iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.
iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.



Link to original content: http://ka.wikipedia.org/wiki/მსხვილი_რქოსანი_საქონელი
მსხვილი რქოსანი საქონელი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

მსხვილი რქოსანი საქონელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მსხვილი რქოსანი საქონელი

ძროხა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  წყვილჩლიქოსნები
ოჯახი:  ძროხისებრნი
გვარი:  ჩვეულებრივი ძროხა
სახეობა:  მსხვილი რქოსანი საქონელი
ლათინური სახელი
Bos taurus (Linnaeus, 1758)
ქვესახეობები
გავრცელება

მსხვილი რქოსანი საქონელი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (ლათ. Bos taurus) — შინაური წყვილჩლიქოსანი მცოხნავი ცხოველი ღრურქიანების ოჯახისა. იგი მხოლოდ შინაური ფორმით გვხვდება. მისი წინაპარია ტური (Bos primigenius), რომლის მიშინაურება დაახლოებით 8 ათ.ასი წლის წინათ დაიწყო, თვითონ კი XVII საუკუნის დასაწყისში ამოწყდა.

მსხვილი რქოსანი საქონელს იყენებენ რძის, ხორცის, ტყავის, სასაკლაოს სხვა პროდუქციის, გამწევი ძალისა და ნაკელის მისაღებად. სპეციალიზებული მეხორცული ჯიშები მერძეულთან შედარებით სწრაფად სუქდება, იძლევა დიდ საკლავ წონას და უკეთესი ხარისხის ხორცს. 1,5 — 2 წლის მოზარდეულის წონა საშუალოდ 400–500 კგ აღწევს. სანაშენე წიგნში ჩაწერილი მერძეული ფურების საშუალო წლიური მონაწველია 3500-6000 კგ რძე, რომლის ცხიმიანობაა 3,6-4%. რეკორდული მონაწველია: დღიური — 82,2 კგ, წლიური — 20 000 კგ, მთელი სიცოცხლის მანძილზე — 120 247 კგ. ლაქტაცია გრძელდება საშუალოდ 280–320 დღე, მერძეულ ფურს იყენებენ 12-13 წლის განმავლობაში.

სხვადასხვა ჯიშის ზრდასრული ფურების ცოცხალი მასაა 200–600 კგ. უდიდესია 1000 კგ-ზე მეტი; კურების — 300–900 კგ, უდიდესია — 1600 კგ. დეკეულს დაგრილებაზე უშვებენ 16-22, ხოლო კუროს 14-18 თვისას, მაკეობა გრძელდება საშუალოდ 285 დღე. ფური ერთნაყოფიანია, ტყუპი იშვიათია (2%). სხვადასხვა ქვეყნის კლიმატური ზონისათვის გამოყვანილია მსხვილი რქოსანი საქონლის ბევრი ჯიში. საქართველოში უმთავრესად გავრცელებულია კავკასიური წაბლა, სტეპის წითელი, შვიცური და შავჭრელი, აგრეთვე ენდემური ჯიში: წითელი მეგრული, ადგილობრივი ჯიში — ქართული მთის საქონელი და სხვა.

ფართო გაგებით, მსხვილ რქოსან საქონელს განეკუთვნება კამეჩი, იაკი და ჩვეულებრივ ძროხის გვარში (Bos) შემავალი საქონლის ყველა შინაური ჯიში.