რომანოზ II
იერსახე
რომანოზ II (ბერძ. Ρωμανός Β΄; დ. 938 —გ. 15 მარტი 963) — ბიზანტიის იმპერატორი 959-963 წლებში. კონსტანტინე VII-ის შვილი, ბასილ II ბულგართმმუსვრელის მამა. დროსტარების მოყვარული (ძალაუფლება ხელთ ეპყრა საჭურის ვრინგას), გაატარა აგრარული რეფორმა, მის დროს ხდება პროვინციული არისტოკრატიის დაწინაურება. წარმატებით ებრძოდა არაბებს (კ. კრეტა დაიბრუნეს, ქ. ჰალაბი აიღეს). მკაცრმა ფინანსურმა პოლიტიკამ საზოგადოების ყველა ფენის აღშფოთება გამოიწვია, რასაც შეთქმულება მოჰყვა, მაგრამ მარცხით დამთავრდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 428.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: