მელბურნი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
მელბურნი ინგლ. Melbourne | |||||
| |||||
ქვეყანა | ავსტრალია | ||||
შტატი | ვიქტორია | ||||
შიდა დაყოფა | 31 მუნიციპალიტეტი | ||||
კოორდინატები | 37°48′49″ ს. გ. 144°57′47″ ა. გ. / 37.81361° ს. გ. 144.96306° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1835 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1847 | ||||
ფართობი | 8806 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 31 მ | ||||
ოფიციალური ენა | Australian English | ||||
მოსახლეობა | 4 246 345 კაცი (2013) | ||||
სიმჭიდროვე | 482,21 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+10, ზაფხულში UTC+11 | ||||
სატელეფონო კოდი | +61 03 | ||||
საფოსტო ინდექსი | 3000–3207 | ||||
ოფიციალური საიტი | melbourne.vic.gov.au | ||||
მელბურნი (ინგლ. Melbourne) — სიდიდით მეორე ქალაქი ავსტრალიაში, ვიქტორიას შტატის დედაქალაქი, რომელიც მდებარეობს პორტ-ფილიპის ყურის გარშემო. იგი ყველაზე სამხრეთით მდებარე ქალაქი-მილიონერია. მოსახლეობა 2013 წლის შეფასებით შეადგენდა 4 246 345 ადამიანს[1].
მელბურნი აღიარებულია ქვეყნის კომერციულ, სამრეწველო და კულტურის ცენტრად. მას ასევე ხშირად ეძახიან ქვეყნის „სპორტისა და კულტურის დედაქალაქს“, რადგანაც იქ იმართება ბევრი სპორტული და კულტურული ღონისძიება[2]. 1956 წელს ქალაქი მასპინძლობდა ზაფხულის ოლიმპიადას. 2006 წელს კი თანამეგობრობის თამაშებს[2]. ქალაქი ცნობილია თავისი ვიქტორიანული და თანამედროვე არქიტექტურის შერწყმით, მრავალრიცხოვანი პარკებით და ბაღებით, მრავალფეროვანი და მრავალეროვანი მოსახლეობით. აქ მდებარეობს სამხრეთ ნახევარსფეროს 251 მ. სიმაღლის უმაღლესი ცათამბჯენი თაუერი. ამავე დროს, მელბურნი მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქია. აქვე 1981 წელს გაიმართა ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურების შეხვედრა, ხოლო 2006 წელს — დიდი ოცეულის (G20) სამმიტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს ყველაზე დიდი ეროვნული ეკონომიკის მქონე ქვეყნების მეთაურებმა. 2011 წელს ჟურნალმა The Economist-მა მელბურნს უწოდა მსოფლიოს საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული ქალაქი[3].
მელბურნი დააარსეს თავისუფალმა დასახლებულებმა 1835 წელს, როგორც სასოფლო სამეურნეო დასახლება მდინარე იარის ნაპირზე (ეს მოხდა 47 წლის შემდეგ ავსტრალიაში პირველი ევროპული დასახლების გამოჩენიდან)[4]. ვიქტორიაში ოქროს ციებ-ცხელების გამო ქალაქი სწრაფად გადაიქცა მეტროპოლიად და 1865 წლისთვის გახდა ყველაზე დიდი და მთავარი ქალაქი ავსტრალიაში[5]. მაგრამ უკვე XX საუკუნის დასაწყისში მან პირველობა დაუთმო სიდნეის[6].
1901 წლის შემდგომ პერიოდში, როდესაც დაარსდა ავსტრალიის ფედერაცია, 1927 წლამდე, როდესაც სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა ქალაქი კანბერა, მელბურნში მდებარეობდა ავსტრალიის სამთავრობო დაწესებულებები[7].
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტოპოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მელბურნი მდებარეობს ავსტრალიის მატერიკული ნაწილის სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბოლოებაზე. გეოლოგიურად ქალაქი დგას დასავლეთით მდებარე მეოთხეული სისტემის ლავების ველის, აღმოსავლეთით მდებარე სილურული სისტემის არგილითის[8] და სამხრეთ-აღმოსავლეთით პორტ-ფილიპის ყურის გასწვრივ მდებარე ჰოლოცენის პერიოდის ქვიშოვანი ნალექების შეერთების ადგილას.
მელბურნის აღმოსავლეთი ნაწილი მდებარეობს მდინარე იარის ნაპირას და მისი ხეობის გასწვრივ, რომელიც გადაჭიმულია პორტ-ფილიპის ყურის სანაპიროდან დანდენონგისა და იარას მთებამდე. ჩრდილოეთი მიმართულებით ქალაქი გადაჭიმულია ხეობის გასწვრივ, რომელიც იწყება მდინარე იარის შენაკადებიდან (მდინარეებით: მუნი-პონდს-კრიკი, მერი-კრიკი და პლენტი), და მთავრდება კრეიგიბურნის და უიტლსის დაშორებულ რაიონებამდე. სამხრეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მელბურნი გადაჭიმულია პორტ-ფილიპის ყურის სანაპიროსა და დანდენონგის მთების გასწვრივ. შემდეგ ქალაქის რაიონები უხვევენ სამხრეთით, მიუყვებიან ყურის ნაპირს, და აღწევენ მდინარე პატერსონამდე და მორნინგტონის ნახევარკუნძულამდე. ამ მიმართულებით განვითარებულმა მელბურნმა ჩაყლაპა ქალაქი ფრენკსტონი და მიაღწია თითქმის მორნინგტონის ნახევარკუნძულის დაბოლოებამდე — პორტსის დასახლებამდე. დასავლეთით მელბურნი გადაჭიმულია მდინარე მარიბირნონგის ხეობის და მისი შენაკადების გასწვრივ, თითქმის მაკედონის მთების ძირამდე, ასევე გაცივებული ლავის შედარებით თანაბარ ველებზე დასავლეთით მელტონის, სამხრეთ-დასავლეთით იუ-იანგის და ჯილონგის ვულკანური ბორცვების ძირში არსებული ვერიბის გასწვრივ.
მელბურნის დიდი პლაჟები მდებარეობენ პორტ-ფილიპის ყურის ნაპირებზე ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონების გასწვრივ, ისეთების როგორებიცაა პორტ-მელბურნი, ალბერტ-პარკი, სენტ-კილდა, ილვუდი, ბრაიტონი, სანდრინჰემი, მენტონი და ფრენკსტონი, მაგრამ ალტონის და უილიამსტაუნის დასავლეთ რაიონებშიც არსებობენ პლაჟები. სერფინგისთვის გამოსადეგი უახლოესი პლაჟები, მდებარეობენ დაახლოებით 85 კმ-ში ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან რაიონებში: რაი, სორენტო და პორტსი.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მელბურნი მდებარეობს ზომიერი ზღვის კლიმატის ზონაში კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით[9] და ცნობილია ხშირი და მოულოდნელი ამინდის ცვლილებით. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მელბურნი ძირითადად განლაგებულია დაბლობზე, რომელსაც ერთი მხრიდან გარს ეკვრის დანდენონგის მთები, ხოლო მეორე მხრიდან ის ესაზღვრება პორტ-ფილიპის ყურეს. ეს ქმნის პირობებს, როდესაც ჰაერის მასები ზღვიდან და მთებიდან მუდამ ცვლიან ერთმანეთს და ქალაქში ამინდი ხდება საკმაოდ ცვალებადი. გამოთქმა „ოთხი სეზონი ერთ დღეში“ გახდა ქალაქის სავიზიტო ბარათი[10].
მელბურნის ზამთრის ტემპერატურა, როგორც წესი, დაბალია, ვიდრე მატერიკული ავსტრალიის დანარჩენ შტატების დედაქალაქებში. ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი დაფიქსირდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში 1869 წლის 21 ივლისს, როდესაც მან შეადგინა მინუს 2,8 °C[11]. მიუხედავად ამისა თოვლი მელბურნში მოდის საკმაოდ იშვიათად. ბოლო თოვა დაფიქსირებული იყო ქალაქის ცენტრში 1986 წლის 10 აგვისტოს. მელბურნის აღმოსავლეთით მთებთან სიახლოვეს თოვლი უფრო ხშირად მოდის. უკანასკნელი თოვლი დანდენონგის მთების რაიონში დაფიქსირებული იყო 2005 წლის 10 აგვისტოს[12], 2006 წლის 15 ნოემბერს და 2006 წლის 25 დეკემბერს[13]. ქალაქში უფრო ხშირად შეიძლება ვნახოთ თრთვილი და ნისლი.
გაზაფხულზე მელბურნის ამინდი ძირითადად თბილია, და წლის ეს პერიოდი ხასიათდება ნალექების მცირე რაოდენობით. ქალაქი ასევე ცნობილია საკმაოდ ცხელი და მშრალი ზაფხულით. წლის ამ დროს ტემპერატურა არც თუ იშვიათად იწევს 40 °C-ზე მაღლა. ყველაზე დიდი ტემპერატურა 46,4 °C ქალაქში დაფიქსირებული იყო 2009 წლის 7 თებერვალს.
მიუხედავად იმისა, რომ მელბურნის კლიმატი ითვლება ზომიერად, ქალაქი არც თუ ისე იშვიათად ხდება უჩვეულო და ხანდახან ბუნების ექსტრემალური მოვლენების მოწმე[14]. 1891 წელს მელბურნმა გადაიტანა უძლიერესი წყალდიდობა, რომლის დროსაც მდინარე იარა კალაპოტიდან ამოვიდა და გაიშალა 305 მეტრამდე სიგანეზე. 1897 წელს უძლიერესმა ხანძარმა გაანადგურა მთელი ქალაქის კვარტალი ფლინდერს-სტრიტისა და ფლინდერს-ლეინის, სუონსტონ-სტრიტისა და ელიზაბეტ-სტრიტის ქუჩებს შორის. 1908 წელს ქალაქმა გადაიტანა ძლიერი სიცხე. 1918 წლის 2 თებერვალს ყველაზე ძლიერმა ტორნადომ, როდესმე მომხდარმა ავსტრალიის უდიდეს ქალაქებში, გადაუარა ბრაიტონს, მელბურნის ერთ-ერთ ზღვისპირა რაიონს. ის ავსტრალიის თანამედროვე ისტორიაში ცნობილია როგორც „ბრაიტონის“ ტორნადო, და შეფასებულია როგორც F3 კლასის მოვლენა ფუჯიტას სკალის მიხედვით. 1939 წლის 13 იანვარს ქალაქში დაფიქსირებული იყო მაღალი ტემპერატურა 45,6 °C, რომელსაც ადგილი ჰქონდა ოთხდღიანი ცხელი ამინდის დროს, რომელიც მთელ ქვეყანაში აღინიშნა[15]. ამ მოვლენის ერთ-ერთი შედეგი გახდა ეგრეთ წოდებული „შავი პარასკევი“, რომლის დროსაც დაიწვა მელბურნის გარშემო არსებული მთელი რიგი სოფლები (დღეისათვის ისინი ქალაქის რაიონებია). 1951 წელს მელბურნში დაფიქსირდა თოვლი, რომელმაც დაფარა ქალაქის ცენტრალური ნაწილი და მისი შემოგარენი რაიონები მაღალი ფენის თოვლით[11]. 1972 წლის თებერვალში მელბურნში მოხდა ძლიერი წყალდიდობა, რის შედეგადაც ელიზაბეტ-სტრიტის ქუჩაზე მთლიანად წყლის ნაკადები მოედინებოდა[16]. 1983 წლის 8 თებერვალს ქალაქს თავს დაატყდა მტვრის ქარიშხალი. 1983 წლის 16 თებერვალს მელბურნის ირგვლივ გაჩნდა ტყის ხანძრები, რომლებიც ითვლება ყველაზე ძლიერ ხანძრებად ავსტრალიის ისტორიაში XX საუკუნეში. ეს მოვლენა ისტორიაში შევიდა როგორც „ალის ოთხშაბათი“. ძლიერი ძალის ტროპიკული ციკლონები ქალაქში აღინიშნებოდა 2004 წლის იანვარში და 2005 წლის თებერვალში. 2006 წლის 9 დეკემბერს მელბურნის ირგვლივ ტყის ხანძრების გამო ქალაქში აღინიშნა ყველაზე ძლიერი სმოგი მელბურნის მთელი ისტორიის განმავლობაში[17]. ამ მომენტში მხედველობა მელბურნის ცენტრალური ნაწილში შეადგენდა 200 მეტრამდე მანძილს. მორიგი გვალვა და მასთან დაკავშირებული ხანძრები მელბურნში მოხდა 2008 წელს[18].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდინარე იარის და პორტ-ფილიპის ირგვლივ არსებული ტერიტორია, რომელზეც დღეისათვის მდებარეობს მელბურნი, ევროპელების მოსვლამდე დასახლებული იყო ავსტრალიელი აბორიგენების ვურუნჯერის ტომის წარმომადგენლებით. მიჩნეულია, რომ აბორიგენები ამ ადგილას ცხოვრობდნენ, სულ ცოტა, 40 000 წელი[4]. ევროპული კოლონიის აქ დაფუძნების პირველი ცდა წამოიწყეს ინგლისელებმა 1803 წელს, როდესაც მათ შექმნეს პატიმრების დასახლება სალივან-ბეის რაიონში, მაგრამ ეს დასახლება მათ მიატოვეს სულ რამდენიმე თვეში[19].
1835 წლის მაისსა და ივნისში ტერიტორია, რომელზეც დღეს მდებარეობს ქალაქის ცენტრალური და ჩრდილოეთი ნაწილი, გამოიკვლია პორტ-ფილიპის ასოციაციის ერთ-ერთმა დამაარსებელმა — ჯონ ბეტმანმა, რომელმაც ვურუნჯერის ტომის რვა ბელადთან დადო შეთანხმება 600 000 აკრის (2400 კმ²) შესყიდვის თაობაზე მიმდებარე მიწებით[4]. მან დასახლებისათვის შეარჩია მდინარე იარის ჩრდილოეთი ნაპირი და გამოაცხადა, რომ „ამ ადგილას აშენდება სოფელი“, რის შემდგომ დაბრუნდა ქალაქ ლონსესტონში ტასმანიაში, რომელსაც მაშინ სახელად ერქვა „ვან-დიმენის მიწა“. მაგრამ, როდესაც პორტ-ფილიპის ასოციაციის მიერ გაგზავნილი დასახლებულები ადგილზე მივიდნენ სოფლის დასაარსებლად, მათ აღმოაჩინეს, რომ აქ უკვე არსებობდა ჯონ პასკოუ ფოკნერის მიერ გაგზავნილი ხალხის ჯგუფის დაარსებული დასახლება, რომლებიც აქ მოვიდნენ გემ „ენტერპრაიზით“ 1835 წლის 30 აგვისტოს. საბოლოოდ, ორივე ჯგუფი შეთანხმდა ტერიტორიის ერთობლივ ათვისებაზე. ჯონ ბეტმანის ავსტრალიელ აბორიგენებთან მიღწეული შეთანხმება, მალი გააუქმა ახალი სამხრეთი უელსის ადმინისტრაციამ, რომელიც იმ დროს მთელი ავსტრალიის კონტინენტურ ტერიტორიას მართავდა[4]. ეს ნიშნავდა, რომ მიწა გადადიოდა დიდი ბრიტანეთის სამეფო გვირგვინის მფლობელობაში, მაგრამ აქ მცხოვრები ადამიანების უფლება შენარჩუნდა და ხელახლა შექმნილ ქალაქს მიეცა არსებობის უფლება[4].
1836 წელს გუბერნატორმა რიჩარდ ბურკმა ქალაქი გამოაცხადა პორტ-ფილიპის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრად, რომელიც შედიოდა ახალი სამხრეთი უელსის კოლონიის შემადგენლობაში, ხოლო 1837 წელს დაამტკიცა ქალაქის პირველი გეგმა, ცნობილი „ჰოდლის გეგმის“ სახელით. ამავე წლის ბოლოს ქალაქს ეწოდა საბოლოო სახელი — მელბურნი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, უილიამ ლემი, მელბურნის მეორე ვიკონტის პატივსაცემად, ვისი საგვარეულო მამულიც მდებარეობდა სოფელ მელბურნში (დერბიშირი, ინგლისი). მელბურნი ქალაქად გამოცხადდა 1847 წლის 25 ივნისს დედოფალ ვიქტორიას წყალობის სიგელის გამოქვეყნების შემდეგ[20].
როდესაც ვიქტორიის შტატმა 1851 წელს მიიღო დამოუკიდებელი კოლონიის სტატუსი, მელბურნი გახდა მისი დედაქალაქი. ვიქტორიის შტატში ოქროს აღმოჩენამ 1850-იან წლებში გამოიწვია ოქროს ციებ-ცხელება და ქალაქმა დაიწყო სწრაფი განვითარება, უზრუნველყოფდა რეგიონს ყველა აუცილებლობით და როგორც ძირითადი პორტი ემსახურებოდა ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთს. 1850-იან და 1860-იან წლებში მელბურნის სწრაფი განვითარების დროს აშენდა ბევრი ყველაზე ცნობილი ქალაქის შენობა, ისეთები როგორებიცაა: ვიქტორიის შტატის პარლამენტის შენობა, ვიქტორიის შტატის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ვიქტორიის შტატის უზენაესი სასამართლო, მელბურნის უნივერსიტეტი, ცენტრალური ფოსტა, მთავრობის სახლი, ასევე წმინდა პავლეს მონასტერი და წმინდა პატრიკის მონასტერი. ქალაქის ცენტრალური კვარტლები კარგად იყო დაგეგმარებული, ქალაქში გაყვანილი იქნა მრავალი ბულვარი და გაკეთდა ბაღები და პარკები. ამ წლებში მელბურნი გახდა ქვეყნის ძირითადი ფინანსური ცენტრი: იქ განთავსდნენ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბანკის შტაბ-ბინები. 1861 წელს ქალაქში შეიქმნა ავსტრალიაში პირველი საფონდო ბირჟა.
1880-იანი წლებისთვის მელბურნის სწრაფი განვითარება გაგრძელდა. მელბურნი გახდა ერთ-ერთი მსხვილი ქალაქი ბრიტანეთის იმპერიაში, იმავდროულად ითვლებოდა ერთ-ერთ უმდიდრეს ქალაქად მსოფლიოში[21]. აყვავების ამ წლებში მელბურნმა თავისთან მიიღო რამდენიმე საერთაშორისო გამოფენა სპეციალურად ამ მიზნებისთვის აშენებულ სამეფო საგამოფენო დარბაზში. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელიც ესტუმრა ქალაქს 1885 წელს, ქალაქს უწოდა „განსაცვიფრებელი მელბურნი“. ეს ფრაზა შემორჩა, და ქალაქს ამ სახელით მოიხსენიებდნენ მთელი XX საუკუნის განმავლობაში. ქალაქის სწრაფმა მშენებლობამ მოიტანა ბუმი, რომელმაც მიაღწია თავის კულმინაციას 1888 წელს. ამ დროს ფასები უძრავ ქონებაზე მყარდებოდა სამრეწველო განვითარების ოპტიმისტური პროგნოზებით. შედეგად აშენდა მაღალი შენობების, ოფისების, „ყავის სასახლეების“, შემოსავლების სახლების დიდი რაოდენობა[22]. ქალაქის შემდგომი განვითარების, თანამედროვე მაღალი შენობების მშენებლობის და ასევე ხამძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების გამკაცრების გამო ბევრი ძველი შენობის დანგრევის შედეგად ბევრი მათგანი დღემდე ვერ შენარჩუნდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მელბურნი დღემდე ცნობილია თავისი ვიქტორიანული არქიტექტურით. ეს პერიოდი ასევე ხასიათდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფართე განვითარებით და, კერძოდ, მელბურნის ტრამვაის ხაზების რადიალური ქსელის განვითარებით[20].
აყვავების პერიოდი დასრულდა, როდესაც 1891 წელს ქალაქში დაიწყო ძლიერი ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც მიიყვანა ქალაქის ფინანსები სრულ ქაოსამდე[22]: ამ პერიოდში მელბურნში დაიკეტა 16 მცირე ბანკი და საინვესტიციო საზოგადოება, ხოლო 133 კომპანიამ გამოაცხადა საკუთარი ლიკვიდაციის შესახებ. მელბურნის საფინანსო კრიზისი გახდა ბიძგი მთელი ავსტრალიის ეკონომიკური კრიზისის, რომელიც გრძელდებოდა მთელი XIX საუკუნის 90-იანი წლების მანძილზე და ასევე 1893 წლის ავსტრალიის საბანკო კრიზისის დაწყების. ეფექტი, რომელიც დეპრესიამ ქალაქის ეკონომიკას მოუტანა, შესაფასებლად ძნელია. თუმცა ქალაქი აგრძელებდა ნელ-ნელა განვითარებას, კრიზისის შედეგები მას თან სდევდა XX საუკუნის მთელი პირველი ათწლეულის განმავლობაში.
1901 წლის 1 იანვარს ავსტრალიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის მომენტიდან მელბურნი გამოცხადდა ქვეყნის დროებით დედაქალაქად. პირველმა ავსტრალიის პარლამენტმა თავისი სხდომების ჩატარება დაიწყო სამეფო საგამოფენო დარბაზში 1901 წლის 9 მაისიდან. ავსტრალიის მთავრობა გადავიდა კანბერაში 1927 წელს, მაგრამ მელბურნში რჩებოდა ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორის რეზიდენცია 1930 წლამდე. ბევრი მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტები რჩებოდა მელბურნში მთელი XX საუკუნის განმავლობაში.
ქალაქი იყო მოკავშირეთა გაერთიანებული ჯარის შტაბ-ბინა ამერიკელი გენერლის დუგლას მაკარტურის მეთაურობით წყნარი ოკეანის საბრძოლო მოქმედების თეატრში მეორე მსოფლიო ომის დროს 1942 წლიდან 1944 წლამდე. ომის პერიოდში მელბურნის მრეწველობამ მიიღო მრავალი სამხედრო შეკვეთები, რამაც ქალაქი გადააქცია ავსტრალიის ძირითად სამრეწველო ცენტრად. ომის შემდეგ ქალაქი აგრძელებდა ზრდას ჩქარი ტემპებით, უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობის იმიგრაციის მკვეთრად მომატების, ასევე, ქალაქის პრესტიჟის, როგორც 1956 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ორგანიზატორის გამო. შემდგომ ათწლეულებში აქტიურად ვითარდებოდა ავტოსტრადების ქსელი, ხოლო პირადი საავტომობილო პარკის მნიშვნელოვანმა ზრდამ ხელი შეუწყო ქალაქის შემოგარენის განვითარებას. მელბურნის ცენტრალური ნაწილი გახდა უფრო თანამედროვე ქალაქის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მრავალრიცხოვანი პროექტების განხორციელების გამო. XX საუკუნის 60-იანი წლების ბოლო-70-იანი წლების დასაწყისში ეკონომიკური ზრდის დასაწყისი და სამთომოპოვების დარგის განვითარება სასიკეთოდ აისახა ქალაქზე. მელბურნში გადატანილი იქნა ბევრი მსხვილი კომპანიებისა და ასევე ავსტრალიის სარეზერვო ბანკის სათავო ოფისები. ქალაქი რჩებოდა ავსტრალიის ფინანსურ და საქმიან დედაქალაქად 70-იანი წლების ბოლომდე, მაგრამ რის შემდეგაც, ის თანდათან უთმობდა ლიდერის პოზიციებს სიდნეის[23].
მელბურნის ეკონომიკამ საკმაოდ იზარალა ვიქტორიის შტატში ეკონომიკის ვარდნის დროს 1989 წელსა და 1992 წელს შორის. ამ პერიოდში შეწყვიტეს საკუთარი არსებობა ქალაქის ბევრმა ეკონომიკურმა ინსტიტუტებმა. 1992 წელს ხელისუფლებაში მოვიდა სამთავრობო კოალიცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჯეფ კენეტი. ახალმა ადმინისტრაციამ დაიწყო ქალაქის ეკონომიკის განახლების კამპანია, ამოქმედდა მრავალრიცხოვანი საინვესტიციო პროექტები, დაიწყო მელბურნის განვითარების კამპანია ტურისტული ცენტრის რანგში. ქალაქში ჩატარდა ბევრი საქვეყნოდ ცნობილი ფესტივალები და ღონისძიებები, როგორიცაა ფორმულა ერთის ავსტრალიის გრან-პრი. ამ პერიოდის მსხვილი პროექტები იყო მელბურნის მუზეუმის, ფედერაციის მოედნის, გამოფენების და შეკრებების მელბურნის ცენტრის, კრაუნ-კაზინოს, სიტი-ლინკის (ქალაქის ცენტრში გამავალი ფასიანი შოსე) რეკონსტრუქციის და მშენებლობის სამუშაოები. იმავდროულად მოხდა მელბურნის ინფრასტრუქტურის ზოგიერთი ობიექტის პრივატიზაცია, ელექტრომომარაგების სისტემების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩათვლით, ასევე შეიცვალა ბევრი საზოგადოებრივი სფეროს დაფინანსების სისტემები, მათ შორის, ჯანდაცვის და განათლების.
1997 წლიდან დაწყებული, მელბურნში შეინიშნება მოსახლეობის და სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი ზრდა. ქალაქის განვითარებაში, უპირველეს ყოვლისა მრეწველობაში და უძრავი ქონების ბაზარზე, იდება მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინვესტიციები. ავსტრალიის სტატისტიკური ბიუროს 2006 წლის მონაცემების საფუძველზე, მელბურნს 2000 წლიდან უკავია პირველი ადგილი ავსტრალიის მსხვილ ქალაქებს შორის ეკონომიკური ზრდის და მოსახლეობის ზრდის მაჩვენებლებით[24].
ქალაქის სტრუქტურა და მართვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მელბურნი დაარსდა მდინარე იარის ჩრდილოეთ ნაპირზე 1835 წელს მონაკვეთზე ფართით 1,6 კმ 0,8 კმ-ზე. მშენებლობა ქალაქში მიმდინარეობდა იმ დროს კოლონიის მიწის მზომელი რობერტ ჰოდლის მიერ შემუშავებული ჰოდლის გეგმის (ინგლ. Hoddle Grid) შესაბამისად. მელბურნის ცენტრალური ნაწილის ყველა მთავარი ქუჩები დღემდე გადიან ამ გეგმის შესაბამისად. ქალაქის ცენტრი ცნობილია თავისი ისტორიული ქუჩებით და პასაჟებით, რომელთაგან ყველაზე ცნობილია ბლოკ-პლეისი და როიალ-არკეიდი, რომელთა ტერიტორიებზეც მდებარეობენ მრავალრიცხოვანი მაღაზიები და კაფეები[25]. ცენტრალურ ნაწილში მდებარეობენ მრავალრიცხოვანი ისტორიული და არქიტექტურული თვალსაზრისით საინტერესო შენობები, როგორიცაა სამეფო საგამოფენო დარბაზი, ვიქტორიის შტატის პარლამენტის შენობა, მელბურნის ცენტრალური დარბაზი. თუმცა ადგილი, სადაც დაიწყო ქალაქის მშენებლობა, დღემდე ითვლება ცენტრად, ის არ არის გეოგრაფიული ცენტრი იმის გამო, რომ XX საუკუნეში მელბურნი ძირითადად იზრდებოდა აღმოსავლეთის მიმართულებით[26].
მელბურნს ბევრი რამით შეიძლება დავარქვათ ტიპური ავსტრალიური ქალაქი, რადგანაც მისი განვითარება, განსაკუთრებით XX საუკუნეში, განისაზღვრებოდა საძილე რაიონის განვითარებით, სადაც შეიძლებოდა განხორციელებულიყო თითოეული ავსტრალიური ოჯახის ოცნება საკუთარ ცალკე სახლზე მიწის მცირე ნაკვეთით. მელბურნის მეტროპოლიის დიდი ნაწილი ხასიათდება მოსახლეობის შედარებით დაბალი სიმჭიდროვით. რკინიგზის ტრანსპორტის და ტრამვაის ლიანდაგების რადიალური ქსელის გაყვანამ ხელი შეუწყო ქალაქის ზუსტად ასეთ განვითარებას, როდესაც ხალხი ირჩევდა იმ რაიონებში დასახლებას, სადაც მიწის ღირებულება შედარებით ნაკლები და ეგრეთ წოდებული „სატრანსპორტო კორიდორებიც“ ახლოს იყო.
პარკების, ბაღებისა და ბულვარების საკმაოდ დიდი რაოდენობის გამო მელბურნს საკმაოდ ხშირად ეძახიან „ქალაქ-ბაღს“, ხოლო ვიქტორიის შტატი ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან ცნობილია როგორც „ბაღების შტატი“. ყველაზე ცნობილი ბაღების და პარკების უმრავლესობა მდებარეობს ქალაქის ცენტრის უშუალო სიახლოვეს. მელბურნში მდებარეობს ავსტრალიაში ექვსიდან ხუთი ყველაზე მაღალი შენობა, რომელთაგან დღეისათვის ყველაზე მაღალია ევრიკის კოშკი.
ცხოვრებისათვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი ქალაქის გამოსავლენად ჟურნალ The Economist-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, მელბურნმა სამჯერ დაიკავა პირველი ადგილი 2002[27], 2004 და 2005წლებში[28]. ეს გამოკვლევები ითვალისწინებს ისეთ მაჩვენებლებს, როგორებიცაა: კულტურა, კლიმატი, ცხოვრების ღირებულება, დანაშაულის დონე, ჯანდაცვა. უკანასკნელ წლებში სწრაფად მზარდმა ფასებმა საცხოვრებელ ფართზე მელბურნი გადაწიეს 36-ე პოზიციაზე მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქების სიაში და მეორე პოზიციაზე ავსტრალიის ქალაქებს შორის[29].
მელბურნის მერია მართავს ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, რომელიც მოიცავს მელბურნის ცენტრალურ საქმიან რაიონს და ზოგიერთ შემოგარენ რაიონს. მაგრამ მელბურნის მერიის ხელმძღვანელი — ლორდ-მერი, ხშირად (განსაკუთრებით უცხოეთში ყოფნის დროს) განიხილება დიდი მელბურნის წარმომადგენლის სახით, რომელიც მოიცავს მეტროპოლიის მთელ ტერიტორიას[30]. 2006 წელს მაშინდელი მელბურნის ლორდ-მერი ჯონ სო დაჯილდოვდა პრესტიჟული ჯილდოთი — „მსოფლიოს მერი“[31]. 2008 წელს ეს პოსტი დაიკავა ხელახლა არჩეულმა რობერტ დოილმა.
დიდი მელბურნის ტერიტორიის დანარჩენი ნაწილი დაყოფილია 30 ადგილობრივ მუნიციპალიტეტად. ყველა მათგანს აქვთ ქალაქის ადმინისტრაციის სტატუსი, ოთხი რაიონის გამოკლებით, რომლებსაც აქვთ ქალაქგარე რაიონის სტატუსი. რაიონული ადმინისტრაციები ქმნიან საბჭოებს და პასუხს აგებენ მთელ რიგ ფუნქციებზე (რომლებიც მათ გადაეცემა ვიქტორიის შტატის მთავრობისაგან 1989 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის თანახმად[32]), ისეთების, როგორიცაა ქალაქის გეგმარება და ნაგვის გატანა.
ღონისძიებების უმრავლესობა, რომლებიც ეხება მთელი ქალაქის ინტერესებს, ტარდება ვიქტორიის შტატის მთავრობის მიერ, რომელიც სხდომებს ატარებს სპრინგ-სტრიტის ქუჩაზე მდებარე ვიქტორიის შტატის პარლამენტის შენობაში. მთავრობის პასუხისმგებლობის სფეროში შედის: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მთავარი ავტოგზები, ტრანსპორტის მოძრაობის მართვა, პოლიცია, განათლება, ქალაქის ინფრასტრუქტურის დაგეგმარება და მართვა. იმასთან დაკავშირებით, რომ ვიქტორიის შტატის მოსახლეობის ორი მესამედი ცხოვრობს მელბურნში, შტატის მთავრობას ტრადიციულად აქვს დიდი გავლენა ქალაქის საქმეებში. ასეთი სიტუაცია არ არის უნიკალური ავსტრალიისთვის, რადგანაც ბევრ შტატებში შტატების მთავრობები მართავენ უფრო დიდ მეტროპოლიებს.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მელბურნის ძირითადი ეროვნული ჯგუფების რაოდენობა დაბადების ადგილის მიხედვით | ||
---|---|---|
დიდი ბრიტანეთი | 156 457 | |
იტალია | 73 801 | |
ვიეტნამი | 57 926 | |
ჩინეთი | 54 726 | |
ახალი ზელანდია | 52 453 | |
საბერძნეთი | 52 279 | |
ინდოეთი | 50 686 | |
შრი ლანკა | 30 594 | |
მალაიზია | 29 174 | |
ფილიპინები | 27 568 | |
გერმანია | 21 182 | |
მალტა | 18 951 | |
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა | 17 317 | |
ჩრდილოეთი მაკედონია | 17 287 | |
ჰონგ-კონგი | 16 917 | |
პოლონეთი | 16 439 | |
ხორვატია | 15 367 | |
ლიბანი | 14 645 | |
ნიდერლანდები | 14 581 | |
თურქეთი | 14 124 | |
წყარო: ავსტრალიის სტატისტიკის ბიურო, 2006 წელი[33] |
თანამედროვე მელბურნი წარმოადგენს მრავალეროვან და მულტიკულტურულ საზოგადოებას. ვიქტორიის შტატის მოსახლეობის თითქმის მეოთხედი შედგება ადამიანებისაგან, რომლებიც დაბადებულები არიან ავსტრალიის ფარგლებს გარეთ. ამას გარდა მელბურნი არის საცხოვრებელი ადგილი 233 ქვეყნიდან გადმოსახლებული ხალხისა, რომლებიც ლაპარაკობენ 180 ენაზე და მათი აღმსარებლობა შედგება 116 სხვადასხვა რელიგიისგან[34]. ქალაქში არსებობს სიდიდით მეორე აზიური თემი ავსტრალიაში, რომლის შემადგენლობაში შედიან ქვეყანაში მსხვილი ვიეტნამური, ინდური და შრილანკური თემები.
პირველი ადამიანები, რომლებიც დასახლდნენ თანამედროვე მელბურნის ტერიტორიაზე, იყვნენ ავსტრალიელი აბორიგენები, კერძოდ, ბანარონგის, ვურუნჯერის და ვატარონგის ტომების წარმომადგენლები. დღეისათვის ქალაქი ავსტრალიელი აბორიგენების ცხოვრების მთავარი ცენტრია. მელბურნში ავსტრალიის მკვიდრი მოსახლეობის საერთო რაოდენობა შეადგენს 20 000-ზე მეტ ადამიანს (ქალაქის მოსახლეობის 0,6 %)[35].
ქალაქის პირველი ევროპელი მაცხოვრებლები იყვნენ ინგლისელები და ირლანდიელები. მხოლოდ ისინი იყვნენ პირველი დასახლებულები, რომლებიც მოვიდნენ ვიქტორიის შტატში ოქროს ციებ-ცხელების დროს და შეადგენდნენ იმიგრანტთა უმრავლესობას მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე. ოქროს აღმოჩენამ და ვიქტორიის შტატში ოქროს ციებ-ცხელების დაწყებამ XIX საუკუნის 50-იან წლებში ხელი შეუწყო მელბურნის სწრაფი განვითარების დაწყებას. ვიქტორიის შტატში ოქროს აღმოჩენიდან პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში მელბურნის მოსახლეობა გაიზარდა თითქმის 75 %-ით, 25 ათასიდან 40 ათას ადამიანამდე[36]. ეს ზრდა უწყვეტად გრძელდებოდა შემდგომი ათწლეულების განმავლობაში და უკვე 1865 წლისთვის მელბურნმა გადაუსწრო სიდნეის მოსახლეობის რაოდენობით[5]. ოქროს ციებ-ცხელების შემდგომ წლებში ვიქტორიის შტატში და მელბურნში ჩამოსვლა დაიწყეს გადმოსახლებულთა მნიშვნელოვანმა რაოდენობამ ჩინეთიდან, გერმანიიდან და აშშ-დან.
ომისშემდგომი იმიგრაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ მელბურნს მოაწყდა ემიგრანტების ნაკადი ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებიდან, ძირითადად საბერძნეთიდან და იტალიიდან, ასევე თურქეთიდან და კვიპროსიდან. 2001 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, დიდი მელბურნის ტერიტორიაზე ცხოვრობდა 151 785 ეთნიკური ბერძენი[37]. ავსტრალიის ბერძნული მოსახლეობის 47 % ცხოვრობს მელბურნში[38]. ქალაქს ხშირად ეძახიან „ყველაზე დიდ ბერძნულ ქალაქს საბერძნეთის ფარგლებს გარეთ“.
დემოგრაფიული სიტუაცია მელბურნში ხასიათდება სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლების ასე თუ ისე თანაბარი განსახლებით ქალაქის რაიონებში, მაგრამ ზოგიერთ მათგანში ზოგიერთი ჯგუფების წარმომადგენლებს ისტორიულად აქვთ უპირატესობა. მაგალითად, იტალიელები ცხოვრობენ კარლტონსა და ბრანსუიკში, მაკედონელები — ტომასტაუნში, ინდუსები და შრი ლანკიდან მოსულები — სამხრეთ-აღმოსავლეთის რაიონებში, ბერძნები — ოკლეიში, ნორთკოტისა და ჰიუზდეილში, ვიეტნამელები — რიჩმონდში, სპრინგვეილსა და ფუტსკრეიში, მალტელები — სანშაინში, სერბები — სენტ-ალბანსიში, თურქები — კობურგში, ლიბანელები — ბროუდმედოუსში, რუსები — კარნეგიში, ესპანელები — ფიტცროიში, ჩრდილოეთ აფრიკის წარმომადგენლები — ფლემინგტონში.
მელბურნის მოსახლეობის რაოდენობა, რომლებიც დაიბადნენ ავსტრალიის ფარგლებს გარეთ, შეადგენს 34,8 %-ს (საშუალო მაჩვენებელი ქვეყანაში — 23,1 %). დიდი ბრიტანეთი ქალაქის მოსახლეობის 4,7 %-ის სამშობლოა, შემდეგ მოდიან: იტალია (2,4 %), საბერძნეთი (1,9 %) და ჩინეთი (1,3 %).
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მელბურნის მოსახლეობის რაოდენობა წლების მიხედვით | ||
---|---|---|
1836 | 177 | დასახლების დასაწყისი |
1854 | 123 000 | ოქროს ციებ-ცხელება ვიქტორიის შტატში |
1880 | 280 000 | უძრავი ქონების ბუმი |
1956 | 1 500 000 | |
1981 | 2 806 000 | |
1991 | 3 156 700 | ეკონომიკური ვარდნა |
2001 | 3 366 542 | |
2006 | 3 744 373 | |
2011 | 3 872 918 | პროგნოზი |
2021 | 4 253 367 | პროგნოზი |
2031 | 4 591 846 | პროგნოზი |
წყარო: ავსტრალიის სტატისტიკური ბიურო[39] |
2006 წლის მოსახლეობის აღწერამ აჩვენა, რომ მელბურნის მოსახლეობის 28,3 % (1 018 113) საკუთარ თავს თვლის კათოლიკად[40]. მეორე ადგილზე იმყოფება მოსახლეობა, რომლებიც საკუთარ თავს ათეისტად თვლის — 20,0 % (717 717), შემდეგ მოდიან ანგლიკანები — 12,1 % (433 564), მართლმადიდებლები — 5,9 % (212 887) და ავსტრალიის გაერთიანებული ეკლესიის წარმომადგენლები — 4,0 % (143 552)[40]. ადამიანთა საერთო რაოდენობა, რომელთა აღმსარებლობაცაა ბუდიზმი, ისლამი, იუდაიზმი და ინდუიზმი, შეადგენს 7,5 %-ს. სტატისტიკის მიხედვით ავსტრალიელი ათიდან ოთხი ებრაელი ცხოვრობს მელბურნში. მელბურნში ავსტრალიის სხვა ქალაქებთან შედარებით ცხოვრობს ყველაზე უფრო ბევრი ადამიანი, რომლებიც არიან ჰოლოკოსტის მსხვერპლნი[41].
სიმჭიდროვე და მოსახლეობის ზრდა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორიის შტატის საერთო დემოგრაფიული სიტუაცია განიცდის რყევებს, მელბურნის სტატისტიკური სამსახურები აღნიშნავენ ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის მუდმივ ზრდას 2003 წლიდან დაახლოებით 50 000 ადამიანით წელიწადში. მელბურნი დღეისათვის ძირითადი ადგილია, სადაც მოისწრაფიან ახალი იმიგრანტები უცხოეთიდან, ამასთან ამ მაჩვენებლით წინ უსწრებს სიდნეის. ამას გარდა, დღეისათვის ქალაქი იზრდება ავსტრალიის სხვა დიდი ქალაქებიდან გადმოსახლებულთა ხარჯზეც ბინებზე უფრო მისაღები ფასებისა და ცხოვრების შედარებით დაბალი ფასების გამო[42][43]. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მოსახლეობის ზრდა მელბურნის ისეთ რაიონებში, როგორებიცაა: მელტონი, ვინდჰემი და კეისი, იყო ყველაზე მაღალი ავსტრალიის ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შორის. პროგნოზების თანახმად, თუ მელბურნში მოსახლეობის ზრდა გაგრძელდება იგივე ტემპით, მაშინ ქალაქი შეიძლება ხელახლა გახდეს ყველაზე დიდი ავსტრალიაში 2028 წლისთვის[44].
მელბურნის მოსახლეობის სიმჭიდროვემ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო კლება საცხოვრებელი რაიონებისთვის ახალი ტერიტორიების ათვისების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განვითარების და პირადი ავტოტრანსპორტის პარკის გაზრდის გამო. ამ წლებში ქალაქის განვითარება ძირითადად ხდებოდა აღმოსავლეთის მიმართულებით. 1980-იან წლებში მრავალრიცხოვანი საზოგადოებრივი მსჯელობისა და 1990-იანი წლების ეკონომიკური ვარდნის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქალაქი განვითარებულიყო დასავლეთის მიმართულებით და იმავდროულად გაზრდილიყო მოსახლეობის სიმჭიდროვე ცენტრალურ რაიონებში.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქში მდებარეობს ავსტრალიაში მსხვილი მელბურნის საზღვაო პორტი. მისი ყოველწლიური ტვირთბრუნვა შეადგენს დაახლოებით AUD$ 75 მილიარდს. ასევე მელბურნის საზღვაო პორტზე მოდის ეროვნული საკონტეინერო ბრუნვის 39 %[45][46].
მელბურნში მდებარეობს ავსტრალიის საავტომობილო მრეწველობის საწარმოების დიდი ნაწილი, რომლებსაც წარმოადგენენ ამწყობი ქარხნები ფორდი და ტოიოტა, ასევე ძრავების წარმოების ქარხანა ჰოლდენის ავტომობილებისათვის. ქალაქი ასევე მრეწველობის სხვა ბევრი დარგის ბაზაა, და ამავე დროს მსხვილი ფინანსური და კომერციული ცენტრია[47].
მელბურნი თანამედროვე ტექნოლოგიის ცენტრია. კომპიუტერებთან ან საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული დარგები, სამუშაო ადგილებით ასაქმებენ 60 000-ზე მეტ ადამიანს, რაც მესამე მაჩვენებელია ავსტრალიაში. ამ ინდუსტრიას აქვს ბრუნვა AUD$ 19,8 მილიარდი, საიდანაც AUD$ 615 მილიონი მიდის ექსპორტზე[48].
მელბურნი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში საბანკო მოღვაწეობის მსხვილი ცენტრია. ოთხიდან ორ ბანკს, რომლებიც შედიან ავსტრალიის „დიდ ოთხეულში“, NAB და ANZ, აქვთ შტაბ-ბინები ამ ქალაქში. მელბურნს ავსტრალიის მსხვილ ქალაქებს შორის უკავია ლიდერის ადგილი საპენსიო ფონდის რაოდენობის მიხედვით[49]. აქ შედის ავსტრალიის ყველაზე დიდი საპენსიო ფონდი — მომავლის ფედერალური ფონდი.
ტურიზმი დღეისათვის ერთ-ერთი ძირითადი დარგია მელბურნის ეკონომიკაში. 2004 წლის მონაცემებით ქალაქს ესტუმრა დაახლოებით 4,6 მილიონი ავსტრალიელი და 1,88 მილიონი უცხოელი ტურისტი[50]. 2008 წლის ბოლოს მელბურნმა პირველობა წაართვა სიდნეის ავსტრალიის ძირითად ტურისტულ ცენტრებს შორის[51].
მელბურნი ქალაქია, სადაც იმყოფება ბევრი მსხვილი ავსტრალიური კორპორაცია, ხუთის ჩათვლით, რომლებიც შედიან პირველ ათეულში (საერთო ბრუნვის მიხედვით), კერძოდ: ANZ, BHP Billiton, National Australia Bank, Rio Tinto და Telstra[52]. აქ მდებარეობენ ისეთი ორგანიზაციების სათავო ინსტიტუტები, როგორებიცაა ავსტრალიის საქმიანი საბჭო და პროფესიული კავშირების ავსტრალიური საბჭო.
მელბურნს უკავია 34-ე ადგილი 50 მსხვილი მსოფლიო ფინანსური ცენტრების სიაში მასტერქარდის მსოფლიო კომერციული ცენტრების ინდექსის თანახმად და მეორე ადგილი ავსტრალიაში სიდნეის შემდეგ.
ქალაქი თანდათან იძენს უფრო დიდ მნიშვნელობას, როგორც საერთაშორისო შეკრებების და კონფერენციების ცენტრი. 2006 წლის თებერვალში დაიწყო 5000 ადგილიანი დიდი კონფერენც-ცენტრის მშენებლობა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება შეფასებულია AUD$ 1 მილიარდად.
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მელბურნის სატრანსპორტო სისტემა გაერთიანებულია ერთი მარკით — Metlink. მისი გაერთიანება დაიწყო საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც ტრამვაი და მატარებელი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირითადი საშუალება. 1950-იანი წლებიდან კერძო ავტომობილების რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო ჩქარი ტემპებით შენდებოდა ავტოგზები და შოსეები[53]. ეს ტენდენცია შენარჩუნდა შემდეგი ათწლეულების განმავლობაში, რამაც გამოიწვია ის, რომ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც მუდმივად სარგებლობდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, შემცირდა 25 %-დან, როგორც ეს იყო 1940-იან წლებში, 9 %-მდე[54]. 1999 წელს მელბურნში საზოგადოებრივი ტრანსპორტი პრივატიზირებული იქნა[55].
მელბურნის ტრამვაის ქსელი ითვლება მსოფლიოში ყველაზე დიდ ქსელად,[56]. ეს ერთადერთი ტრამვაის ქსელია ავსტრალიაში, რომელსაც აქვს ერთ ხაზზე მეტი. მელბურნის ტრამვაი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ არის, იგი ასევე კულტურული მემკვიდრეობის ელემენტია და მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებობს უფასო წრიული მარშრუტი, ფართედაა გავრცელებული გადასატანი რესტორნები.
მელბურნში ადგილობრივი დანიშნულების მატარებელთა ქსელი შედგება 17 ხაზისაგან. ისინი ყველანი წარმოადგენენ რადიალურ ხაზებს, ნაწილობრივ მიწისქვეშა წრიული მონაკვეთის გარდა, რომელიც გადის მელბურნის ცენტრალურ საქმიან რაიონზე. რკინიგზები ძირითადად ელექტროფიცირებულია. ქალაქში ყველაზე დიდია ფლინდერს-სტრიტ სტეიშენის ვაგზალი. 1926 წელს ეს ვაგზალი ითვლებოდა მსოფლიოში ყველაზე დიდ ვაგზლად მგზავრთა რაოდენობის მხრივ[57]. რკინიგზა აერთებს მელბურნს ბევრ ქალაქებთან ვიქტორიის შტატის ფარგლებში, ასევე სიდნეისთან და ადელაიდასთან. საქალაქთაშორისო დანიშნულების მატარებლები მიემგზავრებიან საუთერნ-კროსის სადგურიდან.
მელბურნის საავტობუსო ქსელი შედგება დაახლოებით 300 მარშრუტისაგან, რომლებიც ძირითადად ემსახურება ქალაქის დაშორებულ შემოგარენებს და ავსებენ ინტერვალს რკინიგზისა და ტრამვაის ხაზებს შორის.
მელბურნისთვის დამახასიათებელია პირადი ტრანსპორტის მოხმარების მაღალი დონე: მოსახლეობის მხოლოდ 7,1 % სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით[58], მაგრამ უკანასკნელ პერიოდში ეს ციფრი ცოტათი გაიზარდა, ძირითადად ბენზინზე ფასების ზრდის გამო[59]. მელბურნში არსებობს დაახლოებით 3,6 მილიონი კერძო ავტომობილი და 22 320 კილომეტრი ავტოგზა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით[58].
მელბურნის საზღვაო პორტი ავსტრალიის ყველაზე დიდი საზღვაო პორტია. 2007 წელს პორტის დახმარებით 12 თვეში გადატანილი იქნა 2 მილიონი კონტეინერი, რითაც სამხრეთის ნახევარსფეროს პორტებს შორის მან დაიკავა მეხუთე ადგილი[60]. მელბურნი მთავარი საკრუიზო პორტია ავსტრალიაში სიდნეისთან ერთად. ქალაქიდან დადიან რეგულარული ბორნები, რომლებიც აკავშირებს მატერიკულ ავსტრალიას და კუნძულ ტასმანიასთან.
მელბურნში არსებობს ოთხი აეროპორტი. ყველაზე დიდებია ტულიმარინში მდებარე მელბურნის საერთაშორისო აეროპორტი. აეროპორტი ისეთი ავიაკომპანიების ბაზირების ადგილია, როგორებიცაა Jetstar Airlines და Tiger Airwais Australia, სატვირთო ავიაკომპანიების Australian Air Express და Toll Priority, ასევე მსხვილი საშუალედო ცენტრია ავიაკომპანიებისთვის Qantas და Virgin Blue. ავალონის აეროპორტი მდებარეობს მელბურნსა და ჯილონგს შორის და მეორეა ბაზირების ცენტრის მნიშვნელობით ავიაკომპანიისთვის Jetstar. საუბარი აეროპორტის მელბურნის მეორე საერთაშორისო აეროპორტად გადაქცევის შესახებ მიმდინარეობს 2008 წლიდან[61], მაგრამ მხოლოდ 2012 წელს ვიქტორიის შტატის მთავრობამ ამაზე განაცხადა ფორმალური თანხმობა.[62] ამას გარდა, ეს აეროპორტი გამოიყენება მთელი რიგი ავიაკომპანიების მიერ, როგორც სატრანსპორტო და სარემონტო ბაზა. მურაბინის აეროპორტი, რომელიც მდებარეობს ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მცირე ავიაციის მსხვილი ცენტრია და ამას გარდა, იღებს კომერციული რეისების შეზღუდულ რაოდენობას. ესენდონის აეროპორტი, რომელიც ტულიმარინის აეროპორტის მშენებლობის დამთავრებამდე იყო მელბურნის ძირითადი აეროპორტი, დღეისათვის იღებს კომერციულ და სატრანსპორტო რეისებს, ასევე მცირე ავიაციის მსხვილი ცენტრია.[63]
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტურიზმი მელბურნის ეკონომიკის მთავარი შემადგენელი ნაწილია. 2004 წლის მონაცემებით ქალაქი ამ წელს მოინახულა 7,6 მილიონმა ავსტრალიელმა და 1,88 მილიონმა უცხოელმა ტურისტმა[64]. ქალაქში დიდი რაოდენობით ჩატარებული საერთაშორისო დონის სპორტული შეჯიბრებების გამო აქ ფართედ გავრცელებულია სპორტული ტურიზმი[65]. ქალაქში სტუმრად მყოფ ტურისტებს შორის, მნიშვნელოვანი ნაწილი შეადგენს ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც მოგზაურობენ როგორც ბექპეკერები. 2008 წელს მელბურნმა პირველად გადაასწრო სიდნეის ისეთ მაჩვენებელში, როგორიცაა ავსტრალიელი ტურისტების მიერ ქალაქში დახარჯული ფულის რაოდენობა[66]
მასმედია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მელბურნის მსხვილი გაზეთებია რუპერტ მერდოკის კუთვნილი Herald Sun და კომპანია Fairfax-ს კუთვნილი The Age, ასევე საღამოს ტაბლოიდი mX, რომელსაც ასევე უშვებს რუპერტ მერდოკი. საერთოეროვნული გაზეთი The Australian გამოდის მელბურნში სპეციალური გამოშვების სახით ვიქტორიის შტატისთვის. ეს გაზეთი ასევე ეკუთვნის რუპერტ მერდოკს. მერდოკ ნიუს გრუპი უშვებს რამდენიმე ყოველკვირეულ ჟურნალს და ფლობს Fairfax-ის 50 %-ზე მეტ აქციებს, ასე რომ, მელბურნში გამომავალი ყველა ყოველდღიური გაზეთი, შედის რუპერტ მერდოკის იმპერიაში. ავსტრალიაში ყველაზე დიდი მუნიციპალური მედიაკომპანია— Leader Newspapers — უშვებს 33 ადგილობრივ ყოველკვირეულ გაზეთს, რომლებიც აშუქებენ რაიონების და მელბურნის მუნიციპალიტეტების პრობლემებს.
მელბურნში ეთერში გადის 29 ციფრული ტელეარხი (ანალოგიური ტელემაუწყებლობა მთლიანად გაითიშა 2013 წლის 31 დეკემბერს ავსტრალიის მთელ ტერიტორიაზე). ტელეარხთა უმრავლესობა გადის კომერციული (Seven, Nine და Ten) ლოგოტიპებით და სახელმწიფოს მიერ დასპონსორებულ (ABC, SBS) ქსელებში. ასევე არსებობს მუნიციპალური არხი C31.[67]
მელბურნში მაუწყებლობს რადიოსადგურების დიდი რაოდენობა (ყველაზე უფრო ცნობილებია: 3MBS, Triple J, Fox FM, 3AW, SEN 1116), რომლებიც ძირითადად ეკუთვნის ქალაქის სამ ძირითად ქსელს: DMG Radio Australia, Austereo და Southern Cross Broadcasting.
სოციალური სფერო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯანდაცვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მელბურნის ტერიტორიაზე ვიქტორიის შტატის მთავრობის განკარგულებაში იმყოფება დაახლოებით 30 საზოგადოებრივი საავადმყოფო და ჰოსპიტალი, ასევე კიდევ 13 ორგანიზაცია, რომლებიც უხრუნველყოფენ სამედიცინო მომსახურებას[68]. ამას გარდა, ქალაქში არსებობს დიდი რაოდენობით კერძო კლინიკა და ჰოსპიტალი. მელბურნი ავსტრალიაში სამედიცინო მეცნიერების მთავარი ცენტრია.
განათლება და მეცნიერება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მელბურნში განათლების სისტემა, როგორც მთელი ვიქტორიის შტატში, იმყოფება განათლებისა და ბავშვის ადრეული განვითარების დეპარტამენტის კონტროლ ქვეშ (DEECD)[69]. ეს ორგანიზაცია გამოდის განათლების სისტემის მართვაში ჩართული — ვიქტორიის შტატის განათლების სამინისტროს და ვიქტორიის შტატის ბავშვთა და ბავშვის ადრეული განვითარების სამინისტროს მრჩევლის დარგში.
განათლების სისტემა აგებულია სამსაფეხურიანი სქემით: დაწყებითი განათლება (ინგლ. primary school), საშუალო განათლება (ინგლ. secondary schools ან ინგლ. secondary colleges) და უმაღლესი განათლება.
სასკოლო განათლება სავალდებულოა 6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. სახელმწიფო სკოლებში სწავლობს ბავშვების ორ მესამედამდე, ხოლო ბავშვთა დანარჩენი ნაწილი სწავლობს კერძო სკოლებში. განათლება სახელმწიფო სკოლებში 12 წლამდე უფასოა, მაგრამ ეს არ ვრცელდება უცხოელებზე. იმის მიუხედავად, თუ რომელ სკოლაში მიმდინარეობს სწავლება, სახელმწიფოში თუ კერძოში, სწავლის დამთავრების შემდეგ სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ გარკვეული ცოდნის დონე და დაამტკიცონ ეს გამოცდების ჩაბარებისას.
მელბურნის და ამავე დროს მთელი ავსტრალიის ერთ-ერთი მსხვილი უნივერსიტეტებია მელბურნის უნივერსიტეტი და მონაშის უნივერსიტეტი. 2006 წელს მელბურნის უნივერსიტეტი დასახელდა მეორე საუკეთესო უნივერსიტეტად ავსტრალიაში[70]. ამას გარდა, ბრიტანული ჟურნალის The Times Higher Education Supplement გამოკვლევების თანახმად მელბურნის უნივერსიტეტს უკავია 22-ე ადგილი მსოფლიოს საუკეთესო სასწავლო დაწესებულებებს შორის, ხოლო მონაშის უნივერსიტეტს ამ სიაში უკავია 38-ე ადგილი. ამავე გამოკვლევაში მელბურნი დასახელებულია პლანეტის მეოთხე საუკეთესო საუნივერსიტეტო ქალაქად ლონდონის, ბოსტონის და ტოკიოს შემდეგ[71].
მელბურნში მდებარეობს ავსტრალიის უძველესი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, იურიდიული სკოლის (1857), ტექნიკური სკოლის (1860), სამედიცინო სასწავლებლის (1862), კბილის საექიმო სასწავლებლის (1897), მუსიკალური სკოლების (1891) ჩათვლით. ყველა ესენი შედიან მელბურნის უნივერსიტეტის შემადგენლობაში, რომელიც ვიქტორიის შტატში უძველესი და ავსტრალიაში მეორე უძველესი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა.
ასევე მელბურნში 1990-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა კოსმოსური კვლევების ავსტრალიის ინსტიტუტი.
მელბურნში, როგორც მთელ ვიქტორიის შტატში, აკადემიური წელი ჩვეულებრივ გრძელდება, იანვრის ბოლოდან დეკემბრის შუამდე საწყისი, საშუალო სკოლებისათვის და ასევე კოლეჯებისთვის, და თებერვლის ბოლოდან ნოემბრის ბოლომდე უნივერსიტეტებისთვის.
მთავარი მოვლენა იყო XVIII საერთაშორისო ბოტანიკური კონგრესი, რომელიც გაიმართა მელბურნში 2011 წლის 24-დან 30 ივლისის ჩათვლით. მის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ხუთი ათასზე მეტმა მეცნიერმა[72].
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მელბურნი — ავსტრალიის კულტურული და სპორტული დედაქალაქია. ქალაქში იმართება ყოველწლიური კულტურული ღონისძიებების დიდი რაოდენობა, აქ მდებარეობენ ავსტრალიის ბევრი მსხვილი მუზეუმები და გამოფენები. უნიკალურია ადგილობრივი არქიტექტურაც.
ქალაქში მუსიკალურ კულტურას აქვს ღრმა ფესვები. ბევრი ცნობილი ავსტრალიელი მუსიკოსი მელბურნელია. უკანასკნელ წლებში ქალაქმა შეიძინა პოპულარობა მსოფლიოში როგორც სტრიტ-არტის ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი. თანამედროვე ქალაქური ხელოვნების ეს სახეობა იმდენად პოპულარული გახდა მელბურნში, რომ მან ასახვა ჰპოვა ტურისტულ გზამკვლევებში. ქალაქი ითვლება ვიქტორიანული არქიტექტურის ერთ-ერთ ძირითად მსოფლიო ცენტრად (1837—1901), რომელშიც შენარჩუნებულია ამ სტილის ბევრი რაოდენობის შენობები. ქალაქის არქიტექტურული სახე ასევე მიუღებელია თანამედროვე არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშების გარეშე, რომლებიც გამოჩნდნენ მელბურნში XX საუკუნის შუიდან დაწყებული.
თეატრალური ცხოვრება მელბურნში საკმაოდ მრავალფეროვანია. ქალაქი სახლია ავსტრალიის ეროვნული ბალეტისთვის. მელბურნის სამეფო ფილარმონიის ორკესტრი ქალაქში დაარსდა 1853 წელს და ავსტრალიის უძველესი პროფესიონალური ორკესტრია და ერთადერთია, რომელიც ატარებს სახელს — „სამეფო“. მელბურნში უფრო ბევრი თეატრია, ვიდრე ავსტრალიის სხვა რომელიმე ქალაქში. ქალაქი ასევე ავსტრალიური მოდის ძირითადი ცენტრია. აქ ყოველწლიურად იმართება მელბურნის მოდის ფესტივალი.
სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მელბურნი ფართედ ცნობილია როგორც ავსტრალიის კულტურული და სპორტული დედაქალაქი. ყოველწლიურად ქალაქში იმართება ეროვნული და საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების დიდი რაოდენობა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება:
- ავსტრალიის ღია პირველობა (ჩოგბურთი), ეს ტურნირი დიდი სლემის ერთ-ერთი ეტაპია;
- ავსტრალიის გრან-პრი (ფორმულა ერთი);
- მელბურნის თასი (საცხენოსნო რბოლები);
- ავსტრალიის საფეხბურთო ლიგის სეზონის ფინალი.
ამას გარდა, მელბურნში ჩატარდა 1956 წლის ზაფხულის ოლიმპიადა და 2006 წლის თანამეგობრობის თამაშები. 2003 წელს მელბურნში გაიმართა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი; 2001 წელს მელბურნი გახდა პირველი ქალაქი სამხრეთ ნახევარსფეროში, სადაც ჩატარდა პოლოს მსოფლიო ჩემპიონატი. 2007 წელს ქალაქში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი წყალოსნურ სახეობებში, 2008 წლის დასაწყისში მელბურნში ჩატარდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების თამაშები.
მელბურნი ავსტრალიური ფეხბურთის სამშობლოა (თამაში, რომელშიც გაერთიანებულია რაგბისა და ფეხბურთის ელემენტები), რომელიც ავსტრალიაში ყველაზე უფრო პოპულარული სპორტის სახეობაა მაყურებელთა რაოდენობის მიხედვით. ქალაქში მდებარეობს თექვსმეტიდან ცხრა გუნდი, რომლებიც თამაშობენ ავსტრალიის საფეხბურთო ლიგაში. ავსტრალიის საფეხბურთო ლიგის სეზონის ფინალი ითვლება მსხვილ შიდა ავსტრალიურ სპორტულ მოვლენად და იმართება ქალაქში სექტემბრის უკანასკნელ შაბათს.
მელბურნში არსებობს 29 სპორტული ნაგებობა, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარ ტრიბუნებზე დაიტიონ 10 000 მაყურებელზე მეტი. 2000 წელს დამთავრდა ქალაქში ყველაზე დიდი სტადიონის — „ტელსტრას სახლის“ მშენებლობა, რომელსაც შეუძლია 56 000 მაყურებლის მიღება. ეს სტადიონი გახდა მსოფლიოში პირველი სპორტული ნაგებობა, რომელზეც შეიძლება ჩატარდეს მატჩები ფეხბურთსა და კრიკეტში სახურავის ქვეშ.
2006 წელს ლონდონის საკვლევმა და საკონსულტაციო კომპანია არკსპორტმა მელბურნი მსოფლიოში საუკეთესო ქალაქად დაასახელა სპორტული შეჯიბრებების ჩასატარებლად. ამან ხელი შეუწყო მელბურნს, რათა იგი ჩათვლილიყო მსოფლიოს არაოფიციალურ სპორტულ დედაქალაქად[73].
ძირითადი ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიქტორიის შტატის სახელმწიფო ბიბლიოთეკა — ავსტრალიის ერთ-ერთი მსხვილი ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკის შენობა წარმოადგენს კოლონიალური კლასიციზმის თვალსაჩინო მაგალითს. იგი არა მარტო წიგნთსაცავია, არამედ ამავდროულად ქალაქის კულტურული ცხოვრების ბუდეა. აქ იმართება ბევრი გამოფენა, კონფერენცია, შეხვედრა მწერლებთან.
- ფლინდერს-სტრიტ სტეიშენის ვაგზალი — მდებარეობს რა ზუსტად ქალაქის ცენტრში, ვაგზლის შენობა ქალაქის თავისებური სავიზიტო ბარათია. მისი გამოსახულება შეიძლება დავინახოთ მელბურნზე მიძღვნილ მრავალრიცხოვან პლაკატებზე და ნიშნებზე. ვაგზალი ავსტრალიის უძველესი სარკინიგზო სადგურია, დღეისათვის ითვლება არქიტექტურის ძეგლად და იმყოფება ვიქტორიის შტატის მთავრობის დაცვის ქვეშ.
- ვიქტორიის შტატის პარლამენტის შენობა — სამოქალაქო არქიტექტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუში არა მარტო ავსტრალიაში, არამედ მსოფლიოშიც. ამ შენობაში 1901 წლიდან 1927 წლამდე პერიოდში იმყოფებოდა ავსტრალიის პარლამენტი.
- სამეფო საგამოფენო დარბაზი — შენობა მდებარეობს კარლტონ-გარდენის პარკში, აშენდა 1880 წელს. ვიქტორიანული არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში. შენობამ ავსტრალიაში პირველმა მიიღო მსოფლიო მემკვიდრეობის იუნესკო სტატუსი. ამ შენობაში მიმდინარეობდა ავსტრალიის პარლამენტის პირველი სხდომა 1901 წლის 9 მაისს, რომელზეც გამოცხადდა ავსტრალიის დამოუკიდებლობა.
- კაპიტან ჯეიმზ კუკის კოტეჯი — ქვის მცირე კოტეჯი, რომელიც ძველად ეკუთნოდა კაპიტან ჯეიმზ კუკის ოჯახს, რომელიც XX საუკუნის პირველ ნახევარში მელბურნში გადაიტანეს ინგლისიდან. ეს შენობა ავსტრალიის ეროვნული სიწმინდეა და ქალაქის უმთავრესი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.
- კორონას კაზინო — დიდი კაზინო და გასართობი კომპლექსი, რომელიც მდებარეობს მდინარე იარის სამხრეთ ნაპირზე. „კორონა“ ერთ-ერთი „სავიზიტო ბარათია“ და ქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.
- მელბურნის აკვარიუმი — მდებარეობს ქალაქის ცენტრში, მდინარე იარის ნაპირზე. ფლობს ავსტრალიის საზღვაო და სამდინარე ცხოვრების, ასევე მსოფლიო ოკეანის შემოგარენი ნაწილის საინტერესო კოლექციებს.
- მელბურნის მუზეუმი — სამხრეთი ნახევარსფეროს უდიდესი მუზეუმი. მუზეუმის ექსპოზიციები ეძღვნება ავსტრალიის, ვიქტორიის შტატის და უშუალოდ ქალაქ მელბურნის ისტორიას. მუზეუმის შენობა წარმოადგენს თანამედროვე არქიტექტურის საინტერესო ეგზემპლიარს. სამუზეუმო ეგზემპლიარებთან ერთად, შენობაში მდებარეობს მაყურებელთა დარბაზი, თეატრი, კინოთეატრი IMAX.
- ხსოვნის მონუმენტი — ყველა სამხედრო კონფლიქტებში, რომლებშიც ქვეყანას აქვს მონაწილეობა მიღებული, მონაწილე მეომრებისადმი მიძღვნილი ავსტრალიაში ერთ-ერთი უდიდესი ძეგლი. ძირითადი შენობის პროექტის იდეის სახედ გამოყენებულია ლეგენდარული ჰალიკარნასის მავზოლეუმი, ერთ-ერთი მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან.
- იმიგრაციის მუზეუმი — საკმაოდ ახალი მუზეუმი, რომელიც ეძღვნება ავსტრალიაში მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული იმიგრანტების ისტორიას.
- Michaels World-Famous Camera Museum — ფოტოგრაფიის ისტორიას მიძღვნილი მუზეუმი[74].
- იარის სანაპირო.
- ვიქტორიის შტატის ეროვნული გალერეა — უძველესი და ყველაზე დიდი მხატვრული გალერეა ავსტრალიაში.
- ფედერაციის მოედანი — საზოგადოებრივი შეკრებების და ღონისძიებების ერთ-ერთი ძირითადი ადგილი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. განთქმულია თავისი თანამედროვე და ბევრად ურთიერთსაწინააღმდეგო არქიტექტურით. აქ მდებარეობს მრავალრიცხოვანი საგამოფენო დარბაზები, კინემატოგრაფიის ცენტრი, რესტორნები, კაფეები, ბარები. მოედნის დიდი ღია სივრცე აკავშირებს ერთმანეთთან მელბურნის ცენტრალურ ნაწილს, მდინარე იარის სანაპიროს და იქვე მყოფ პარკებს.
- რიალტო ტაუერზი — ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობა ქალაქში და ავსტრალიაში. შენობის 55 სართულზე, 234 მეტრ სიმაღლეზე, ყოფილი დასათვალიერებელი მოედნის ადგილზე მდებარეობს რესტორანი Vue De Monde.
- დედოფალ ვიქტორიას ბაზარი — უძველესი ბაზარი, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრის უშუალო სიახლოვეს. სუფთა კომერციულ მნიშვნელობასთან ერთად, აქვს მთავარი ისტორიული და ტურისტული მნიშვნელობა. ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ადგილია.
- წმინდა პავლეს მონასტერი — მელბურნის მთავარი ანგლიკანური მონასტერი. მდებარეობს ქალაქის ზუსტად ცენტრში, ქმნის მელბურნის ცენტრალური ნაწილის არქიტექტურულ ღერძს. ანგლიკანურ ეკლესიებს შორის განთქმულია თავისი ორგანით და ყველაზე მაღალი შპილით ინგლისის ფარგლებს გარეთ.
- წმინდა პატრიკის მონასტერი — უდიდესი კათოლიკური მონასტერი ქალაქში. წარმოადგენს რუსული ფსევდოგოთიკის თვალსაჩინო მაგალითს. მონასტერი XIX საუკუნეში მსოფლიოში აშენებული უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა.
- მელბურნის ხელოვნების ცენტრი.
- ევრიკის კოშკი — მელბურნის ყველაზე მაღალი ცათამბჯენი და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ავსტრალიის კონტინენტზე. შენობის 88 სართულზე, 297 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს დასათვალიერებელი მოედანი.
დამეგრობებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მელბურს ჰყავს ექვსი დამეგრობებული ქალაქი[75]:
- ოსაკა, იაპონია, 1978
- ტიანძინი, ჩინეთი, 1980
- სალონიკი, საბერძნეთი, 1984
- ბოსტონი, აშშ, 1985
- სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი, 1989
- მილანი, იტალია, 2004
ამას გარდა, ქალაქის რაიონების ზოგიერთ ადმინისტრაციას დამყარებული აქვს ურთიერთობა სხვა უცხოურ ქალაქებთან დამეგრობებული ქალაქების დონეზე.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 3218.0 – Regional Population Growth, Australia, 2011–12. Australian Bureau of Statistics (30 April 2013). ციტირების თარიღი: 30 April 2013.
- ↑ 2.0 2.1 Commonwealth Games Melbourne 2006. Australian Government. Culture and Recreation Portal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 2010-02-08.
- ↑ Liveability ranking: Melbourne storm
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 City of Melbourne.. Settlement – foundation and surveying.. City of Melbourne. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01. ციტირების თარიღი: 2010-02-08.
- ↑ 5.0 5.1 Fassa, James Jupp.. The Snowy Mountains Scheme and Multicultural Australia.. Australian Academy of Technological Sciences and Engineering.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01. ციტირების თარიღი: 2010-02-08.
- ↑ Lee, Robert.. Linking a Nation: Australia's Transport and Communications 1788 - 1970.. Australian Government. Australian Heritage Council.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-25. ციტირების თარიღი: 2010-02-08.
- ↑ Otto, Kristin.. When Melbourne was Australia’s capital city.. The University of Melbourne/. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-26. ციტირების თარიღი: 2010-02-08.
- ↑ Section B: 1900-1945.. Monash City Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-13. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2008.
- ↑ Updated world map of the Koppen-Geiger climate classification system // Hydrol. Earth Syst. Sci. Discuss, № 4
- ↑ Welcome to Melbourne - Introduction.. City of Melbourne. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო 2008.
- ↑ 11.0 11.1 Snow misses CBD lunch appointment. The Age. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო 2008.
- ↑ Snow falls in Melbourne. Sydney Morning Herald. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო 2008.
- ↑ Santa brings snow to Melbourne. Herald Sun. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-05-10. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო 2008.
- ↑ Melbourne: City of woes. The Age. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო 2008.
- ↑ Record heat and stupidity as Melbourne swelters. The Age. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო 2008.
- ↑ Melbourne flood - Elizabeth Street, February 1972. The Age. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო 2008.
- ↑ Chong, Jordan.. Smoke triggers alarm in city. The Age. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო 2008.
- ↑ Chong, Jordan.. Melbourne sizzles in heatwave. ABC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო 2008.
- ↑ Button, James.. Secrets of a forgotten settlement.. The Age. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2008.
- ↑ 20.0 20.1 Miles Lewis., Melbourne the city's history and development, მეორე გამოცემა, 1995.
- ↑ Robert B. Cervero., The Transit Metropolis: A Global Inquiry, Island Press, 1998, ISBN 1559635916.
- ↑ 22.0 22.1 Michael Cannon., The Land Boomers, New York: Melbourne University Press, Cambridge University Press, 1966.
- ↑ Tell Melbourne it's over, we won.. Sydney Morning Herald. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2008.
- ↑ Melbourne's population booms.. The Age. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2008.
- ↑ Freeman-Greene, Suzy.. Melbourne's love affair with lanes. The Age. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01. ციტირების თარიღი: 22 აგვისტო 2008.
- ↑ Glen Iris still the heart of city's sprawl. The Age. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01. ციტირების თარიღი: 22 აგვისტო 2008.
- ↑ Melbourne, Vancouver top city list. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01. ციტირების თარიღი: 22 აგვისტო 2008.
- ↑ City Mayors: Best cities in the world (EIU). City Mayors. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01. ციტირების თარიღი: 22 აგვისტო 2008.
- ↑ Cost of living - The world's most expensive cities. City Mayors. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 22 აგვისტო 2008.
- ↑ Dunstan, David.. The evolution of Clown Hall. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01. ციტირების თარიღი: 22 აგვისტო 2008.
- ↑ World Mayor: The results of World Mayor 2006. World Mayor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01. ციტირების თარიღი: 22 აგვისტო 2008.
- ↑ [Local Government Act 1989. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-11-08. ციტირების თარიღი: 2015-01-31. Local Government Act 1989. (ინგლისური)]
- ↑ 2006 Census Tables: Country of Birth of Person by Year of Arrival in Australia - Melbourne. Australian Bureau of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-25. ციტირების თარიღი: 2008-04-16.
- ↑ [Victiorian Cultural Diversity Week. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-08. ციტირების თარიღი: 2015-02-01. Victiorian Cultural Diversity Week. (ინგლისური)]
- ↑ VicNet — Strategy for Aboriginal Managed Land in Victoria: Draft Report. Part 1-Section 2. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-08-23. ციტირების თარიღი: 2006-08-23.
- ↑ Hoban, Suzie.. The immigration rush.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-24. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო 2008.
- ↑ 2001 Social Atlas for Melbourne abs.gov.au
- ↑ Multicultural communities. Greeks.. Australian Academy of Technological Sciences and Engineering.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2008.
- ↑ Population Projections, Australia, 2004 to 2101. Australian Bureau of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-25. ციტირების თარიღი: 2008-06-08.
- ↑ 40.0 40.1 2006 Census QuickStats : Melbourne (Statistical Division). Australian Bureau of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-25. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო 2008.
- ↑ Berman, Judith.. Holocaust Remembrance in Australian Jewish Communities, 1945-2000. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო 2008.
- ↑ The Resurgence of Marvellous Melbourne Trends in Population Distribution in Victoria, 1991—1996. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-29. ციტირების თარიღი: 2015-02-01.
- ↑ Article by John O’Leary. Monash University Press
- ↑ Population pushing Melbourne to top. The Australian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-12. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო 2008.
- ↑ Malaysian National News Agency.. Port Of Melbourne Sets Shipping Record.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 22 აგვისტო 2008.
- ↑ The Age.. Growth of Australia's largest port essential.. December 18, 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 22 აგვისტო 2008.
- ↑ [Business Victoria. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-16. ციტირების თარიღი: 2015-02-01. Business Victoria. (ინგლისური)]
- ↑ Multimedia Victoria.. Industry Snapshot. (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-07-02. ციტირების თარიღი: 22 აგვისტო 2008.
- ↑ Funds Management Fact Sheet. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-30. ციტირების თარიღი: 2007-08-30.
- ↑ Media Release: MINISTER FOR TOURISM.. MELBOURNE AIRPORT PASSENGER FIGURES STRONGEST ON RECORD.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-14. ციტირების თარიღი: 22 აგვისტო 2008.
- ↑ The Age.. Now Sydney loses its tourism ascendancy.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01. ციტირების თარიღი: 22 აგვისტო 2008.
- ↑ BRW 1000 (ინგლისური)
- ↑ The Age.. The cars that ate Melbourne.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01. ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი 2008.
- ↑ The Age.. Trial by public transport: why the system is failing.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01. ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი 2008.
- ↑ The Age.. $1.2bn sting in the rail.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01. ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი 2008.
- ↑ Investing in Transport (PDF) გვ. 69. Victorian Department of Transport. ციტირების თარიღი: 2010-11-10.[მკვდარი ბმული]
- ↑ Melbourne and scenes in Victoria 1925—1926 from Victorian Government Railways დაარქივებული 2008-01-12 საიტზე Wayback Machine. From the National Library of Australia
- ↑ 58.0 58.1 Jan Scheurer, Jeff Kenworthy, and Peter Newman.. Most Liveable and Best Connected? The Economic Benefits of Investing in Public Transport in Melbourne.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-02-22. ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი 2008.
- ↑ Herald Sun.. Still addicted to cars.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-13. ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი 2008.
- ↑ Malaysian National News Agency.. Port Of Melbourne Sets Shipping Record.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი 2008.
- ↑ Perth shows it has the X factor in the battle to attract low-cost Malaysian airline. The Australian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 იანვარი 2009. ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი 2008.
- ↑ The Australian, 13-14 October 2012, p05.
- ↑ Essendon Airport. Essendon Airport Pty Ltd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01. ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი 2008.
- ↑ MELBOURNE AIRPORT PASSENGER FIGURES STRONGEST ON RECORD. Media Release: MINISTER FOR TOURISM. www.dpc.vic.gov.au (21 July 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-14. ციტირების თარიღი: 2008-07-18.
- ↑ Now Sydney loses its tourism ascendancy. The Age. theage.com.au (19 May 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01. ციტირების თარიღი: 2008-07-18.
- ↑ Now Sydney loses its tourism ascendancy — News — Travel — theage.com.au
- ↑ Freeview. TV Channels.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-02. ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2013.
- ↑ Victorian Department of Health.. Melbourne public hospitals and Metropolitan Health Services.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2008.
- ↑ Department of Education and Early Childhood Development.. About the Department.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01. ციტირების თარიღი: 26 აგვისტო 2008.
- ↑ Sydney Morning Herald.. ANU up there with the best.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01. ციტირების თარიღი: 26 აგვისტო 2008.
- ↑ RMIT.. World’s top university cities revealed.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-19. ციტირების თარიღი: 26 აგვისტო 2008.
- ↑ XVIII საერთაშორისო ბოტანიკური კონგრესის ოფიციალური საიტი (მელბურნი, 2011 წელი) დაარქივებული 2011-07-27 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ↑ We are world's sports capital. News.com.au. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01. ციტირების თარიღი: 28 ნოემბერი 2006.
- ↑ «Michaels World-Famous Camera Museum»-ის ფოტოგრაფიის მუზეუმი მელბურნში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-26. ციტირების თარიღი: 2015-02-02.
- ↑ Our sister cities. City of Melbourne. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01. ციტირების თარიღი: 2012-02-23.
|
|