკოსტის უარყოფა და ჰილსბოროს ტრაგედია, ასევე შეთქმულების თეორიები და რელიგია.[38][39]

YouTube მომხმარებლებს ანდობს თავად მონიშნონ შეუფერებელი ვიდეოები, რომელსაც შემდგომ YouTube-ის მუშაკები გადახედავენ - არღვევს, თუ არა მასალა საიტის მოხმარების წესებს.[37] 2008 წლის ივლისში, გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის კულტურისა და მედიის კომიტეტმა განაცხადა, რომ „მოხიბლული არ იყო“ YouTube-ის მასალის-კონტროლის სისტემით და რომ „შინაარსის წინასწარი გადახედვა სტანდარტულ პრაქტიკად უნდა იქცეს იმგვარი საიტებისთვის, რომლებიც მომხმარებლის მიერ შექმნილ მასალას ათავსებენ.“ YouTube ამ განცხადებას შემდეგით გამოეხმაურა: „ჩვენ გვაქვს მკაცრი წესები საიტზე დაშვებულ მასალაზე და სისტემა საშუალებას აძლევს ყველას შეუფერებელი მასალის ნახვისას, შეატყობინოს 24/7 გადახედვის გუნდს და მოახდინოს რეაგირება მყისიერად. ჩვენ ვასწავლით ჩვენს საზოგადოებას წესებს და ვათავსებთ პირდაპირ ბმულებს YouTube-ის ყველა გვერდიდან, მომხმარებლებისთვის ამ პროცესის მაქსიმალურად გასაადვილებლად. ჩვენ საიტზე ატვირთული მასალის მოცულობის გათვალისწინებით, ვფიქრობთ ეს არის ყველაზე ეფექტიანი გზა იმ მცირე ოდენობის ვიდეოების წაშლის უზრუნველსაყოფად, რომლებიც წესებს არღვევენ.“[40]

რამდენიმე ქვეყანას, მას შემდეგ რაც YouTube-მა დაიწყო მუშოაბა, მასთან მისაწვდომობა დაბლოკილი აქვს. მათ შორისაა: ჩინეთი, რომელმაც YouTube დაბლოკა სიძიანის არეულობის ამსახველი ვიდეოების გაუვრცელებლობისთვის[41][42], მაროკო (2008)[43] და ტაილანდი (2006-2007).[44] დღესდღეობით, YouTube დაბლოკილია თურქეთში, მას შემდეგ რაც ვიდეოებში მუსტაფა ქემალ ათათურქი შეურაცყვეს[45]. მიუხედავად დაბლოკვისა, თურქეთის პრემიერ მინისტრმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანიმ აღიარა ჟურნალისტებთან, რომ მათ კვლავ შეუძლიათ YouTube-ს ესტუმრონ ღია პროქსის გამოყენებით[46].

2006 წლის 3 დეკემბერს, ირანმა დროებით დაბლოკა YouTube-თან მისაწვდომობა სხვა რამდენიმე საიტთან ერთად, მას შემდეგ რაც დაარღვიეს სოციალური და მორალური ეთიკის კოდექსი. შემდეგ YouTube კვლავ დაბლოკეს იმ ვიდეოს ატვირთვის შემდეგ, სადაც ნაჩვენები იყო ირანელი საპნის ოპერის ვარსკვლავის სექსი[47]. შემდგომში ბლოკი მოიხსნა, ხოლო 2009 წლის ირანის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კვლავ დაიბლოკა[48].

2008 წლის 23 თებერვალს, პაკისტანმა დაბლოკა YouTube ისლამური სარწმუნოების მიმართ „შეურაცხმყოფელი მასალის“ ატვირთვისათვის, კერძოდ წინასწარმეტყველის მაჰმადის კარიკატურების გამო[49]. პაკისტანმა ბლოკი მოხსნა საიტს იმავე წლის 26 თებერვალს[50]. ბევრმა პაკისტანელმა ამ სამი დღის განმავლობაში გამოიყენა ვირტუალური პირადი ქსელი და შეძლო YouTube-ზე შესვლა[51].

ზოგი ქვეყნის სკოლებში YouTube-თან მისაწვდომობა დაბლოკილია - სტუდენტების მხრიდან ხულიგნური და რასისტული ქცევების, სკოლის ჩხუბებისა და სხვა შეუფერებელი შინაარსის ვიდეოების ატვირთვის პრევენციისთვის[52].

YouTube-ის ვიდეოების ნორმალური, მაღალი და HD ხარისხების შედარება და მათი ნამდვილი გაფართოებები

YouTube-ის ვიდეოების დამკვრელი ტექნოლოგია საიტის მომხმარებლებისთვის დაფუძნებულია Adobe Flash Player-ზე. ეს ტექნოლოგია საიტზე ისეთი ხარისხის ვიდეოებს გვიჩვენებს, რომლის შედარება შეიძლება ისეთ ტექნოლოგიებთან, როგორებიცაა Windows Media Player, QuickTime და RealPlayer. ეს ჩვეულებრივ მოითხოვს, რომ მომხმარებელმა გადმოწერეს და დააყენოს ვებ ბრაუზერიზ პლაგინს, იმისთვის რომ ნახოს ვიდეო[53]. ფლეშ ვიდეოების ნახვა ასევე მოითხოვს პლაგინს, მაგრამ ვაჭორიბს გამოკვლევამ Adobe Systems-დან აღმოაჩინა, რომ Flash პლაგინი აყენია 95%-ზე მეტ პერსონალურ კომპიუტერზე[54].

სტანდარტული ანგარიშებიდან ატვირთული ვიდეოების ლიმიტი სიგრძეში არის ათი წუთი, ხოლო ზომაში 2 გბ[55][56]. როდესაც YouTube-მა დაიწყო მუშაობა 2005 წელს, შესაძლებელი იყო უფრო გრძელი ვიდეოების ატვირთვა, მაგრამ 10 წუთიანი ლიმიტი შემოიღეს 2006 წლის მარტში, მას შემდეგ რაც აღმოაჩინეს, რომ გრძელი ვიდეოების უმეტესობა იყო აკრძალული სატელევიზიო შოუები და ფილმები[57][58]. პარტნიორი ანგარიშები არიან ნებადართულნი, რომ ატვირთონ 10 წუთზე გრძელი ვიდეოები[59].

YouTube-ის მხარს უჭერს ვიდეოების ბევრ ფორმატს, მათ შორის .WMV, .AVI, .MKV, .MOV, MPEG, .MP4, DivX, .FLV და .OGG. იგი ასევე მხარს უჭერს 3GP ფორმატს და საშუალებას გვაძლევს ავტვირთოთ ვიდეოები პირდაპირ მობილური ტელეფონიდან[60].

YouTube თავდაპირველად გვთავაზობდა ვიდეოებს მხოლოდ ერთ ფორმატში, მაგრამ ახლა მას აქვს სამი მთავარი ფორმატი, ისევე როგორც „მობილურის“ ფორმატი, ვიდეოების მობილურ ტელეფონში სანახავად. ორიგინალი ფორმატი, ახლა დარქმეული „სტანდარტული ხარისხი“ წარმოადგენს ვიდეოს 320x240 პიქსელის გაფართოებით და იყენებს Sorenson Spark-ის კოდეკს მონო MP3 აუდიოთი[61]. ეს იყო სტანდარტი ონლაინ ვიდეოებისათვის

„მაღალი ხარისხის“ ვიდეოები გამოჩნდა 2008 წლის მარტში და აჩვენებდა ვიდეოს 864x480 პიქსელით სტერეო AAC ხმით[62]. ეს ფორმატი სტანდარტული ხარისხისგან მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული. 2008 წლის ნოემბერში, 720p HD-ს მხარდაჭერა დაემატა[63]. ერთდროულად, YouTube-ის დამკვრელი შეიცავალა 4:3 თვალთახედვის პროპორციიდან ფართო ეკრანიან 16:9-ზე. 720p ვიდეოები არის ნაჩვენები 1280x720 პიხელის გაფართოებით და შეიცავს H.264 ვიდეო კოდეკს. ის ასევე შეიცავს სტერეო აუდიო AAC ფორმატს. 2009 წლის ნოემბერში YouTube-ს მაღალხარისხიანი 1080p-ის მხარდაჭერა დაემატა. 2010 წლის ივლისში YouTube-მა განაცხადა, რომ მან გაუშვა ვიდეოების გაფართოება 4k ფორმატით, რომელიც საშუალებას აძლევს ვიდეოს გაფართოებას 4096x3072 პიქსელამდე.[64][65]

YouTube-ის ვიდეოები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ხარისხის ეტაპებით. ძველი სახელები, როგორიცაა სტადარტული ხარისხი (SQ), მაღალი ხარისხი (HQ) და მაღალი გარჩევადობა (HD) შეიცვალა რიცხვითი მაჩვენებლით, რომელზეც გამოსახულია ვიდეოების ვერტიკალური გაფართოება.

ამჟამინდელი YouTube-ის მედია ტიპების შედარება
ftm შეფასება[1] 5 34 35 18 22 37 38 43 45 17
მთავარი საცავი FLV MP4 WebM[66] 3GP
ვიდეო დაშიფვრა Sorenson H.263 MPEG-4 AVC (H.264) VP8 MPEG-4 Visual
მაქს. სიგანე (პიქსელი) 400 640 854 480 1280 1920 4096 854 1280 176
მაქს სიმაღლე (პიქსელი) 240 360 480 360 720 1080 3072 480 720 144
ბიტრეიტი[2] (Mbit/s) 0.25 0.5 0.8 - 1 0.5 2 3.5 - 5
აუდიო დაშიფვრა MP3 AAC Vorbis AAC
არხები 1–2 2 (stereo)
შერჩევის სიხშირე (Hz) 22050 44100 48000 44100
ბიტრეიტი[2] (kbit/s) 96 128

^ 1 fmt was an undocumented URL parameter that allowed selecting YouTube quality mode without using player user interface. Since December of 2010 this parameter is no longer supported.
^ 2 Approximate values based on statistical data; actual bitrate can be higher or lower due to variable encoding rate.[67][68][69][70]

ვიდეოში, რომელიც გამოქვეყნდა 2009 წლის 21 ივლისს[71], YouTube-ის პროგრამების ინჟინერი, პიტერ ბრედშოუ აცხადებს, რომ YouTube-ის მომხმარებლებს უკვე შეუძიათ ატვირთონ 3D ვიდეოები. ვიდეოებს შეგვიძლია ვუყურათ ნორმალური გზით, ხოლო რომ მივიღოთ 3D ეფექტი, უნდა გვეკეთოს სპეციალური სათვალეები[72][73][74].

YouTube ამჟამად ტესტირებას უკეთებს HTML5 ტექნოლოგიას, რომლის მეშვეობითაც ვიდეოების ყურება შესაძლებელია Adobe Flash Player-ის გარეშე[75][76]. YouTube-ის საიტზე არის გვერდი, სადაც შესაძლებელია HTML5-ს ფუნქციების გამოცდა მხარდაჭერილი ბრაუზერით[77].

შიგთავსთან მისაწვდომობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

YouTube-ის ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობაა, რომ მომხმარებლებმა ნახონ ვიდეოები საიტის გამოყენების გარეშე. თითოეული YouTube-ის ვიდეო არის წარმოდგენილი HTML-ის ნაწილითან ერთად, რომელიც შეიძლება იქნეს გამოყენებული იმისთვის, რომ აჩვენოს ვიდეოების YouTube-ის საიტის გარეთ. ეს ფუნქცია ძირითადად გამოყენებულია სოციალურ ქსელებსა და ბლოგებში[78] .

YouTube ხშირად არ გვთავაზობს ვიდეოების გადმოსაწერ ლინკს. ეს განზრახულია იმისთვის, რომ ვიდოებს ვუყუროთ საიტის მეშვეობით[79]. ვიდეოების პატარა რაოდენობა, როგორიცაა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ყოველკვირეული მიმართვა, შესაძლებელია გადმოწეროთ MP4 ფორმატში[80]. პროგრამებითა და ბრაუზერის პლაგინების მეშვეობით შესაძლებელია ვიდეოების გადმოწერა[81]. 2009 წლის თებერვალში, YouTube-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია ახალ ტესტირებად სერვისზე, რომლის მეშვეობით YouTube ნებას დართავს პარტნიორ კომპანიებს, რომ გადმოწერონ ვიდეოები უფასოდ ან ფასიანად Google Checkout-ის მეშვეობით[82].

ზოგ სმარტ ფოუნს აქვს YouTube-ის ვიდეოების ჩვენების შესაძლებლობა, დამოკიდებულია პროვაიდერზე. YouTube-ის მობილურმა ვერსიამ მუშაობა დაიწყო 2007 წლის ივნისში და იყენებს RTSP ვიდეობისათვის[83] YouTube-ის ყველა ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი საიტის მობილურ ვერსიისთვის[84].

2007 წლის ივნისიდან, YouTube-ის ვიდეოები ხელმისაწვდომია სანახავად ეპლის სხვადასხვა პროდუქტისათვის. ვიდეოების ნახვა შესაძლებელია Apple TV-სა და iPhone-ზე[85]. TiVo სერვისი განახლდა 2008 წლის ივლისში, და საშუალებას იძლევა მოძებნოთ და ნახოთ YouTube-ის ვიდეოები[86]. 2009 წლის იანვარში, YouTube-მა აამუშავა „YouTube for TV“, რომელიც საიტის ვერსიაა სპეციალურად შექმნილი set-top boxes-ისა და სხვა ტელევიზიაზე დაფუძნებული მედია მოწყობილობებზე ვებ ბრაუზერებით. საწყის ეტაპზე, იგი საშუალებას იძლეოდა, რომ გვენახა ვიდეოები PlayStation 3-სა და Wii-ზე[87][88]. 2009 წლის ივნისში, YouTube XL-მა დაიწყო მუშაობა, რომელსაც აქვს გამარტივებული დიზაინის ინტერფეისი ვიდეოების სტანდარტული ტელევიზიის ეკრანზე გამოსაჩენად[89]

2007 წლის 19 ივნისს, გუგლის CEO ერიკ შმიდტი იყო პარიზში, იმისთვის რომ გაეშვა ახალი ლოკალიზაციის სისტემა[90]. საიტის სრული ინტერფეისი ახლა ხელმისაწვდომია ლოკალიზირებული ვერსიით 22 ქვეყანაში:

ქვეყანა URL ენა გაშვების თარიღი
დროშა: ავსტრალია ავსტრალია au.youtube.com ინგლისური (ავსტრალია) 22 ოქტომბერი, 2007[91]
დროშა: ბრაზილია ბრაზილია br.youtube.com პორტუგალიური (ბრაზილია) 19 ივნისი, 2007[90]
დროშა: კანადა კანადა ca.youtube.com ინგლისური (კანადა) და ფრანგული (კანადა) 6 ნოემბერი, 2007[92]
დროშა: ჩეხეთი ჩეხეთი cz.youtube.com ჩეხური 9 ოქტომბერი, 2008[93]
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი fr.youtube.com ფრანგული 19 ივნისი, 2007[90]
დროშა: გერმანია გერმანია de.youtube.com გერმანული 8 ნოემბერი, 2007[94]
ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი hk.youtube.com ჩინური (ტრადიციული) 17 ოქტომბერი, 2007[95]
ისრაელის დროშა ისრაელი il.youtube.com ინგლისური 16 სექტემბერი, 2008
ინდოეთის დროშა ინდოეთი in.youtube.com ინგლისური (ინდოეთი) და ჰინდი 7 მაისი, 2008[96]
დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია ie.youtube.com ინგლისური (ირლანდია) 19 ივნისი, 2007[90]
იტალიის დროშა იტალია it.youtube.com იტალიური 19 ივნისი, 2007[90]
დროშა: იაპონია იაპონია jp.youtube.com იაპონური 19 ივნისი, 2007[90]
სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა kr.youtube.com კორეული 23 იანვარი, 2008
მექსიკის დროშა მექსიკა mx.youtube.com ესპანური (მექსიკა) 10 ოქტომბერი, 2007
დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები nl.youtube.com ნიდერლანდური 19 ივნისი, 2007[90]
დროშა: ახალი ზელანდია ახალი ზელანდია nz.youtube.com ინგლისური (ახალი ზელანდია) 22 ოქტომბერი, 2007[91]
დროშა: პოლონეთი პოლონეთი pl.youtube.com პოლონური 19 ივნისი, 2007[90]
დროშა: რუსეთი რუსეთი ru.youtube.com რუსული 13 ნოემბერი. 2007
დროშა: ესპანეთი ესპანეთი es.youtube.com ესპანური 19 ივნისი, 2007[90]
დროშა: შვედეთი შვედეთი se.youtube.com შვედური 22 ოქტომბერი. 2008
ჩინეთის რესპუბლიკის დროშა ჩინეთის რესპუბლიკა (ტაივანი) tw.youtube.com ჩინური (ტრადიციული) 18 ოქტომბერი, 2007[95]
დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო uk.youtube.com ინგლისური (დიდი ბრიტანეთი) 19 ივნისი, 2007[90]
  1. ჰოპკინზი, ჯიმ. Surprise! There's a third YouTube co-founder. USA Today. ციტირების თარიღი: 2008-11-29.
  2. უებერი, ტიმ. BBC strikes Google-YouTube deal. BBC. ციტირების თარიღი: 2009-01-17.
  3. YouTube: Sharing Digital Camera Videos. ილინოისის უნივერსიტეტი ურბანას დაბლობში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-11. ციტირების თარიღი: 2008-11-29.
  4. კლოდ, ჯონი. The Gurus of YouTube. Time Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-19. ციტირების თარიღი: 2008-11-29.
  5. მიგელ ჰელფტი და მეთ რიჩელი. Venture Firm Shares a YouTube Jackpot. The New York Times. ციტირების თარიღი: 2008-11-30.
  6. სარა კეჰუალანი გუ. Ready for Its Close-Up. Washington Post. ციტირების თარიღი: 2008-11-29.
  7. Whois Record for www.youtube.com. DomainTools. ციტირების თარიღი: 2009-04-01.
  8. ალინი, რიჩარდ. YouTube: Overnight success has sparked a backlash. Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 2009-01-17.
  9. Me at the zoo (მე ზოოპარკში). YouTube (2005-04-23). ციტირების თარიღი: 2009-08-03.
  10. „YouTube-ზე 100 მილიონზე მეტ ვიდეოების ყურებას დაფიქსირდა ერთი დღის განმავლობაში“. USA Today. 2006-07-16. ციტირების თარიღი: 2008-11-29.
  11. YouTube Surpasses 100 Million U.S. Viewers for the First Time. comScore. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-05. ციტირების თარიღი: 2009-03-05.
  12. ჯუნი, რაიან. (2009-05-20) 20 საათის ხანგძლივობის ვიდეო აიტვირთა ერთ წუთში!. YouTube. ციტირების თარიღი: 2009-05-26.
  13. Eric Schmidt, Princeton Colloquium on Public & Int'l Affairs. YouTube. ციტირების თარიღი: 2009-06-01.
  14. Alexa-ს მონაცემები YouTube-ისთვის (საშუალოდ სამი თვე). Alexa Internet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-27. ციტირების თარიღი: 2009-08-26.
  15. Alexa Top 500 Global Sites. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-02. ციტირების თარიღი: 2011-01-30.
  16. ზაპონი, კრისტიან. Help! YouTube is killing my business!. CNN. ციტირების თარიღი: 2008-11-29.
  17. ბლაკელუ, რის. Utube sues YouTube. The Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-09. ციტირების თარიღი: 2008-11-29.
  18. როუტერი. Google closes $A2b YouTube deal. The Age. ციტირების თარიღი: 2008-11-29.
  19. Yen, Yi-Wyn (2008-03-25). „YouTube Looks For the Money Clip“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-17. ციტირების თარიღი: 2008-03-26.
  20. Hardy, Quentin; Hessel, Evan (2008-05-22). „GooTube“. Forbes Magazine. Forbes.com. ციტირების თარიღი: 2009-08-03.
  21. ბრად სტოუნი და ბრუკს ბერნესი. MGM to Post Full Films on YouTube. The New York Times. ციტირების თარიღი: 2008-11-29.
  22. კრამერი, სტეისი დ. (30 აპრილი 2009). „It's Official: Disney Joins News Corp., NBCU In Hulu; Deal Includes Some Cable Nets“. paidContent.org. ციტირების თარიღი: 2009-04-30.
  23. ჰელფტი, მიგელ. YouTube: ჩვენ უფრო დიდი ვართ ვიდრე შენ ფიქრობ. The New York Times. ციტირების თარიღი: 2009-10-09.
  24. ბრეი, მარიანი. Irate HK man unlikely Web hero. CNN. ციტირების თარიღი: 2008-05-28.
  25. guitar (გიტარა). YouTube (2005-12-20). ციტირების თარიღი: 2009-08-03.
  26. Heffernand, Virginia (2006-08-27). „Web Guitar Wizard Revealed at Last“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2007-07-02.
  27. Complete List of 2008 Peabody Award Winners. Peabody Awards, University of Georgia (2009-04-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-01. ციტირების თარიღი: 2009-04-01.
  28. Ho, Rodney (20009-04-02). „Peabody honors CNN, TMC“. Atlanta Journal-Constitution. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-28. ციტირების თარიღი: 2009-04-14. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  29. Marsden, Rhodri (2009-08-12). „Why did my YouTube account get closed down?“. The Independent. ციტირების თარიღი: 2009-08-12.
  30. Viacom will sue YouTube for $1bn. BBC News. ციტირების თარიღი: 2008-05-26.
  31. Mediaset Files EUR500 Million Suit Vs Google's YouTube. CNNMoney.com (30 July 2008). ციტირების თარიღი: 19 August 2009.
  32. Premier League to take action against YouTube. Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-17. ციტირების თარიღი: 2008-05-24.
  33. YouTube law fight 'threatens net'. BBC News. ციტირების თარიღი: 2008-05-28.
  34. Allen, Katie. Google seeks to turn a profit from YouTube copyright clashes. The Guardian. ციტირების თარიღი: 2009-11-02.
  35. Lefkow, Chris (June 23, 2010). „US judge tosses out Viacom copyright suit against YouTube“. AFP. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 26, 2010. ციტირების თარიღი: June 24, 2010.
  36. Egelko, Bob (August 20, 2008). „Woman can sue over YouTube clip de-posting“. San Francisco Chronicle. ციტირების თარიღი: August 25, 2008. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება)
  37. 37.0 37.1 YouTube Community Guidelines. YouTube. ციტირების თარიღი: 2008-11-30.
  38. YouTube criticized in Germany over anti-Semitic Nazi videos. Reuters. ციტირების თარიღი: May 28, 2008.
  39. Fury as YouTube carries sick Hillsboro video insult. icLiverpool. ციტირების თარიღი: May 24, 2008.
  40. Kirkup, James; Martin, Nicole (July 31, 2008). „YouTube attacked by MPs over sex and violence footage“. London: Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 7, 2008. ციტირების თარიღი: August 21, 2008.
  41. შვანკერტი, სტივენ. YouTube finally back online in China. PC Advisor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-06. ციტირების თარიღი: 2008-11-30.
  42. სამერვილი, კუენტინ. ჩინეთმა დაბლოკა YouTube-ის ვიდეო საიტი. BBC News. ციტირების თარიღი: 2009-03-24.
  43. რიჩარდსი, ჯონათან. YouTube დაიხურა მაროკოში. The Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-09. ციტირების თარიღი: 2008-11-30.
  44. ტაილანმა დაბლოკა YouTube-თან მისაწვდომობა. BBC. ციტირების თარიღი: 2008-11-30.
  45. როზენი, ჯეფრი (2008-11-30). „Google’s Gatekeepers“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2008-12-01. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება)
  46. დოგანის სიახლეების სააგენტო. Ban on YouTube proves virtual. Hürriyet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-05. ციტირების თარიღი: 2008-11-30.
  47. Censorship fears rise as Iran blocks access to top websites (November 4, 2006). ციტირების თარიღი: 2006-12-17.
  48. Mobile phones, Facebook, YouTube cut in Iran. American Free Press. Google (July 13, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-18. ციტირების თარიღი: 2009-07-08.
  49. პაკისტანმა დაბლოკა YouTube-ის საიტი. BBC. ციტირების თარიღი: 2008-11-30.
  50. პაკისტანმა მოხსნა ბლოკი YouTube-ს. BBC. ციტირების თარიღი: 2008-11-30.
  51. Pakistan web users get round YouTube ban. Silicon Republic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-29. ციტირების თარიღი: 2008-11-30.
  52. კოლი, ენდრიუ (2007-03-06). „States still hold out on YouTube“. ავსტრალიური IT. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-23. ციტირების თარიღი: 2007-10-11.
  53. ატვუდი, ჯეფ. Did YouTube Cut the Gordian Knot of Video Codecs?. Coding Horror. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-02. ციტირების თარიღი: 2008-12-04.
  54. Adobe Flash Player Version Penetration. Adobe Systems. ციტირების თარიღი: 2008-12-04.
  55. Baker, Loren (2006-03-31). „YouTube 10 Minute Limit Deters Copyrighted Video Uploads“. Search Engine Journal. ციტირების თარიღი: 2009-08-03.
  56. YouTube doubles video file size to 2G. AFP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-09. ციტირების თარიღი: 2009-07-03.
  57. ფიშერი, კენ. YouTube caps video lengths to reduce infringement. Ars Technica. ციტირების თარიღი: 2008-12-04.
  58. Account Types: Longer videos. YouTube. ციტირების თარიღი: 2008-12-04.
  59. How do I upload a video longer than ten minutes?. YouTube. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-12. ციტირების თარიღი: 200-08-21.
  60. Video Formats: File formats. YouTube. ციტირების თარიღი: 2008-12-04.
  61. Market Deamnd for Sorenson Media's Sorenson Spark Video Decoder Expands Sharply. Sorenson Media (2009-06-02). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-27. ციტირების თარიღი: 2009-07-31.
  62. YouTube Blog - YouTube Videos in High Quality. YouTube (2008-03-24). ციტირების თარიღი: 2009-04-04.
  63. Bigger Isn't Always Better... But in This Case, We Believe It Is. YouTube Blog. YouTube (2008-11-25). ციტირების თარიღი: 2009-04-04.
  64. „What's bigger than 1080p? 4K video comes to YouTube“. Official YouTube Blog. July 9, 2010. ციტირების თარიღი: July 10, 2010.
  65. Lowensohn, Josh (July 9, 2010). „YouTube now supports 4k-resolution videos“. CNET. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 29, 2011. ციტირების თარიღი: July 10, 2010.
  66. This format is part of the HTML5 trial. Youtube.com. ციტირების თარიღი: August 8, 2010.
  67. McFarland, Patrick. (May 24, 2010) Approximate Youtube Bitrates. ციტირების თარიღი: August 12, 2010.
  68. Bigger and Better: Encoding for YouTube 720p HD (December 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 23, 2016. ციტირების თარიღი: August 12, 2010.
  69. Greenfield, Trevor. (November 22, 2009) Youtube’s 1080p – Failure Depends on How You Look At It. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 9, 2010. ციტირების თარიღი: August 12, 2010.
  70. Biggs, Billy. (November 12, 2009) 1080p HD Is Coming to YouTube. ციტირების თარიღი: August 12, 2010.
  71. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. YouTube (2009-07-21). ციტირების თარიღი: 2009-08-03.
  72. Marquit, Miranda (2009-07-23). „YouTube in 3D?“. Physorg. ციტირების თარიღი: 2009-08-03.
  73. Dsouza, Keith (2009-07-20). „YouTube 3D Videos“. Techie Buzz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-02. ციტირების თარიღი: 2009-08-03.
  74. Sobti, Kshitij (2009-07-21). „YouTube adds a dimension, 3D goggles not included“. thinkdigit. ციტირების თარიღი: 2009-08-03.
  75. Watch this YouTube Video without the Flash Player. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-07. ციტირების თარიღი: 2009-11-30.
  76. HTML5 YouTube viewer: close, but not quite there. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-10. ციტირების თარიღი: 2009-11-30.
  77. YouTube HTML5 Video Player. ციტირების თარიღი: 2010-01-21.
  78. YouTube. Sharing YouTube Videos. ციტირების თარიღი: 2009-01-17.
  79. Terms of Use, 6.1. YouTube. ციტირების თარიღი: 2009-02-20.
  80. CNET (2009-01-16). „(Some) YouTube videos get download option“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-18. ციტირების თარიღი: 2009-01-17.
  81. მილიანი, მარკ (2009-02-19). „YouTube looks out for content owners, disables video ripping“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 2009-02-21.
  82. „YouTube Hopes To Boost Revenue With Video Downloads“. Washington Post. 2009-02-12. ციტირების თარიღი: 2009-02-19.
  83. YouTube Mobile.
  84. Google Operating System. (2007-06-15) Mobile YouTube. ციტირების თარიღი: 2009-01-17.
  85. YouTube Live on Apple TV Today; Coming to iPhone on June 29. Apple (2007-06-20). ციტირების თარიღი: 2009-01-17.
  86. „TiVo Getting YouTube Streaming TODAY“. Gizmodo. 2007-07-17. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-12. ციტირების თარიღი: 2009-02-17.
  87. YouTube video comes to Wii and PlayStation 3 game consoles. Los Angeles Times (2009-01-15). ციტირების თარიღი: 2009-01-17.
  88. Coming Up Next... YouTube on Your TV. YouTube Blog (2009-01-15). ციტირების თარიღი: 2009-05-10.
  89. Experience YouTube XL on the Big Screen. YouTube Blog. YouTube (2009-06-02). ციტირების თარიღი: 2009-06-20.
  90. 90.00 90.01 90.02 90.03 90.04 90.05 90.06 90.07 90.08 90.09 Sayer, Peter (2007-06-19). „Google launches YouTube France News“. PC Advisor. ციტირების თარიღი: 2009-08-03.
  91. 91.0 91.1 Nicole, Kristen (2007-10-22). „YouTube Launches in Australia & New Zealand“. Mashable. ციტირების თარიღი: 2009-08-03.
  92. Nicole, Kristen (2007-11-06). „YouTube Canada Now Live“. Mashable. ციტირების თარიღი: 2009-08-03.
  93. Bokuvka, Petr (2008-10-12). „Czech version of YouTube launched. And it’s crap. It sucks“. The Czech Daily Word. Wordpress.com. ციტირების თარიღი: 2009-08-03.
  94. Ostrow, Adam (2007-11-08). „YouTube Germany Launches“. Mashable. ციტირების თარიღი: 2009-08-03.
  95. 95.0 95.1 Chita • 檢視主題 - YouTube 台灣版推出. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-05. ციტირების თარიღი: 2009-11-06.
  96. Joshi, Sandeep (2008-05-08). „YouTube now has an Indian incarnation“. The Hindu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-28. ციტირების თარიღი: 2009-08-03.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

(ინგლისური) YouTube.com

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=YouTube&oldid=4718217“-დან