iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.
iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.



Link to original content: http://ka.wikipedia.org/wiki/სინდუხტარი
სინდუხტარი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

სინდუხტარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სინდუხტარი — XIV საუკუნის საქართველოს დედოფალი, მეფე დავით IX-ის მეუღლე, ჯაყელების საგვარეულოდან. სავარაუდოდ იყო სამცხის ათაბაგ აღბუღა I ჯაყელის და.

სინდუხტარს, როგორც დავითის თანამეცხედრეს, იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი, რომელიც, თავის მხრივ, ეყრდნობა სამეფო წყვილის მიერ 1354-1355 წლებში გაცემულ, ჩვენამდე მოუღწეველ საბუთებს. სინდუხტარი ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილა 1360 წელს, როცა, ვახუშტის ცნობით, დავით მეფე გარდაიცვალა. ისტორიკოსმა თედო ჟორდანიამ სინდუხტარი XIII-XVI საუკუნეებში გადაწერილი საგალობლების (ამჟამად საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნაწერი A-85) 1350-იან წლების დასაწყისში შესრულებულ კინკლოსურ მინაწერებში მოხსენიებულ სითიხათუნთან გააიგივა და ჯაყელთა საგვარეულოს წარმომადგენლად მიიჩნია. თანამედროვე მეცნიერების (კ. თუმანოვი, ი. ბერიძე, თ. ჯოჯუა) მიერ გაზიარებულია სინდუხტარის ჯაყელობა, თუმცა სითიხათუნი (დ. 1309 — გ. 1356) მიჩნეულია სინდუხტარის დად. არსებობს ვარაუდი, რომ სინდუხტარს ჰყავდა კიდევ ერთი და, ცაიშის ომოფორის წარწერაში მოხსენიებული დედოფალთ-დედოფალი ნათელა, რომელიც, ვახუშტის მიხედვით, 1358 წელს ცოლად შეირთო იმერეთის მეფის მიქელის ვაჟმა, ბაგრატ ერისთავმა.

  • 1352 და 1356 წლების ორი კინკლოსური მინაწერი ივანე აბუსერისძის, პატრონი სითიხათუნისა და ამირსპასალარ აღბუღას მოხსენებით : [ტექსტის დადგენა, ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ანალიზი] / თემო ჯოჯუა, ირმა ბერიძე // საისტორიო კრებული : წელიწდეული. - თბილისი, 2011. - ISSN 1987-7285. - [ტ.]1. - გვ.221-282.