iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.
iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.



Link to original content: http://ka.wikipedia.org/wiki/იაკუტები
იაკუტები - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

იაკუტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაკუტი ქალი სადღესასწაულო ტანისამოსში

იაკუტები (იაკუტ.: Саха) — ერი, იაკუტიის ავტონომიური რესპუბლიკის მკვიდრი მოსახლეობა. ცალკეულ ჯგუფებად ცხოვრობენ კრასნოიარსკის მხარის ჩრდილოეთ რაიონებში, მაგადანის, სახალინის და ამურის ოლქებში. საერთო რაოდენობა 296 000, მათ შორის იაკუტიის ავტონომიურ რესპუბლიკაში 286 000 (1970 წლის აღწერა). იაკუტური ენა განეკუთვნება თურქული ენების ჩრდილო-აღმოსავლურ ჯგუფს. არქეოლოგიური და ეთნიკურ მონაცემებით იაკუტები ჩამოყალიბდნენ ბაიკალისპირეთიდან გადმოსახლებული სამხრეთ თურქულენოვანი ტომების მიერ ადგილობრივი ტომების ასიმილაციის შედეგად. ვარაუდობენ, რომ იაკუტების სამხრეთ წინაპართა ბოლო ტალღამ შუა ლენაზე XIV-XV საუკუნეებში შეაღწია. ზოგიერთი ლოკალური ჯგუფი, მაგალითად ჩრდილო-დასავლეთ მეირმეები, შედარებით ახალია, რომელიც წარმოიქმნა ევენკების ცალკეული ჯგუფების ცენტრალური რაიონებიდან გამოსულ იაკუტებთან შერევის შედეგად. რუსეთთან შეერთებამ (XVII საუკუნის 20-30ანი წლები) დააჩქარა იაკუტების სოციალ-ეკონომიური და კულტურული განვითარება და ცალკეული ტომების ერთმანეთთან დაახლოება. XVII-XIX საუკუნეებში იაკუტების მთავარი საქმიანობა იყომსხვილფეხა მესაქონლეობა, მიწათმოქმედება და თევზჭერა. ხელოსნობიდან განვითარებული იყო მჭედლობა. ცხოვრობდნენ ე.წ. ბალაგანში (იურტა). XVIII საუკუნის მეორე ნახევარში იაკუტების უმრავლესობამ ქრისტიანობა მიიღო, მაგრამ დიდხანს იყო შემორჩენილი შამანისტური რწმენა-წარმოდგენები. სოციალური განვითარების პროცესში ძირფესვიანად გარდაიქმნა იაკუტების ეკონომიკა, ყოფა და კულტურა.

  • Leontʼeva, Sargylana (2002) "Comments on Ойуун Уол 'shaman fellow': a Yakut historical legend." In John M. Clifton and Deborah A. Clifton (eds.), Comments on discourse structures in ten Turkic languages p. 287-291. St. Petersburg, Russia: SIL International.
  • International Business Publications (ed.) (2001) Sakha Yakut Republic Regional Investment and Business Guide (US Government Agencies Business Library) (3rd ed.) International Business Publications, USA, ISBN 0-7397-9012-9
  • Opyt Etnograficheskogo Issledovaniya (ed.) (1993) Yakuty (The Yakuts, text in Russian, w/illustrations) Opyt Etnograficheskogo Issledovaniya, Moscow

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]