iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.
iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.



Link to original content: http://ka.wikipedia.org/wiki/ალაჰი
ალაჰი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ალაჰი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ისლამის თემები

ისლამი

რწმენები

ალაჰი · ღმერთის ერთსახოვნება
მაჰმადი · ისლამის წინასწარმეტყველები

პრაქტიკა

შაჰადა · სალათი
მარხვა · ქველმოქმედება · ჰაჯი · ქა'აბა

წერილები და კანონები

ყურანი · სუნა · ჰადისი
კანონები · გზა · წერილთა განმარტებანი · სუფიზმი

ისტორია და ლიდერები

ისტორიის ქრონოლოგია
აჰლ ალ-ბაითი · საჰაბა
სუნიზმი · შიიზმი
მართლმორწმუნე ხალიფები · იმამები

კულტურა და საზოგადოება

მოძღვრებაარქიტექტურახელოვნება
კალენდარიბავშვებიდემოგრაფია
დღესასწაულებიმეჩეთებიფილოსოფია
პოლიტიკამეცნიერებაქალები

ისლამი სხვა რელიგიებთან კონტაქტში

ქრისტიანობა · იუდაიზმი
ინდუიზმი · სიქჰიზმი · ჯაინიზმი

იხილეთ მეტი

კრიტიკა · ისლამოფობია
ისლამური ტერმინები

ისლამის პორტალი
      

ალაჰი (არაბ. الله; ალ-ლაჰ) — ღმერთის სახელი არაბულად. არაარაბებისთვის იგი ისლამური რელიგიის ღმერთთან ასოცირდება, თუმცა იგივე სიტყვას იყენებენ სხვა რელიგიის არაბულენოვანი მიმდევრები (მაგალითად არაბი ქრისტიანები, როგორც არაბული, ისე არაარაბული თვითიდენტიფიკაციისა, როგორებიცაა კოპტები, მარონიტები, ასურელები და სხვა) თავისი რელიგიური ტრადიციის ღმერთის აღსანიშნავად.

არაბულიდან ეს ტერმინი გადასულია რიგ ერებში, რომელთა მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია, როგორც ღმერთის ერთ-ერთი სახელი ისლამამდელი ღმერთის სახელთან ერთად, ასევე ზოგან მან სრულად განდევნა ისლამამდელი ღმერთის სახელი. მაგალითად ქრისტიანებს აეკრძალათ მალაიურ ლიტერატურაში გამოიყენონ სიტყვა ალლაჰი. მალაიზიის სასამართლომ დაადგინა რომ ის ექსკლუზიურად მუსლიმებს ეკუთვნით.[1][2]

სიტყვა ალ–ლაჰის შემადგენლობა.
1) ალიფი
2) ჰამზათუ ლ–ვასლ, ანუ ასიმილაციის ნიშანი. თუ წინა სიტყვა ხმოვნით ბოლოვდება, ეს ხმოვანი მუნჯდება და არ წარმოითქმება
3 და 4) ლამი
5) შადდა, თანხმოვნის გემინაციის ნიშანი
6) ალიფ ხანჯარია, ანუ დამალული ალიფი. იგი აღნიშნავს გრძელ ხმოვანს
7) ჰა

ალაჰი წარმოებულია არაბულიდან შემდეგი სიტყვების – მსაზღვრელი ალ– არტიკლისა და ღვთაების ილაჰ შეკვეცილი ფორმით. ამგვარად ალაჰი ნიშნავს ერთ კონკრეტულ ღმერთს.

ამ სიტყვა სხვა მრავალ სემიტურ ენაში ჰყავს მონათესავე სიტყვა, მათ შორის არამეულში אלה (ალაჰ) და ივრითზე אלוהּ (ელოჰ). თუმცა აღსანიშნავია რომ არამეულში საზღვრული ფორმა იქნება אלהא (ალაჰა). სიტყვა ალაჰი (პენჯაბ. ਅੱਲਾਹ; ალაჰუ) ასევე გამოიყენება გურუ გრანთ საჰიბში, სიქჰიზმის წმინდა წერილში. მას შეიხი ფარიდი, სიქჰი წმინდანი, გრანთ საჰიბის 134 ჰიმნის ავტორი ახსენებს 12–ჯერ, ხოლო გურუ ნანაქი, გურუ არჯანი და ბჰაგათ ქაბირი – 18-ჯერ.[3]

ალაჰი, ისლამის მიხედვით სამყაროში გამუდმებით აგზავნიდა მაცნეებსა და წინასწარმეტყველებს, რომლებიც ქადაგებდნენ ერთღმერთიანობას.[4] ამგვარად, ალაჰის კონცეფცია ისლამამდეც არსებობდა. ამის დასტურია თავად წარმართი არაბების პანთეონის ღმერთი, ალაჰი. როგორც ყურანი მოგვითხრობს, წარმართი არაბები მას ცნობდნენ სამყაროს გამჩენად, მაგრამ მას უქმნიდნენ თანაზიარს, რითაც მის უკმაყოფილებას იმსახურებდნენ,[5] სწორედ ამის საწინააღმდეგოდ იგი გზავნიდა მაცნეებსა და წინასწარმეტყველებს.

ალაჰმა შექმნა დედამიწა, მოავლინა მასზე მისი წყალობა და ფორმა მისცა მას, ხოლო შემდეგ აღმართა შვიდკეცი ზეცა, რომელთაგანაც უახლოეს ფენაში განალაგა ციური სხეულები, რის შემდეგ იგი ამაღლდა მის საბრძანებელ ტახტზე.[6] ისლამის ფილოსოფიური განმარტების მიმდევრები, მათ შორის აშ'არი და მათურიდი მრწამსის მიმდევრები, ამ ყველაფერს ალეგორიად და მეტაფორად მიიჩნევენ, ხოლო ასარი მრწამსის მიმდევრებს მიაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა, მაგრამ როგორ და რანაირად, მათ შორის ღმერთის საბრძანებელი ტახტის აღწერა და წარმოდგენა, ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია.

იგივენაირად უდგებიან ამ ორი სკოლის წარმომადგენლები ღმერთის სახელ-თვისებებს, განსაკუთრებით ისეთებს, როგორიცაა მისი „ადამიანური“ ატრიბუტიკა, სახელდობრ სახება (არაბ. وجه; ვაჯჰ)[7], ორი ხელი (არაბ. يدي; იადაი)[8], წვივი (არაბ. ساق; საყ)[9] და სხვა.

ალაჰს აქვს 99 მშვენიერი სახელი, რომელიც მის ამა თუ იმ თვისებას აღნიშნავს, მაგალითად მოწყალე (არაბ. الرحمن; არ–რაჰმან)[10], მწყალობელი (არაბ. الرحيم; არ–რაჰიმ)[10], უწმინდესი (არაბ. القدوس; ალ–ყუდდუს)[11], მშვიდობისმყოფელი (არაბ. السلام; ას–სალამ)[12] და სხვანი. ეს სახელები ზოგჯერ პირდაპირ არის მოხსენიებული ყურანში, ხოლო ზოგიერთი მისი ამა თუ იმ ქმედების აღწერიდან გამომდინარეა მინიჭებული.

მუსლიმების რწმენით, ალაჰი არის ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე აბსოლუტი, მას ეკუთვნის განმგებლობა ყოველი საქმისა, მან იცის ყველაფერი რაც უნდა მოხდეს, რაც მოსახდენია და რაც ხდება.[12] ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდება მისი ნებართვის გარეშე.[13] იგი ყველგან არის თავისი ცოდნით.[14] რაც შეეხება მის ადგილმდებარეობას არსით, აქ უკვე მუსლიმთა აზრები იყოფა მათი მრწამსის მიხედვით, კერძოდ მათურიდი, რაფიდი და სხვა რამდენიმე მრწამსის მიხედვით, იგი თავისი არსითაც ყველგან სუფევს. ხოლო ასარი მრწამსის მიხედვით, თავისი არსით იგი ამაღლებულია და სუფევს თავის საბრძანებელ ტახტზე.

არაბულენოვანი სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები ასევე იყენებენ სიტყვა ალ-ლაჰს ღმერთის აღსანიშნავად. არაბი ქრისტიანები მას სამების წევრების, მამა ღმერთისა (არაბ. الله الآب; ალ-ლაჰ ალ-აბ) და ძე ღმერთის (არაბ. الله الابن; ალ-ლაჰ ალ-იბნ) აღსანიშნავადაც იყენებენ. მალტელები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა კათოლიკეა, საუბრობენ არაბულის ერთ-ერთ დიალექტზე დაფუძნებულ ენაზე და იყენებენ სიტყვას „ალლა“ (მალტ. Alla) ღმერთის აღსანიშნავად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. http://online.wsj.com/articles/malaysian-court-reserves-word-allah-for-muslims-1403508990
  2. http://www.usatoday.com/story/news/world/2014/06/23/malaysias-top-court-allah-for-muslims-only/11256503/
  3. http://www.sikhiwiki.org/index.php/Allah
  4. ბრძენი ყურანი, სურა ან–ნაჰლ, XVI, აია 36.
  5. ბრძენი ყურანი, სურა ლუყმან, XXXI, აია 25; სურა აზ–ზუმარ, XXXIX, აია 38; სურა აზ–ზუხრუფ, XLIII, აია 9.
  6. ბრძენი ყურანი, სურა ალ–ა'რაფ, VII, აია 54; სურა იუნუს, X, აია 3; სურა ჰუდ, XI, აია 7; სურა ფუსსილათ, XLI, აიები 9–12.
  7. ბრძენი ყურანი, სურა არ–რაჰმან, LV, აია 27.
  8. ბრძენი ყურანი, სურა სად, XXXVIII, აია 75.
  9. ბრძენი ყურანი, სურა ალ–ყალამ, LXVIII, აია 42.
  10. 10.0 10.1 ყოველი სურის დასაწყისში, გარდა მეცხრესი.
  11. ბრძენი ყურანი, სურა ალ–ჯუმუ'ა, LXII, აია 1.
  12. 12.0 12.1 ბრძენი ყურანი, სურა ალ–ჰაშრ, LIX, აია 23.
  13. ბრძენი ყურანი, სურა ალ–ან'ამ, VI, აია 59.
  14. ბრძენი ყურანი, სურა ყაფ, L, აია 16-17.