iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.
iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.



Link to original content: http://ka.wikipedia.org/wiki/ოძინი
ოძინი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ოძინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იმპერატორი ოძინი
応神天皇
იაპონიის მე-15 იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 270
მმართ. დასასრული: 310[1]
წინამორბედი: ტიუაი
მემკვიდრე: ნინტოკუ
რეგენტი: იმპერატორის მეუღლე ძინგუ
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 200
გარდ. თარიღი: 310 (110 წლის)
გარდ. ადგილი: უმი
მეუღლე: ნაკაცუჰიმე
მამა: იმპერატორი ტიუაი
დედა: იმპერატორის მეუღლე ძინგუ

იმპერატორი ოძინი (იაპონ. 応神天皇; დ. 200 — გ. 310) — იაპონიის მე-15 იმპერატორი [2] მემკვიდრეობის ტრადიციული წესის მიხედვით.[3] ოძინი ქვეყანას 40 წელი მართავდა.

იმპერატორის ცხოვრების და მმართველობის წელი უცნობია.[4] ადრეული ხანის იმპერატორების პირობითი სახელები არ იყო მიღებული „ტრადიციული წესით“ იმპერატორ კამუს მმართველობამდე, რომელიც იამატოს დინასტიის 50-ე მონარქი იყო.[5]

კოძიკი და ნიჰონ შოკი წერდნენ, რომ ოძინი იმპერატორ ტიუაის და მისი მეუღლის, ძინგუს შვილი იყო. რადგანაც ტიუაი ოძინის დაბადებამდე გარდაიცვალა, ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ძინგუ გახდა, რასაც VIII საუკუნის ისტორიული წიგნიდან ვიგებთ.

მეუღლეები და შვილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმპერატორ ოძინის ერთი მეუღლე და 10 ხარჭა ჰყავდა:

  • იმპერატორის მეუღლე ნაკაცუჰიმე, რომელიც პრინცესა არატას, პრინც ოოსაძაკის და პრინც ნეტორის დედა იყო;
  • ტაკაკირიჰიმე, რომელიც პრინც ნუკატა ნო ონაკაცუჰიკოს, პრინც ოიამამორის, პრინც იძანომავაკას, პრინცესა ოჰარას და პრინცესა კომუკუტას დედა იყო;
  • ოტოჰიმე, რომელიც პრინცესა აჰეს, პრინცესა ავაძი ნო მიჰარას, პრინცესა კი ნო უნოს, პრინცესა სიგეჰარას და პრინცესა მინო ნო ირაცუმეს დედა იყო;
  • მიანუსიაკაჰიმე, რომელიც პრინც უძი ნო ვაკირაცუკოს, პრინცესა იატას და პრინცესა მერტორის დედა იყო;
  • ონაბეჰიმე, რომელიც პრინცესა უძი ნო ვაკირაცუჰიმეს დედა იყო;
  • ოკინაგა მავაკანაკაცუჰიმე, რომელიც პრინც ვაკანუკე ნო ფუტამატას დედა იყო;
  • იტოჰიმე, რომელიც პრინც ჰაიავუსავაკეს დედა იყო;
  • ჰიმუკა ნო იძუმი ნო ნაგაჰიმე, რომელიც პრინც იოჰაეს, პრინც ოჰაეს და პრინცესა ჰატაბი ნო ვაკაირაცუმეს დედა იყო;
  • კაგუროჰიმე, რომელიც პრინცესა კავარატა ნო ირაცუმეს, პრინცესა ტამა ნო ირაცუმეს და პრინც კატაძის დედა იყო;
  • კაცურაგი ნო ირომე, რომელიც პრინც იძანომავაკას დედა იყო;
  • ეჰიმე.
  1. "Genealogy of the Emperors of Japan" at Kunaicho.go.jp; retrieved 2013-8-28.
  2. Imperial Household Agency (Kunaichō), 安寧天皇 (3); retrieved 2011-10-19.
  3. Titsingh, Isaac. (1834). Annales des empereurs du japon, p. 4; Brown, Delmer M. (1979). Gukanshō, p. 251; Varley, H. Paul. (1980). Jinnō Shōtōki, p. 89; Nussbaum, Louis-Frédéric. (2002). "Traditional order of Tennō" in Japan encyclopedia, pp. 962-963.
  4. Ponsonby-Fane, Richard. (1959). The Imperial House of Japan, p. 29.
  5. Aston, William George. (1896). Nihongi, pp. 109.